პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის” შე­მოდ­გო­მის ნო­მე­რი #3 (133), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • 100 წელი 1924 წლის აჯან­ყე­ბი­დან. “ქარ­თველ შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის” ჩეჩ­ნებ­თან და ინ­გუ­შებ­თან კავ­ში­რის ის­ტო­რი­ი­დან (1922-1924 წწ.)

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი - ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი და სი­მა­მა­ცით გან­თქმუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო პირი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ზედა ფე­ნას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და. სპი­რი­დონ კე­დი­ას მო­გო­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის გა­მო­ჩე­ნი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე (1906-2008) იხ­სე­ნებ­და, თუ რა­ტომ მი­ან­დვეს კა­ვა­ლე­რი­ის პოლ­კოვ­ნიკს ასე­თი სა­პა­ტიო და ამა­ვე დროს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა: “არ­ჩე­ვა­ნი რომ ქა­ქუ­ცა­ზე შე­ჩერ­და, ამას თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და. ასე­თი რაზ­მის ბუდე სწო­რედ კა­ხე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჯერ მისი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო. კა­ხე­თი ტფი­ლის­საც აკ­რავს, სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთს – თუშ-ფშავ-ხევ­სუ­რეთ­საც და და­ღეს­ტან­საც. მხო­ლოდ კა­ხე­თი­დან შე­იძ­ლე­ბა ერ­თსა და იმა­ვე დროს მოქ­მე­დე­ბა და­რი­ა­ლი­სა და და­რუ­ბან­დის ჩა­სა­კე­ტად. კა­ხე­თი ის პრო­ვინ­ცი­აა, რო­მელ­საც აჯან­ყე­ბა­თა ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­დი­ცია აქვს. ხში­რი ტყე­ე­ბი და დოვ­ლა­თი­ა­ნი მხა­რე მე­ო­მარ-პატ­რი­ო­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბით, აგ­რეთ­ვე სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბია პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მი­სათ­ვის თა­ვის შე­სა­ნა­ხად. მა­შა­სა­და­მე, რაზ­მის უფ­რო­სიც კა­ხე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მარ­ტო ეს პი­რო­ბე­ბი არ კმა­რო­და. რაზ­მის უფ­რო­სი ოფი­ცე­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან პარ­ტი­ზა­ნულ მოქ­მე­დე­ბა­თა გარ­და, შემ­დეგ­ში გაზ­რდილ რაზმს წმინ­და სამ­ხედ­რო-სა­ო­მა­რი ამო­ცა­ნე­ბიც და­ე­კის­რე­ბო­და. ამას­თა­ნა­ვე, ეს ოფი­ცე­რი ხალ­ხთან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი კა­ციც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და არა თა­ვის კას­ტა­ში ჩა­კე­ტი­ლი, ხალ­ხი­სა­გან მო­წყვე­ტი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი შტა­ბის ოფი­ცე­რი. ყვე­ლა ამ პი­რო­ბა­თა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი კან­დი­და­ტი ათო­ბით არ იქ­ნე­ბო­და. სპი­რი­დონ კე­დი­ამ ჩვენს წრე­ში მგო­ნი მხო­ლოდ ერთხელ ილა­პა­რა­კა ამ სა­კი­თხზე და ისიც ძლი­ერ ძუნ­წად – იგი სა­კუ­თა­რი რო­ლის ხაზ­გას­მას ერი­დე­ბო­და. მა­შინ­დე­ლი მისი სი­ტყვე­ბი­დან ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, რომ სხვა კან­დი­და­ტიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ პი­რო­ბებს გა­და­უ­წყვე­ტია სა­კი­თხი. აქ მო­ტა­ნი­ლი ცნო­ბე­ბი სპი­რი­დონ კე­დი­ას ნა­ამ­ბო­ბის ში­ნა­არ­სის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი გად­მო­ცე­მაა, მაგ­რამ აი სი­ტყვა­სი­ტყვით გად­მო­ცე­მუ­ლი მისი თქმა ქა­ქუ­ცას შე­სა­ხებ: რო­გორც ტყე წარ­მო­შობს ხეს, მაგ­რამ ხე­ე­ბი ქმნი­ან ტყეს, ისე ქა­ქუ­ცა წარ­მოშ­ვა იმ გმი­რულ­მა ეპო­ქამ, რო­მე­ლიც ჩვენს და­მარ­ცხე­ბას მოჰ­ყვა, მაგ­რამ ამ ეპო­ქის შემ­ქმნე­ლიც არი­სო. და კი­დევ ერთი მა­შინ ნათ­ქვა­მი ფრა­ზა: “ქარ­თვე­ლი კა­ცის ყუ­რი­სათ­ვის ქა­ქუ­ცას ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლო­ბაც კმა­რო­და - ლე­გენ­დას უკვე გვა­რი ჰქმნი­და”.

  • ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ის­ტო­რი­ის­თვის

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში იშ­ვი­ა­თად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ასე­თი მდი­და­რი წარ­სუ­ლი­სა და რე­ლი­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­თედ­რა. ჭყონ­დი­დელ ეპის­კო­პო­სებს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვათ ქვეყ­ნის სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში. ჭყონ­დი­დის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე სა­გან­გე­ბოდ წერ­და აკა­დე­მი­კო­სი ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი: “ჭყონ­დი­დის სა­ე­პის­კო­პო­ზო კა­თედ­რა და­ა­არ­სა გი­ორ­გი აფხაზ­თა მე­ფემ X სა­უ­კუ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ მან­ვე შე­უ­წყო ხელი ამ კა­თედ­რის აღ­ზე­ვე­ბას სხვა კა­თედ­რა­თა შო­რის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბაგ­რატ IV-ის დროს ის უწარ­ჩი­ნე­ბუ­ლეს კა­თედ­რად ჩანს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში”.

ბაგ­რატ III-ს ჭყონ­დიდ­ში სა­ნათ­ლა­ვი აუ­გია. 999 წელს ბე­დი­ა­ში გად­მო­ტა­ნი­ლი ძი­ღა­ნე­ვის სა­ე­პის­კო­პო­სოს­თვის მეფე უზარ­მა­ზარ სა­კა­თედ­რო ტა­ძარს აშე­ნებს. ამ­დე­ნად, ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ეს ამ­ბა­ვი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე დიდი სა­ეკ­ლე­სიო პრო­ცე­სის ერთ-ერთ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აღ­ვიქ­ვათ.

ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფის, ბაგ­რატ IV-ის დროს ჭყონ­დი­დის კა­თედ­რა სამ­თა­ვა­რე­პის­კო­პო­სო და, ლიხ­თი­მე­რეთ­ში აფხა­ზე­თის კა­თა­ლი­კო­სის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სამ­ღვდელმთავ­რო იყო. ჩვე­ნი აზ­რით, ჭყონ­დიდს უნდა ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა ფო­თის გამ­ქრა­ლი (გა­უქ­მე­ბუ­ლი) ბერ­ძნუ­ლი სა­მიტ­რო­პო­ლი­ტო და ამ უკა­ნას­კნე­ლის პა­ტი­ვი სწო­რედ ჭყონ­დი­დელ­ზე გად­მო­ვი­და.

ჭყონ­დი­დე­ლი ეპის­კო­პო­სის მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არ­სე­ბით­მა კავ­შირ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს 1103-1104 წლებ­ში ჭყონ­დიდ­ლის წო­დე­ბის მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ამ სა­ხე­ლოს მფლო­ბე­ლი პირი ფე­ო­და­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ველ ვე­ზი­რად გარ­და­იქ­მნა, ჭყონ­დიდ­ლო­ბა კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უწარ­ჩი­ნე­ბუ­ლეს­თან ერ­თად უპირ­ვე­ლე­სი სა­ეკ­ლე­სიო ტი­ტუ­ლი გახ­და.

ჭყონ­დი­დე­ლი ეპის­კო­პო­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა და უწარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­სო­ბა იგ­რძნო­ბო­და ყო­ველ­თვის, მათ შო­რის რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის დრო­საც. სწო­რედ ამი­ტომ, 1814 წელს აფხა­ზე­თის სა­კა­თა­ლი­კო­სოს გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ჭყონ­დი­დე­ლი ეპის­კო­პო­სი ბე­სა­რი­ო­ნი “ყოვ­ლად უსამ­ღვდე­ლო­ე­სად და სრუ­ლი­ად სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს მწყემსმთავ­რად” იწო­დე­ბა. არც მა­ნამ­დე, ანუ აფხა­ზე­თის სა­კა­თა­ლი­კო­სოს ცხოვ­რე­ბა­ში აკ­ლდა ჭყონ­დი­დელ ეპის­კო­პოსს პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა. იგი კა­თა­ლი­კოსს დი­დად არ ჩა­მორ­ჩე­ბო­და გავ­ლე­ნით...

