სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა - რამდენმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია?
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა - რამდენმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია?

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ­თა რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, ამ დრო­ის­თვის, 233-მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ი­ა­რა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, თა­მარ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა რე­ესტრში, ამ დრო­ის­თვის, რე­გის­ტრა­ცია 233-მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ი­ა­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გავ­რცელ­და, სა­დაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში 30 000-მდე ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს.

“ამ წუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თვის 233 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს მო­მარ­თუ­ლი, რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის. კი­დევ არის დრო. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 30 000-მდე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა აქ შე­დის სა­ხელ­მწი­ფო ა(ა)იპი-ები, ფე­დე­რა­ცი­ე­ბი და ასე შემ­დეგ. და­სათ­ვლე­ლია ე.წ. მკვდა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ბრუნ­ვა არ უფიქ­სირ­დე­ბათ. კონ­სულ­ტა­ცი­ებ­თან და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის გა­ურ­კვევ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ჯა­რო რე­ესტრი ძა­ლი­ან მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ ხალ­ხს და­ეხ­მა­როს. ჩვე­ნი ვა­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დოთ, რომ აღას­რუ­ლონ კა­ნო­ნი და ამ კა­ნო­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­ვუ­წყოთ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

  • სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით დე­ვი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ უწყე­ბა უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა რე­ესტრში მხო­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბულ სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს და არ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა არა­ნა­ი­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

რო­გორც დე­ვი­ძემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი, სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო წეს­დე­ბა და ამო­ნა­წე­რი.

"არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­თხო­ვოთ იმა­ზე მეტი, რისი მი­ზა­ნიც კა­ნონს აქვს. კა­ნო­ნის მი­ზა­ნია ის, რაც არის ფი­ნან­სუ­რი დეკ­ლა­რა­ცი­ის ფორ­მა­ში. სა­ჯა­რო რე­ესტრში და­ცუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის, ვი­საც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­აჩ­ნია, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. წვდო­მა გვაქვს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის ბა­ზა­ზე - ის თუ რა ხდე­ბო­და ამა თუ იმ ოჯახ­ში, და­ცუ­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, მაგ­რამ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი ილუ­ქე­ბა. სა­ჯა­რო რე­ესტრი არის ინ­სტი­ტუ­ცია, შემ­დგა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობს - შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მეს სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბის ან სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი. ამას ჩვე­ნი პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს. ჩვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და ამას მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სა­ჯა­რო რე­ესტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე, სა­დაც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა - რამდენმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია?

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა - რამდენმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია?

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 233-მა ორგანიზაციამ გაიარა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, ამ დროისთვის, რეგისტრაცია 233-მა ორგანიზაციამ გაიარა.

აღნიშნული ინფორმაცია მან საკონსტიტუციო სასამართლოში გავრცელდა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყანაში 30 000-მდე ორგანიზაცია არსებობს.

“ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული, რეგისტრაციისთვის. კიდევ არის დრო. დღეის მდგომარეობით, 30 000-მდე ორგანიზაციაა ქვეყანაში, თუმცა აქ შედის სახელმწიფო ა(ა)იპი-ები, ფედერაციები და ასე შემდეგ. დასათვლელია ე.წ. მკვდარი ორგანიზაციები, რომლებსაც ბრუნვა არ უფიქსირდებათ. კონსულტაციებთან და დეკლარაციების გაურკვევლობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი ძალიან მოწადინებულია, რომ ხალხს დაეხმაროს. ჩვენი ვალია, მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ აღასრულონ კანონი და ამ კანონის შესრულებაში ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე ირწმუნება, რომ უწყება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მხოლოდ გადამოწმებულ საფინანსო დეკლარაციებს გამოაქვეყნებს და არ გამოქვეყნდება არანაირი პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება არ შეიძლება.

როგორც დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, გამოქვეყნებას დაექვემდებარება მხოლოდ ორგანიზაციების საფინანსო დეკლარაციები, სადამფუძნებლო წესდება და ამონაწერი.

"არ შეიძლება გამოვითხოვოთ იმაზე მეტი, რისი მიზანიც კანონს აქვს. კანონის მიზანია ის, რაც არის ფინანსური დეკლარაციის ფორმაში. საჯარო რეესტრში დაცულია თითოეული ჩვენგანის, ვისაც უძრავი ქონება გააჩნია, პერსონალური მონაცემები. წვდომა გვაქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე - ის თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ ოჯახში, დაცულია იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ ყველა მონაცემი ილუქება. საჯარო რეესტრი არის ინსტიტუცია, შემდგარი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობს - შეუძლებელია ვინმეს სუბიექტური მოსაზრების ან სურვილის შემთხვევაში რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამას ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს. ჩვენი ავტორიტეტი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ამას მოვუფრთხილდებით", - განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ.