მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ბათუმში, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დაადგინა გამოძიებამ?
პროკურატურამ ბათუმში, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დაადგინა გამოძიებამ?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქემ ამა­ვე ქვეყ­ნის სამი მო­ქა­ლა­ქის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 7 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქემ ასე­ვე თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სამი მო­ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სრო­ლის შე­დე­გად ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა და იქვე შემ­თხვე­ვით მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თვის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, უკა­ნო­ნოდ შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 109-ე მუხ­ლის “ბ“ და “ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ორზე მეტი პი­რი­სა და ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას) 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) და 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა) და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და და მის მი­მართ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პროკურატურამ ბათუმში, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დაადგინა გამოძიებამ?

პროკურატურამ ბათუმში, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - რა დაადგინა გამოძიებამ?

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ამავე ქვეყნის სამი მოქალაქის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით, უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის “ბ“ და “ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორზე მეტი პირისა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) დაუსწრებლად წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.