  • 1990 წლის 28 ოქ­ტომ­ბრის პირ­ვე­ლი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი / ბრი­ტა­ნუ­ლი და ირ­ლან­დი­უ­რი პრე­სის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

1990 წელი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნაკ­ვე­თია, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით რო­გორც კო­მუ­ნის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ისე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძოლ პარ­ტი­ებ­სა და პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს შო­რის. მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სსრ კავ­ში­რის სხვა რეს­პუბ­ლი­კებ­შიც, მაგ­რამ “სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პარ­ტი­ულ­მა ბრძო­ლებ­მა იმ­თა­ვით­ვე შე­უ­რი­გე­ბე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის სახე მი­ი­ღო, რი­თაც გან­სხვავ­დე­ბო­და სხვა რეს­პუბ­ლი­კებ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის­გან”.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და, რა თქმა უნდა, 28 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი, იმ­თა­ვით­ვე მო­ექ­ცა და­სავ­ლუ­რი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მათ შო­რის, პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა ბრი­ტა­ნულ და ირ­ლან­დი­ურ პრე­სა­ში, სა­დაც ფარ­თოდ შუქ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

პრე­სის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბის დროს იკ­ვე­თე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია: უმე­ტეს მათ­გან­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გან­ხი­ლუ­ლია, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ტყმა მი­ხა­ილ გორ­ბა­ჩო­ვის გეგ­მა­ზე. ის ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ახა­ლი სა­მო­კავ­ში­რეო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას სსრ კავ­შირ­ში შე­მა­ვალ რეს­პუბ­ლი­კებ­თან და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვის შე­ჩე­რე­ბას.

სრულ­დე­ბა ვრცე­ლი და ამომ­წუ­რა­ვი პუბ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც წმინ­და ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის „მშვე­ნი­ე­რი სიკ­ვდი­ლის“ 400 წლის­თავს მი­ე­ძღვნა. აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის – ალა­ვერდს თავ­სდა­ტე­ხი­ლი ტორ­ნა­დოს შე­სა­ხებ. რო­გორც ალა­ვერ­დის წი­ნამ­ძღვა­რი, მე­უ­ფე და­ვით ალა­ვერ­დე­ლი ამ­ბობს, ტა­ძარ­მა ერ­თგვა­რი მე­ხამ­რი­დო­ბა იკის­რა, თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღო ტორ­ნა­დო და სა­კუთ­რივ ტაძ­რის გარ­და არც არა­ვინ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, რაც რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით სწო­რე­დაც ტაძ­რის ფუნ­ქცია და მი­სი­აა.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. უდი­დე­სი წყლის ბორ­ბლე­ბი მამ­ლუქ­თა დრო­ი­დან
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. დი­მიტ­რი ლო­ლა­ძის მო­გო­ნე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­ზე
  • 100 წელი 1924 წლის აჯან­ყე­ბი­დან. შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის უკა­ნას­კნე­ლი წევ­რი / ალექ­სან­დრე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის ის­ტო­რი­ი­დან
  • პო­ლი­ტი­კა და სპორ­ტი. ცივი ომის დიდი სპორ­ტუ­ლი ბა­ტა­ლი­ე­ბი
  • უკ­ვდა­ვი სა­ხე­ლე­ბი. გი­ხა­რო­დეს, დე­დო­ფა­ლო! / ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის მშვე­ნი­ე­რი სიკ­ვდი­ლის 400 წლის­თა­ვი­სათ­ვის (და­სას­რუ­ლი)
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. “მომ­ღე­რა­ლი” კო­ლო­სე­ბი
  • ლი­დე­რე­ბი. ბენ-გუ­რი­ო­ნის ვარ­სკვლა­ვი
  • თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან. იური შუ­ხე­ვი­ჩი და სა­ქარ­თვე­ლო
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” შემოდგომის ნომერი #3 (133), რომელშიც წაიკითხავთ:

  • 100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან. “ქართველ შეფიცულთა რაზმის” ჩეჩნებთან და ინგუშებთან კავშირის ისტორიიდან (1922-1924 წწ.)

