Victoria's Secret 5-წლიანი პაუზის შემდეგ ხმაურიანად ბრუნდება. მილიონობით ადამიანის საყვარელი შოუ წელს კვლავ გაიმართება. ამ დროისთვის კი მოდელების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შესარჩევ კონკურსზე ულამაზესი ქართველი მოდელი, ლიზა კობერიძე გამოჩნდა.
2021 წელს, როდესაც ლიზა 16 წლის იყო, მილანის მოდის კვირეულზე, Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა. ლიზა სამოდელო სააგენტო "ნატალის“ მოდელია. სააგენტოს კრეატიულმა დირექტორმა, მარიამ გიორგობიანმა იმ პერიოდში სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლიზას შესახებ წერდა.
"ლიზა ამ ყველაფრის მთავარი გმირია. ლიზა ნატალიდან / ნატალის ლიზა, 12 წლის იყო როცა ნატალის დიდ ოჯახში შემოაბიჯა, დანახვის წუთიდან Top გოგოს ვეძახდი. დიდი გზა გავიარეთ, დიდი შრომა ჩადო, აქამდე რომ მოვსულიყავით. ჯერ დავიწყეთ საქართველოთი (რადგან როგორც ნატა იტყოდა: ჯერ შენ ქვეყანაში უნდა შედგე და შემდეგ სხვაგან დაიმკვიდრო თავი), შემდეგ იტალია “Smart Bambina” იყო 13 წლის ლიზას მეტსახელი, შემდეგ დიდი ტოკიო, კორეა და ეხლა მილანი, ერთ-ერთი დიდი სააგენტოს წევრი გახდა და დღეს მილანის მოდის კვირეულს ამშვენებს ჩემი "Top გოგო“.
P.S რაც ყველაზე მეტად მიხარია, პატარა ლიზა ნატას იცნობდა, მისი პირველი მზადება პოდიუმისთვის სწორედ ნატას ხელში მოხდა.
ეს იმ ჩვენი ოცნებების ხურჯინიდან არის ერთ-ერთი ცაცულიკ, რომელსაც შეგპირდი, რომ შევასრულებდით...“ - წერდა მაშინ მარიამი.