ავტორი:

რობერტა მეცოლამ შტაბის უფროსად თავისი სიძე დანიშნა - Politico

რობერტა მეცოლამ შტაბის უფროსად თავისი სიძე დანიშნა - Politico

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შტაბის უფროსად თავისი სიძე, მეთიუ ტაბონე დანიშნა. ამის შესახებ Politico წერს.

ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტაბონე მეცოლასთან ევროპარლამენტში 2013 წლიდან მუშაობს, რის შემდეგაც 2015 წელს მეცოლას და მოიყვანა ცოლად, მანამდე, სანამ მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა.

ის ამ თანამდებობაზე ლეტიცია ზულეტა დე რეალეს ანსალდოს ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, ევროპარლამენტში ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორის პოზიციას დაიკავებს.

„ბოლო წლებში ბატონი ტაბონე [მეცოლას] კაბინეტში სხვადასხვა გუნდს უძღვებოდა, მათ შორის გამჭვირვალობის რეფორმის მენეჯმენტს და დავალებად ჰქონდა გასულ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში პრეზიდენტის ევროპულ საზოგადოებასთან ჩართულობის კოორდინირება", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.