ქაქუცა ჩოლოყაშვილი - ღირსეული მამულიშვილი და სიმამაცით განთქმული პროფესიონალი სამხედრო პირი, წარჩინებული ქართველი თავადაზნაურობის ზედა ფენას განეკუთვნებოდა. სპირიდონ კედიას მოგონებაზე დაყრდნობით, ქართული ემიგრაციის გამოჩენილი წარმომადგენელი, ეროვნულ-დემოკრატი მიხეილ ქავთარაძე (1906-2008) იხსენებდა, თუ რატომ მიანდვეს კავალერიის პოლკოვნიკს ასეთი საპატიო და ამავე დროს საპასუხისმგებლო მისიის შესრულება: “არჩევანი რომ ქაქუცაზე შეჩერდა, ამას თავისი ლოგიკური საფუძველი ჰქონდა. ასეთი რაზმის ბუდე სწორედ კახეთი უნდა ყოფილიყო. ჯერ მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. კახეთი ტფილისსაც აკრავს, საქართველოს მთიანეთს – თუშ-ფშავ-ხევსურეთსაც და დაღესტანსაც. მხოლოდ კახეთიდან შეიძლება ერთსა და იმავე დროს მოქმედება დარიალისა და დარუბანდის ჩასაკეტად. კახეთი ის პროვინციაა, რომელსაც აჯანყებათა ყველაზე დიდი ტრადიცია აქვს. ხშირი ტყეები და დოვლათიანი მხარე მეომარ-პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობით, აგრეთვე საუკეთესო პირობებია პარტიზანული რაზმისათვის თავის შესანახად. მაშასადამე, რაზმის უფროსიც კახელი უნდა ყოფილიყო. მარტო ეს პირობები არ კმაროდა. რაზმის უფროსი ოფიცერიც უნდა ყოფილიყო, რადგან პარტიზანულ მოქმედებათა გარდა, შემდეგში გაზრდილ რაზმს წმინდა სამხედრო-საომარი ამოცანებიც დაეკისრებოდა. ამასთანავე, ეს ოფიცერი ხალხთან დაახლოვებული კაციც უნდა ყოფილიყო და არა თავის კასტაში ჩაკეტილი, ხალხისაგან მოწყვეტილი ინტელიგენტი შტაბის ოფიცერი. ყველა ამ პირობათა დამაკმაყოფილებელი კანდიდატი ათობით არ იქნებოდა. სპირიდონ კედიამ ჩვენს წრეში მგონი მხოლოდ ერთხელ ილაპარაკა ამ საკითხზე და ისიც ძლიერ ძუნწად – იგი საკუთარი როლის ხაზგასმას ერიდებოდა. მაშინდელი მისი სიტყვებიდან ის შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ სხვა კანდიდატიც ყოფილა, მაგრამ ზემოთ მოყვანილ პირობებს გადაუწყვეტია საკითხი. აქ მოტანილი ცნობები სპირიდონ კედიას ნაამბობის შინაარსის მეხსიერებაში შემორჩენილი გადმოცემაა, მაგრამ აი სიტყვასიტყვით გადმოცემული მისი თქმა ქაქუცას შესახებ: როგორც ტყე წარმოშობს ხეს, მაგრამ ხეები ქმნიან ტყეს, ისე ქაქუცა წარმოშვა იმ გმირულმა ეპოქამ, რომელიც ჩვენს დამარცხებას მოჰყვა, მაგრამ ამ ეპოქის შემქმნელიც არისო. და კიდევ ერთი მაშინ ნათქვამი ფრაზა: “ქართველი კაცის ყურისათვის ქაქუცას ჩოლოყაშვილობაც კმაროდა - ლეგენდას უკვე გვარი ჰქმნიდა”.

  • ჭყონდიდის ეპარქიის ისტორიისთვის

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება ასეთი მდიდარი წარსულისა და რელიგიური მნიშვნელობის კათედრა. ჭყონდიდელ ეპისკოპოსებს უძველესი დროიდან განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ქვეყნის საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში. ჭყონდიდის გამორჩეულობაზე საგანგებოდ წერდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი: “ჭყონდიდის საეპისკოპოზო კათედრა დააარსა გიორგი აფხაზთა მეფემ X საუკუნის I ნახევარში. საფიქრებელია, რომ მანვე შეუწყო ხელი ამ კათედრის აღზევებას სხვა კათედრათა შორის. ყოველ შემთხვევაში, ბაგრატ IV-ის დროს ის უწარჩინებულეს კათედრად ჩანს დასავლეთ საქართველოში”.

ბაგრატ III-ს ჭყონდიდში სანათლავი აუგია. 999 წელს ბედიაში გადმოტანილი ძიღანევის საეპისკოპოსოსთვის მეფე უზარმაზარ საკათედრო ტაძარს აშენებს. ამდენად, ადვილად შეიძლება ეს ამბავი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე დიდი საეკლესიო პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად აღვიქვათ.

ერთიანი საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის დროს ჭყონდიდის კათედრა სამთავარეპისკოპოსო და, ლიხთიმერეთში აფხაზეთის კათალიკოსის შემდეგ, პირველი სამღვდელმთავრო იყო. ჩვენი აზრით, ჭყონდიდს უნდა ჩაენაცვლებინა ფოთის გამქრალი (გაუქმებული) ბერძნული სამიტროპოლიტო და ამ უკანასკნელის პატივი სწორედ ჭყონდიდელზე გადმოვიდა.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსის მეფის ხელისუფლებასთან არსებითმა კავშირმა გადააწყვეტინა დავით აღმაშენებელს 1103-1104 წლებში ჭყონდიდლის წოდების მწიგნობართუხუცესის თანამდებობასთან გაერთიანება. ამ სახელოს მფლობელი პირი ფეოდალური სახელმწიფოს პირველ ვეზირად გარდაიქმნა, ჭყონდიდლობა კი, შეიძლება ითქვას, უწარჩინებულესთან ერთად უპირველესი საეკლესიო ტიტული გახდა.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსის განსაკუთრებულობა და უწარჩინებულესობა იგრძნობოდა ყოველთვის, მათ შორის რუსული მმართველობის დამკვიდრების დროსაც. სწორედ ამიტომ, 1814 წელს აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმების შემდეგ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი ბესარიონი “ყოვლად უსამღვდელოესად და სრულიად სამეგრელოს სამთავროს მწყემსმთავრად” იწოდება. არც მანამდე, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს ცხოვრებაში აკლდა ჭყონდიდელ ეპისკოპოსს პატივი და ღირსება. იგი კათალიკოსს დიდად არ ჩამორჩებოდა გავლენით...

  • 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნები / ბრიტანული და ირლანდიური პრესის მასალების მიხედვით

1990 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, რომელიც ხასიათდებოდა პოლიტიკური დაპირისპირებებით როგორც კომუნისტურ ხელისუფლებასთან, ისე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის. მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც, მაგრამ “საქართველოში მიმდინარე პარტიულმა ბრძოლებმა იმთავითვე შეურიგებელი დაპირისპირების სახე მიიღო, რითაც განსხვავდებოდა სხვა რესპუბლიკებში მიმდინარე პოლიტიკური კონკურენციისგან”.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და, რა თქმა უნდა, 28 ოქტომბრის არჩევნები, იმთავითვე მოექცა დასავლური პრესის ყურადღების ცენტრში, მათ შორის, პუბლიკაციები გამოქვეყნდა ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში, სადაც ფართოდ შუქდებოდა აღნიშნული მოვლენები.

პრესის პუბლიკაციების გაცნობის დროს იკვეთება საინტერესო ტენდენცია: უმეტეს მათგანში საქართველოში გამართული არჩევნების შედეგები განხილულია, როგორც მნიშვნელოვანი დარტყმა მიხაილ გორბაჩოვის გეგმაზე. ის ითვალისწინებდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას სსრ კავშირში შემავალ რესპუბლიკებთან და, ფაქტობრივად, მათი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შეჩერებას.

სრულდება ვრცელი და ამომწურავი პუბლიკაცია, რომელიც წმინდა ქეთევან დედოფლის „მშვენიერი სიკვდილის“ 400 წლისთავს მიეძღვნა. აქვე აღნიშნულია მოულოდნელი სტიქიური მოვლენის – ალავერდს თავსდატეხილი ტორნადოს შესახებ. როგორც ალავერდის წინამძღვარი, მეუფე დავით ალავერდელი ამბობს, ტაძარმა ერთგვარი მეხამრიდობა იკისრა, თავის თავზე მიიღო ტორნადო და საკუთრივ ტაძრის გარდა არც არავინ დაზიანებულა, რაც როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით სწორედაც ტაძრის ფუნქცია და მისიაა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. უდიდესი წყლის ბორბლები მამლუქთა დროიდან
  • მოკლე ამბები. დიმიტრი ლოლაძის მოგონება ნიკოლოზ ბარათაშვილზე
  • 100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან. შეფიცულთა რაზმის უკანასკნელი წევრი / ალექსანდრე სულხანიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიიდან
  • პოლიტიკა და სპორტი. ცივი ომის დიდი სპორტული ბატალიები
  • უკვდავი სახელები. გიხაროდეს, დედოფალო! / ქეთევან დედოფლის მშვენიერი სიკვდილის 400 წლისთავისათვის (დასასრული)
  • მოკლე ამბები. “მომღერალი” კოლოსები
  • ლიდერები. ბენ-გურიონის ვარსკვლავი
  • თანამებრძოლები უკრაინიდან. იური შუხევიჩი და საქართველო