პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას "თეგეტაც" შეუერთდა
რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას "თეგეტაც" შეუერთდა

ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, 2020 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია Your Car Seat შე­იქ­მნა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამო­ცა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მცი­რე­წლო­ვა­ნი მგზავ­რობ­დეს უსაფრ­თხოდ, სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბით. Your Car Seat-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მშობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და რჩე­ვებს უზი­ა­რე­ბენ. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე მათ კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ეს 10 000-ზე მეტ მშო­ბელს და შექ­მნეს არა­ერ­თი პრე­ცე­დენ­ტი, როცა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დროს მცი­რე­წლოვ­ნე­ბი უვ­ნებ­ლად სწო­რედ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის დახ­მა­რე­ბით გა­დარ­ჩნენ.

სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ცოტა ხნის წინ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გიც“ ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბას სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში წამ­ყვან როლს აკის­რებს და ამ მიზ­ნით არა­ერ­თი პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი და მხარ­დამ­ჭე­რია.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „უსაფრ­თხო­ე­ბა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა კი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც არა­ერ­თი კამ­პა­ნია გვქო­ნია. „თე­გე­ტა“ თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კულ­ტუ­რას­თან, ამი­ტომ ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტად მი­ვიჩ­ნევთ. ჩვე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია სწო­რედ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცია Your Car Seat-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც ამ მიდ­გო­მის გაგ­რძე­ლე­ბაა. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით - რო­გო­რი უნდა იყოს ბავ­შვთა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბი­სას. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ხვდე­ბი­ან მშობ­ლებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლე­ვენ მათ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის შერ­ჩე­ვი­სა და მოხ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ამი­ტომ Your Car Seat-ი ჩვე­ნი პარტნი­ო­რი გახ­და და ორ­გა­ნი­ზა­ცია Tegeta.care-ზე და­ე­მა­ტა“.

ორ­გა­ნი­ზა­ცია Your Car Seat-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლანა გი­ორ­გი­ძე ამ­ბობს, რომ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა გა­მოწ­ვე­ვე­ბი მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და სწო­რად მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს.

ლანა გი­ორ­გი­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია Your Car Seat-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „ფონ­დი 2016 წელს გერ­მა­ნელ­მა ან­დრე­ას აპელ­დორნ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ და­ა­არ­სა და გა­და­წყვი­ტა, ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე ეზ­რუ­ნა. ან­დრე­ას­მა და­ა­არ­სა ფონ­დი „ელი“ და 450 ოჯახს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი, რათა მათ ბავ­შვებს უსაფრ­თხოდ ემ­გზავ­რათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სი­ამ უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო და და­არ­სდა Your Car Seat, რომ­ლის მი­ზა­ნი სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის ირ­გვლივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ად­ვო­კა­ტი­რე­ბა და მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაა. როცა ჩვენ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო იმ მშობ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ვარ­ძელს იყე­ნებ­დნენ. დღეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20 პრო­ცენ­ტი უკვე იყე­ნებს სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძელს, თუმ­ცა არა ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის­თვის. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­აც­ნო­ბი­ე­როს სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის 0-დან 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ხან­და­ხან მშო­ბე­ლი უარს ამ­ბობს სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე იმ მო­ტი­ვით, რომ ის იდე­ა­ლუ­რად მარ­თავს მან­ქა­ნას და უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბით ზო­მებს არ სა­ჭი­რო­ებს. ეს პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი აზ­რია. სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი მშობ­ლის მან­ქა­ნის მარ­თვის უნარს ვე­რაფ­რით და­აკ­ნი­ნებს, სა­მა­გი­ე­როდ 90 პრო­ცენ­ტით და­ი­ცავს ჩვენს შვი­ლებს სხვა­დას­ხვა საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს. ამი­ტომ არა­ვინ არ უნდა გავ­რის­კოთ“.

არ­სე­ბობს წე­სე­ბი, რო­მელ­საც Your Car Seat მშობ­ლებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უზი­ა­რებს და რო­მელ­თა დაც­ვაც ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი?

0-12 წლის ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მათ­თვის სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის სა­შუ­ა­ლე­ბით. სა­ვარ­ძლე­ბი წო­ნი­სა და სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით ჯგუ­ფე­ბად იყო­ფა. გა­დამ­წყვე­ტია, სა­ვარ­ძე­ლი შე­ი­ძი­ნოთ სან­დო მომ­წო­დებ­ლის­გან, რათა მან სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შვის უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბა. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძელს გავ­ლი­ლი აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბა - Crash test, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ის ეფექ­ტი­ა­ნად და­ი­ცავს ბავ­შვს.

ახალ­შო­ბი­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლია კა­ლა­თის ფორ­მის სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი (0-13 კგ), რო­მე­ლიც ემ­ბრი­ო­ნის ფორ­მას იმე­ო­რებს და ყვე­ლა მხრი­დან იცავს ბავ­შვს. თუ ფიქ­რობთ, რომ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძელს დიდ­ხანს ვერ შეც­ვლით, გა­მარ­თლე­ბუ­ლია 0-36 კგ-სთვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ვარ­ძლის შე­ძე­ნაც. სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი ჩვი­ლის პირ­ვე­ლი­ვე მგზავ­რო­ბი­სას უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ.

სა­ბავ­შვო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბის ვა­დე­ბი

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლებს აქვს გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა. ეს ვადა, რო­გორც წესი, 6-9 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მელ წელ­საა გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი და რამ­დენ ხან­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ვარ­ძლის ეტი­კეტ­ზე.

ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა მე­ო­რა­დი სა­ვარ­ძლის შე­ძე­ნა, სწო­რედ ისაა, რომ ახალ მფლო­ბელს ხში­რად ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, თუ რო­დის შე­ი­ძი­ნეს სა­ვარ­ძე­ლი პირ­ვე­ლად, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეს ის. სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რად შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად უდე­ფექ­ტოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ გაც­ვე­თი­ლი იყოს მისი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლე­ბი (პლასტმა­სა, ღვე­დი, ლი­თო­ნის ნა­წი­ლე­ბი). ძლი­ე­რი ცვე­თა შე­საძ­ლოა საგ­ზაო ავა­რი­ი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

გარ­და ამი­სა, თან­და­თან იც­ვლე­ბა და უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, წლე­ბის წინ და­ტეს­ტი­ლი სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი წლე­ბის შემ­დეგ ისე­თი­ვე და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბით ვერ შე­ფას­დე­ბა და სხვა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვა ასე­თია: თუ თქვენ უკვე იყე­ნებთ მე­ო­რად სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძელს, ყუ­რა­დღე­ბით შე­ა­მოწ­მეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი, გა­და­ა­მოწ­მეთ, რა ნა­წი­ლე­ბი უნდა ჰქო­ნო­და ორი­გი­ნალს, ხომ არ აკ­ლია რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, თუ ეს ასეა, სას­წრა­ფოდ შეც­ვა­ლეთ იგი; თუ არ იცით, რო­გორ შე­ა­მოწ­მოთ, Your Car Seat გთა­ვა­ზობთ, გა­და­უ­ღოთ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძელს ფო­ტო­ე­ბი და გა­და­უგ­ზავ­ნოთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას უსას­ყიდ­ლოდ გა­გი­წევთ.

რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი?

სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის სწო­რად შერ­ჩე­ვას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. თუ სა­ვარ­ძელს ავ­ტო­მო­ბილ­ში სწო­რად არ ამაგ­რებთ, ან ღვე­დებს არ კრავთ, ბავ­შვი ისევ საფრ­თხე­შია. ბავ­შვს ღვე­დე­ბი უნდა შე­უკ­რათ ნე­ბის­მი­ერ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სახ­ლი­დან 10 მეტ­რით და­შო­რე­ბულ ად­გილ­ზე მი­დი­ხართ თუ 100 კი­ლო­მეტ­რი გა­შო­რებთ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს.

ღვე­დი შე­ჯა­ხე­ბი­სას იცავს ბავ­შვს, რომ ის არ ამო­ვარ­დეს სა­ვარ­ძლი­დან და არ შე­ე­ჯა­ხოს სა­ქა­რე მი­ნას, ან არ გა­და­ვარ­დეს ფან­ჯრი­დან, არ მი­ი­ღოს სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

უმ­ჯო­ბე­სია, თუ სა­ვარ­ძე­ლი მან­ქა­ნა­ში მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მაგრდე­ბა. ასე მგზავ­რო­ბა ბავ­შვის­თვის 5-ჯერ უფრო უსაფრ­თხოა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ, თუ სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის შიდა და ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დე­ბი დაგ­რე­ხი­ლია, მა­შინ ის ვერ და­ი­ცავს ბავ­შვს. უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ღვე­დე­ბი გას­წო­რე­ბუ­ლი იყოს.

არა­ერ­თი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მშო­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შვი­ლის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუ მგზავ­რო­ბი­სას მას მუხ­ლებ­ზე და­ის­ვამს და მკლა­ვებს ძლი­ე­რად შე­მოხ­ვევს, რაც არას­წო­რია. ძლი­ე­რი/მყი­სი­ე­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას ბავ­შვის უსაფრ­თხოდ ხელ­ში და­ჭე­რის შან­სი მი­ნი­მუ­მამ­დე მცირ­დე­ბა, რაც მო­ზარ­დის და­ზი­ა­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის. გარ­და ამი­სა, ბავ­შვის, მით უფრო ახალ­შო­ბი­ლის, სხე­უ­ლი ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­შია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მცი­რედ­მა და­მუხ­რუ­ჭე­ბა­მაც კი შე­საძ­ლოა მას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას, და­უ­ზი­ა­ნოს ხერ­ხე­მა­ლი, თავი და ა.შ.

„თე­გე­ტა­სა“ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია Your Car Seat-ის პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რი­საა შეხ­ვედ­რა „თე­გე­ტას“ თა­ნაშ­რომ­ლებ­თან. ასე­ვე, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დეო რგო­ლის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ და­ა­ნახ­ვებს სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას "თეგეტაც" შეუერთდა

რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას "თეგეტაც" შეუერთდა

ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მცირეწლოვანი მგზავრობდეს უსაფრთხოდ, სამგზავრო სავარძლის გამოყენებით. Your Car Seat-ის დამფუძნებლები ამ მიმართულებით მშობლებს ინფორმაციასა და რჩევებს უზიარებენ. დაარსებიდან დღემდე მათ კონსულტაცია გაუწიეს 10 000-ზე მეტ მშობელს და შექმნეს არაერთი პრეცედენტი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მცირეწლოვნები უვნებლად სწორედ სამგზავრო სავარძლის დახმარებით გადარჩნენ.

სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში ცოტა ხნის წინ „თეგეტა ჰოლდინგიც“ ჩაერთო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას საკუთარ პრიორიტეტებში წამყვან როლს აკისრებს და ამ მიზნით არაერთი პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა კი კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც არაერთი კამპანია გვქონია. „თეგეტა“ თავისი საქმიანობით მჭიდროდაა დაკავშირებული საგზაო უსაფრთხოების კულტურასთან, ამიტომ ამ თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვან კომპონენტად მივიჩნევთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდებოდა.

საზოგადოებრივ ორგანიზაცია Your Car Seat-თან თანამშრომლობაც ამ მიდგომის გაგრძელებაა. ეს ორგანიზაცია სპეციალიზებულია ერთი კონკრეტული მიმართულებით - როგორი უნდა იყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება საგზაო მოძრაობისას. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები სისტემატურად ხვდებიან მშობლებს, რეკომენდაციებს აძლევენ მათ სამგზავრო სავარძლის შერჩევისა და მოხმარების თაობაზე, ამიტომ Your Car Seat-ი ჩვენი პარტნიორი გახდა და ორგანიზაცია Tegeta.care-ზე დაემატა“.

ორგანიზაცია Your Car Seat-ის აღმასრულებელი დირექტორი ლანა გიორგიძე ამბობს, რომ სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა გამოწვევები მის აუცილებლობასა და სწორად მოხმარებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს.

ლანა გიორგიძე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ფონდი 2016 წელს გერმანელმა ანდრეას აპელდორნმა, საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააარსა და გადაწყვიტა, ქართველი ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე ეზრუნა. ანდრეასმა დააარსა ფონდი „ელი“ და 450 ოჯახს საჩუქრად გადასცა სამგზავრო სავარძელი, რათა მათ ბავშვებს უსაფრთხოდ ემგზავრათ. მოგვიანებით მისიამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და დაარსდა Your Car Seat, რომლის მიზანი სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მშობლების ინფორმირება, ადვოკატირება და მედიაკამპანიების ორგანიზებაა. როცა ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, ძალიან დაბალი იყო იმ მშობლების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც სავარძელს იყენებდნენ. დღეს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი უკვე იყენებს სამგზავრო სავარძელს, თუმცა არა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს სამგზავრო სავარძლის 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოყენების მნიშვნელობა.

ხანდახან მშობელი უარს ამბობს სამგზავრო სავარძლის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ ის იდეალურად მართავს მანქანას და უსაფრთხოების დამატებით ზომებს არ საჭიროებს. ეს პრინციპულად მიუღებელი აზრია. სამგზავრო სავარძელი მშობლის მანქანის მართვის უნარს ვერაფრით დააკნინებს, სამაგიეროდ 90 პროცენტით დაიცავს ჩვენს შვილებს სხვადასხვა საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომ არავინ არ უნდა გავრისკოთ“.

არსებობს წესები, რომელსაც Your Car Seat მშობლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზიარებს და რომელთა დაცვაც ავტომობილით მგზავრობისას აუცილებელია:

როგორ შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი?

0-12 წლის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით. სავარძლები წონისა და სიმაღლის მიხედვით ჯგუფებად იყოფა. გადამწყვეტია, სავარძელი შეიძინოთ სანდო მომწოდებლისგან, რათა მან სათანადოდ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა. სერტიფიცირებულ სამგზავრო სავარძელს გავლილი აქვს სპეციალური შემოწმება - Crash test, რომელიც ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ეფექტიანად დაიცავს ბავშვს.

ახალშობილისთვის განკუთვნილია კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი (0-13 კგ), რომელიც ემბრიონის ფორმას იმეორებს და ყველა მხრიდან იცავს ბავშვს. თუ ფიქრობთ, რომ სამგზავრო სავარძელს დიდხანს ვერ შეცვლით, გამართლებულია 0-36 კგ-სთვის განკუთვნილი სავარძლის შეძენაც. სამგზავრო სავარძელი ჩვილის პირველივე მგზავრობისას უნდა გამოიყენოთ.

საბავშვო სავარძლის გამოყენების ვადები

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - სამგზავრო სავარძლებს აქვს გამოყენების ვადა. ეს ვადა, როგორც წესი, 6-9 წლით განისაზღვრება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ წელსაა გამოშვებული სამგზავრო სავარძელი და რამდენ ხანსაა შესაძლებელი მისი გამოყენება, მითითებული უნდა იყოს სავარძლის ეტიკეტზე.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რეკომენდებული არაა მეორადი სავარძლის შეძენა, სწორედ ისაა, რომ ახალ მფლობელს ხშირად ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე, თუ როდის შეიძინეს სავარძელი პირველად, როგორ გამოიყენეს ის. სამგზავრო სავარძელი ვიზუალურად შესაძლოა სრულიად უდეფექტოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ გაცვეთილი იყოს მისი ძირითადი ნაწილები (პლასტმასა, ღვედი, ლითონის ნაწილები). ძლიერი ცვეთა შესაძლოა საგზაო ავარიითაც იყოს გამოწვეული.

გარდა ამისა, თანდათან იცვლება და უმჯობესდება ტექნოლოგიები, წლების წინ დატესტილი სამგზავრო სავარძელი წლების შემდეგ ისეთივე დადებითი შედეგებით ვერ შეფასდება და სხვა. სპეციალისტების რჩევა ასეთია: თუ თქვენ უკვე იყენებთ მეორად სამგზავრო სავარძელს, ყურადღებით შეამოწმეთ თითოეული ნაწილი, გადაამოწმეთ, რა ნაწილები უნდა ჰქონოდა ორიგინალს, ხომ არ აკლია რომელიმე მათგანი, თუ ეს ასეა, სასწრაფოდ შეცვალეთ იგი; თუ არ იცით, როგორ შეამოწმოთ, Your Car Seat გთავაზობთ, გადაუღოთ სამგზავრო სავარძელს ფოტოები და გადაუგზავნოთ ორგანიზაციას, რომელიც შესაბამის კონსულტაციას უსასყიდლოდ გაგიწევთ.

როგორ გამოვიყენოთ სამგზავრო სავარძელი?

სამგზავრო სავარძლის სწორად შერჩევასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მის სწორად გამოყენებასაც. თუ სავარძელს ავტომობილში სწორად არ ამაგრებთ, ან ღვედებს არ კრავთ, ბავშვი ისევ საფრთხეშია. ბავშვს ღვედები უნდა შეუკრათ ნებისმიერ მანძილზე გადაადგილებისას - არ აქვს მნიშვნელობა, სახლიდან 10 მეტრით დაშორებულ ადგილზე მიდიხართ თუ 100 კილომეტრი გაშორებთ დანიშნულების ადგილს.

ღვედი შეჯახებისას იცავს ბავშვს, რომ ის არ ამოვარდეს სავარძლიდან და არ შეეჯახოს საქარე მინას, ან არ გადავარდეს ფანჯრიდან, არ მიიღოს სხეულის მძიმე დაზიანებები.

უმჯობესია, თუ სავარძელი მანქანაში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დამაგრდება. ასე მგზავრობა ბავშვისთვის 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ სამგზავრო სავარძლის შიდა და ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები დაგრეხილია, მაშინ ის ვერ დაიცავს ბავშვს. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ღვედები გასწორებული იყოს.

არაერთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი მიიჩნევს, რომ შვილის უსაფრთხო გადაადგილებას უპრობლემოდ უზრუნველყოფს, თუ მგზავრობისას მას მუხლებზე დაისვამს და მკლავებს ძლიერად შემოხვევს, რაც არასწორია. ძლიერი/მყისიერი დამუხრუჭებისას ბავშვის უსაფრთხოდ ხელში დაჭერის შანსი მინიმუმამდე მცირდება, რაც მოზარდის დაზიანების საშიშროებას ქმნის. გარდა ამისა, ბავშვის, მით უფრო ახალშობილის, სხეული ფორმირების პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირედმა დამუხრუჭებამაც კი შესაძლოა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას, დაუზიანოს ხერხემალი, თავი და ა.შ.

„თეგეტასა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat-ის პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორისაა შეხვედრა „თეგეტას“ თანაშრომლებთან. ასევე, საინფორმაციო ვიდეო რგოლის მომზადება, რომელიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახვებს სამგზავრო სავარძლის სწორად გამოყენების მნიშვნელობას.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS