პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფიქრიას ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო... არ დაუჯერა. მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?
"ფიქრიას ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო... არ დაუჯერა. მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო" -  რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ, სამ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერ­თდღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ზ.ზ. სამი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სამი პირი: მე­უღ­ლე - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ტ., თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.კ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.ზ. ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს".

ცე­ცხლსასლრო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ზვი­ა­დის მე­უღ­ლე ფიქ­რია თუ­ლუ­ღაშ­ვი­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი და როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი. სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და ბრალ­დე­ბულს, თუმ­ცა პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლის გამო ცოლ­თან კონ­ფლიქ­ტე­ბი ად­რეც ხში­რად ჰქონ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთხელ სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს ფიქ­რია. ცო­ლის დაჭ­რის­თვის ცი­ხე­შიც იყო გა­მო­კე­ტი­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და ახა­ლი, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. აი, რა გვი­ამ­ბო ფიქ­რი­ას მე­გო­ბარ­მა:

- ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას. ცოლ- ქმარს ვიც­ნობ­დი. ფიქ­რი­ას­თან ვმე­გობ­რობ­დი და ვიცი, რომ ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ქმრის ასეთ პა­თო­ლო­გი­ურ ქცე­ვებს. 9 წლის ცოლ-ქმა­რი არი­ან, ჰყავთ ორი შვი­ლი, ორი­ვეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ამი­ტომ შვი­ლებ­ზე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი გოგო იყო. ხში­რად დაჰ­ყავ­დათ ბავ­შვე­ბი ექიმ­თან და სახ­ლშიც მა­სა­ჟის­ტი სულ და­დი­ო­და. მეც ხში­რად მივ­დი­ო­დი მას­თან სტუმ­რად, და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც ერ­თად ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ.

ზვი­ა­დი თა­ვი­დან არა­აგ­რე­სი­უ­ლი და ოჯახ­ზე გა­დამ­კვდა­რი ბიჭი იყო, მაგ­რამ და­ლე­ვა უყ­ვარ­და და და­ლე­ვის დროს სულ სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბო­და. ამას და­ე­მა­ტა ის, რომ მან და­ი­წყო მო­სა­წე­ვი ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა, ეს აი­სა­ხა მის ორ­გა­ნიზ­მზე და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­ე­წყო. რა­ღა­ცე­ე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბო­და ხოლ­მე. ფიქ­რია მიყ­ვე­ბო­და, ამ­ბობს, ოთახ­ში ვი­ღა­ცამ გა­ი­ა­რა, ფარ­დის უკან ვი­ღაც დგა­სო... ეჭ­ვი­ა­ნიც გახ­და, არა­და, ფიქ­რი­ას არა­სო­დეს მი­უ­ცია მის­თვის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბი. უწე­სი­ე­რე­სი და უკარ­გე­სი გოგო იყო. იმ­დე­ნად პა­ტი­ო­სა­ნი, რომ მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მას­ზე ეეჭ­ვი­ა­ნა. მაგ­რამ ამ მო­სა­წე­ვე­ბის გამო იმ­დე­ნად შე­ი­შა­ლა, თურ­მე სა­დარ­ბა­ზო­შიც ყა­რა­უ­ლობ­და ცოლს და თუ სად­მე წა­ვი­დო­და, უკან მიჰ­ყვე­ბო­და. ეს მერე თვი­თონ უთხრა თურ­მე ფიქ­რი­ას, რომ გე­უბ­ნე­ბო­დი ახა­შენ­ში მივ­დი­ვარ, მაგ დროს სა­დარ­ბა­ზო­ში გყა­რა­უ­ლობ­დიო. და­ლე­ვა უყ­ვარ­და, ვიდ­რე არ გა­ი­თი­შე­ბო­და, იქამ­დე არ ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მერე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი სახ­ლში აგ­რო­ვებ­და ია­რაღს - კო­ლექ­ცია ჰქონ­და, სა­ნა­დი­რო თო­ფე­ბი, ისე თო­ფე­ბი... ამის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი იყო. მე­უღ­ლემ უთხრა კი­დეც, თუ გინ­და შე­გი­რიგ­დე, ცი­ხი­დან რომ გა­მოხ­ვალ ეს ია­რა­ღი გა­ყი­დეო. ეტყო­ბა ფიქ­რი­ას ეში­ნო­და და ამი­ტომ ეუბ­ნე­ბო­და. მე პი­რა­დად, მი­ნა­ხავს ეს ია­რა­ღი. მი­ნა­ხავს ისიც, რომ დათ­ვრე­ბო­და, მერე რო­გორ ის­რო­და უმი­სა­მარ­თოდ.

ცოლ-ქმა­რი თბი­ლის­ში, ხომ­ლე­ლის ქუ­ჩის ბო­ლო­ში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სახ­ლში ცხოვ­რობ­და თა­ვის ორ შვილ­თან და ზვი­ა­დის დე­დას­თან ერ­თად. თა­ვი­დან ნა­ქი­რა­ვებ­ში იყ­ვნენ, ზვი­ა­დის დედა იტა­ლი­ა­ში იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი, ფიქ­რი­ას ძმა - ამე­რი­კა­შია, გა­მო­უგ­ზავ­ნეს ორი­ვემ ფული და ამ ფუ­ლით იყი­დეს ის ბინა. ისე­თი კარ­გი ძმა ჰყავს ფიქ­რი­ას, აქ რომ ყო­ფი­ლი­ყო, არ და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და თა­ვის დას არა­ვის. ძმა, კონ­ფლიქ­ტე­ბის შემ­დეგ, დას ეხ­ვე­წე­ბო­და, - გა­შორ­დი, თავს ნუ აკ­ვლე­ვი­ნებ, მე მოგ­ხე­დავთ ფი­ნან­სუ­რად შენ და შენს შვი­ლებ­სო. ისე­დაც ფი­ნან­სუ­რად სულ ეხ­მა­რე­ბო­და. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ფიქ­რია არ შორ­დე­ბო­და მას. არა­და, ფი­ნან­სუ­რად ძმა ინა­ხავ­და. ზვი­ა­დი ბოლო დროს ვერც მუ­შა­ობ­და და არც ჰქონ­და ისე­თი ფი­ნან­სე­ბი, რომ ოჯა­ხი შე­ე­ნა­ხა. ამი­ტომ ბოლო წლე­ბი ძი­რი­თა­დად გო­გოს ძმის კი­სერ­ზე იყ­ვნენ, რად­გან ბავ­შვებს ექი­მებ­თან სი­ა­რუ­ლი სჭირ­დე­ბო­დათ, ეს კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდ თან­ხებს უკავ­შირ­დე­ბა...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ზვი­ა­დი ფიქ­რი­ას დაჭ­რის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, ეს რა­ტომ მოხ­და?

- დიახ, ზვი­ად­მა ცოლი დაჭ­რა, მა­შინ ფიქ­რია სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი წლის წინ და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი მა­ში­ნაც სწო­რედ იმ სახ­ლში მოხ­და, სა­დაც ახლა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მა­შინ სუფ­რა­ზე აუ­შარ­და ფიქ­რი­ას - ახლა რომ მოკ­ლა ბიჭი, მა­შინ მის ძმა­ზე იეჭ­ვი­ა­ნა. ის ბიჭი ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო ცი­ხი­დან, მო­ვი­და ზვი­ა­დის სახ­ლში, სა­დაც სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი, გა­იც­ნო ფიქ­რია და თურ­მე ხელ­ზე ეამ­ბო­რა ფიქ­რი­ას, უთ­ქვამს, სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვე­ნი გაც­ნო­ბაო, არ ვიცი, რა მო­ეჩ­ვე­ნა. სტუმ­რე­ბი რომ გა­ა­ცი­ლეს, ზოგი მათ­თა­ნაც დარ­ჩა. სუფ­რას ალა­გებ­და ფიქ­რია, მას მი­ე­პა­რა და ზურ­გი­დან დანა ჩა­არ­ტყა კის­რის არე­ში რამ­დენ­ჯერ­მე.

ისე­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, დანა გა­ვაგ­დე­ბი­ნე ხე­ლი­დან, მაგ­რამ თმებ­ზე ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლი იყო და არ მიშ­ვებ­და... ვყვი­რო­დი, შვე­ლას ვი­თხოვ­დი, ჩემი ყვი­რი­ლი შინ მყო­ფებ­მა გა­ი­გეს, ისი­ნი მო­ვარ­დნენ და იმათ­მა მიხ­სნე­სო, - იხ­სე­ნებ­და ფიქ­რია. მა­ში­ნაც არ უჩივ­ლა პო­ლი­ცი­ა­ში, სას­წრა­ფო დას­ჭირ­და, სას­წრა­ფოს მოჰ­ყვა პო­ლი­ცია და ასე გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი. მა­ში­ნაც ძლივს გა­დარ­ჩა ფიქ­რია. ზვი­ა­დის მა­მაც ცუდი ხა­სი­ა­თე­ბის კაცი იყო, რო­გორც ვიცი, მა­ნაც 5 წლის წინ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, იმ­დე­ნად ამ­წა­რებ­და მა­საც, მერე "ჯე­ოჰოს­პი­ტალ­ში" კუ­ჭის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა. ფსი­ქი­კუ­რად არ იყო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ისიც. ზვი­ადს სი­ფხიზ­ლე­ში ვერ შე­ა­ტყობ­დი ცუდ ხა­სი­ათს, მაგ­რამ და­ლე­ვის შემ­დეგ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და... ფიქ­რია და­ლე­ვას უშ­ლი­და, მაგ­რამ მა­ინც სვამ­და.

- ცო­ლის დაჭ­რის­თვის რამ­დე­ნი ხანი იჯდა ცი­ხე­ში?

- ცი­ხე­ში ჩას­ვეს, მაგ­რამ ერთ თვე­ში გი­რა­ო­თი გა­რეთ გა­მო­უშ­ვეს, არ ვიცი, რა კა­ნო­ნია და რა ქვე­ყა­ნა­ში ვართ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სა­მარ­თლომ ცო­ლის დაჭ­რის­თვის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­უ­სა­ჯა და ჩას­ვეს ცი­ხე­ში. თვე­ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა, რაც ციხე და­ტო­ვა და ახლა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა, სამი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. ფიქ­რი­ამ ძმას არ და­უ­ჯე­რა, რომ წა­მო­სუ­ლი­ყო იქი­დან, დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. მეც მი­სა­უბ­რია ამა­ზე მას­თან, მე­უბ­ნე­ბო­და, ბავ­შვებს მამა ძა­ლი­ან უყ­ვართ და არ მინ­და, უმა­მოდ იყ­ვნე­ნო. ფიქ­რი­ას იმ­დე­ნად არ უყ­ვარ­და თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, თა­ვი­დან დაჭ­რის ამ­ბის და­მალ­ვა­საც ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ამ­ხე­ლა და­ნა­შა­ულს ვე­ღარ და­მა­ლავ­და და გახ­მა­ურ­და. ამ ამ­ბის მერე მო­მიყ­ვა ყვე­ლა­ფერს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ძა­ლა­დობ­და... უთ­ქვამს ჩემ­თვის კი­დეც, არ მინ­და, ცი­ხი­დან მალე გა­მო­ვი­დე­სო, ეტყო­ბა ეში­ნო­და მისი. წინა ღა­მით მო­მი­ლო­ცა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე. რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ზვი­ა­დი მე არ მი­ნა­ხავს და მივ­წე­რე ფიქ­რი­ას, ახლა რო­გორ იქ­ცე­ვა ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი-მეთ­ქი. ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვარ­თო, - მი­თხრა, ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც ნახა წინა დღეს თვი­თონ ზვი­ა­დი და მის­თვი­საც უთ­ქვამს, რა­ი­მე სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ჩა­ი­დი­ნოო, - არა ძმა, ახლა კარ­გად ვარ­თო, - უპა­სუ­ხია.

ვფიქ­რობ, წი­ნას­წარ და­გეგ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი, თო­რემ დი­ლით ადრე მთვრა­ლი ხომ არ იქ­ნე­ბო­და. ფიქ­რია თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად დე­დას­თან ყო­ფი­ლა ახ­მე­ტა­ში, იქი­დან ჩა­მო­უყ­ვა­ნია ზვი­ადს, რომ სახ­ლი და­ე­ლა­გე­ბი­ნა. ახა­შენ­ში პა­ტა­რა რე­მონ­ტი ჰქო­ნი­ათ, ბავ­შვე­ბი იქ და­ტო­ვეს და წა­მო­ვი­და ფიქ­რია. ვფიქ­რობ გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­იყ­ვა­ნა, ამ­ჯე­რა­დაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყოფ ცოლს ეს­რო­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან. მახო ეხ­მა­რე­ბო­და რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა­ში და ის აბა­ზა­ნა­ში იპო­ვეს მკვდა­რი. კი­დევ ერთ ბიჭს სამ­სა­ხურ­ში მი­ა­კი­თხა და იქ მოკ­ლა, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა და არ იფიქ­რა შვი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ისე­დაც დას­ტრე­სი­ლე­ბი იყ­ვნენ ადრე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის გამო. უმ­ცროს გო­გო­ნა­ზე ისე იმოქ­მე­და დე­დის დაჭ­რამ, რომ ბავ­შვს და­ე­მარ­თა ენის "პა­რა­ლი­ჩი" და ნორ­მა­ლუ­რად ვერ მე­ტყვე­ლებს. ბავ­შვებს ში­შე­ბი დას­ჩემ­დათ, ისე და­ის­ტრესნენ მა­შინ და ახლა რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან, ამის წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და. ცი­ხი­დან თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­მო­ვი­და, ერ­თად წა­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად სვა­ნეთ­ში, მერე რა­ჭა­ში და იქი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ფიქრიას ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო... არ დაუჯერა. მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო" - რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

"ფიქრიას ძმა ემუდარებოდა, მიატოვე მოძალადე ქმარიო... არ დაუჯერა. მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო" -  რას ჰყვება ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ შემზარავ, სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი სამართალდამცავებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს დაბადებული ფ.ტ., თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს".

ცეცხლსასლროლი იარაღიდან გასროლით მოკლულები არიან ზვიადის მეუღლე ფიქრია თულუღაშვილი და ბრალდებულის ბავშვობის მეგობრები და მეზობლები მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. სამი ადამიანის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა ბრალდებულს, თუმცა პათოლოგიური სიმთვრალის გამო ცოლთან კონფლიქტები ადრეც ხშირად ჰქონდა. როგორც ირკვევა, ერთხელ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს ფიქრია. ცოლის დაჭრისთვის ციხეშიც იყო გამოკეტილი ზვიად ზურაბაშვილი, თვენახევრის წინ გამოვიდა ციხიდან და ახალი, უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. აი, რა გვიამბო ფიქრიას მეგობარმა:

- ძალიან განვიცდი ამ საშინელ ტრაგედიას. ცოლ- ქმარს ვიცნობდი. ფიქრიასთან ვმეგობრობდი და ვიცი, რომ ძალიან განიცდიდა ქმრის ასეთ პათოლოგიურ ქცევებს. 9 წლის ცოლ-ქმარი არიან, ჰყავთ ორი შვილი, ორივეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ შვილებზე საოცრად მზრუნველი გოგო იყო. ხშირად დაჰყავდათ ბავშვები ექიმთან და სახლშიც მასაჟისტი სულ დადიოდა. მეც ხშირად მივდიოდი მასთან სტუმრად, დასასვენებლადაც ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ.

ზვიადი თავიდან არააგრესიული და ოჯახზე გადამკვდარი ბიჭი იყო, მაგრამ დალევა უყვარდა და დალევის დროს სულ სხვანაირი ხდებოდა. ამას დაემატა ის, რომ მან დაიწყო მოსაწევი ნარკოტიკის მოხმარება, ეს აისახა მის ორგანიზმზე და ჰალუცინაციები დაეწყო. რაღაცეები ეჩვენებოდა ხოლმე. ფიქრია მიყვებოდა, ამბობს, ოთახში ვიღაცამ გაიარა, ფარდის უკან ვიღაც დგასო... ეჭვიანიც გახდა, არადა, ფიქრიას არასოდეს მიუცია მისთვის ეჭვიანობის საბაბი. უწესიერესი და უკარგესი გოგო იყო. იმდენად პატიოსანი, რომ მართლა წარმოუდგენელია მასზე ეეჭვიანა. მაგრამ ამ მოსაწევების გამო იმდენად შეიშალა, თურმე სადარბაზოშიც ყარაულობდა ცოლს და თუ სადმე წავიდოდა, უკან მიჰყვებოდა. ეს მერე თვითონ უთხრა თურმე ფიქრიას, რომ გეუბნებოდი ახაშენში მივდივარ, მაგ დროს სადარბაზოში გყარაულობდიო. დალევა უყვარდა, ვიდრე არ გაითიშებოდა, იქამდე არ ჩერდებოდა ხოლმე. მერე არაადეკვატური ხდებოდა. ასეთი ადამიანი სახლში აგროვებდა იარაღს - კოლექცია ჰქონდა, სანადირო თოფები, ისე თოფები... ამის დიდი მოყვარული იყო. მეუღლემ უთხრა კიდეც, თუ გინდა შეგირიგდე, ციხიდან რომ გამოხვალ ეს იარაღი გაყიდეო. ეტყობა ფიქრიას ეშინოდა და ამიტომ ეუბნებოდა. მე პირადად, მინახავს ეს იარაღი. მინახავს ისიც, რომ დათვრებოდა, მერე როგორ ისროდა უმისამართოდ.

ცოლ-ქმარი თბილისში, ხომლელის ქუჩის ბოლოში, ახალაშენებულ სახლში ცხოვრობდა თავის ორ შვილთან და ზვიადის დედასთან ერთად. თავიდან ნაქირავებში იყვნენ, ზვიადის დედა იტალიაში იყო სამუშაოდ წასული, ფიქრიას ძმა - ამერიკაშია, გამოუგზავნეს ორივემ ფული და ამ ფულით იყიდეს ის ბინა. ისეთი კარგი ძმა ჰყავს ფიქრიას, აქ რომ ყოფილიყო, არ დააჩაგვრინებდა თავის დას არავის. ძმა, კონფლიქტების შემდეგ, დას ეხვეწებოდა, - გაშორდი, თავს ნუ აკვლევინებ, მე მოგხედავთ ფინანსურად შენ და შენს შვილებსო. ისედაც ფინანსურად სულ ეხმარებოდა. მაგრამ რატომღაც ფიქრია არ შორდებოდა მას. არადა, ფინანსურად ძმა ინახავდა. ზვიადი ბოლო დროს ვერც მუშაობდა და არც ჰქონდა ისეთი ფინანსები, რომ ოჯახი შეენახა. ამიტომ ბოლო წლები ძირითადად გოგოს ძმის კისერზე იყვნენ, რადგან ბავშვებს ექიმებთან სიარული სჭირდებოდათ, ეს კი, მოგეხსენებათ, დიდ თანხებს უკავშირდება...

- როგორც ამბობენ, ზვიადი ფიქრიას დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს, ეს რატომ მოხდა?

- დიახ, ზვიადმა ცოლი დაჭრა, მაშინ ფიქრია სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ამ დანაშაულისთვის ორი წლის წინ დააკავეს. დანაშაული მაშინაც სწორედ იმ სახლში მოხდა, სადაც ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა. მაშინ სუფრაზე აუშარდა ფიქრიას - ახლა რომ მოკლა ბიჭი, მაშინ მის ძმაზე იეჭვიანა. ის ბიჭი ახალი გამოსული იყო ციხიდან, მოვიდა ზვიადის სახლში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, გაიცნო ფიქრია და თურმე ხელზე ეამბორა ფიქრიას, უთქვამს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო, არ ვიცი, რა მოეჩვენა. სტუმრები რომ გააცილეს, ზოგი მათთანაც დარჩა. სუფრას ალაგებდა ფიქრია, მას მიეპარა და ზურგიდან დანა ჩაარტყა კისრის არეში რამდენჯერმე.

ისეთი არაადეკვატური იყო, დანა გავაგდებინე ხელიდან, მაგრამ თმებზე ჩაბღაუჭებული იყო და არ მიშვებდა... ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ჩემი ყვირილი შინ მყოფებმა გაიგეს, ისინი მოვარდნენ და იმათმა მიხსნესო, - იხსენებდა ფიქრია. მაშინაც არ უჩივლა პოლიციაში, სასწრაფო დასჭირდა, სასწრაფოს მოჰყვა პოლიცია და ასე გაიგეს ეს ამბავი. მაშინაც ძლივს გადარჩა ფიქრია. ზვიადის მამაც ცუდი ხასიათების კაცი იყო, როგორც ვიცი, მანაც 5 წლის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეუღლესთან გაშორებული იყო, იმდენად ამწარებდა მასაც, მერე "ჯეოჰოსპიტალში" კუჭის ოპერაცია გაიკეთა და ფანჯრიდან გადახტა. ფსიქიკურად არ იყო გაწონასწორებული ისიც. ზვიადს სიფხიზლეში ვერ შეატყობდი ცუდ ხასიათს, მაგრამ დალევის შემდეგ, არაადეკვატური ხდებოდა... ფიქრია დალევას უშლიდა, მაგრამ მაინც სვამდა.

- ცოლის დაჭრისთვის რამდენი ხანი იჯდა ციხეში?

- ციხეში ჩასვეს, მაგრამ ერთ თვეში გირაოთი გარეთ გამოუშვეს, არ ვიცი, რა კანონია და რა ქვეყანაში ვართ. მოგვიანებით სასამართლომ ცოლის დაჭრისთვის წელიწადნახევარი მიუსაჯა და ჩასვეს ციხეში. თვენახევარი იქნება, რაც ციხე დატოვა და ახლა ამხელა ტრაგედია დაატრიალა, სამი ადამიანი მოკლა. ფიქრიამ ძმას არ დაუჯერა, რომ წამოსულიყო იქიდან, დღეს ცოცხალი იქნებოდა. მეც მისაუბრია ამაზე მასთან, მეუბნებოდა, ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და არ მინდა, უმამოდ იყვნენო. ფიქრიას იმდენად არ უყვარდა თავის პრობლემებზე საუბარი, თავიდან დაჭრის ამბის დამალვასაც ცდილობდა, მაგრამ ამხელა დანაშაულს ვეღარ დამალავდა და გახმაურდა. ამ ამბის მერე მომიყვა ყველაფერს, წლების განმავლობაში როგორ ძალადობდა... უთქვამს ჩემთვის კიდეც, არ მინდა, ციხიდან მალე გამოვიდესო, ეტყობა ეშინოდა მისი. წინა ღამით მომილოცა ბავშვის დაბადების დღე. რაც ციხიდან გამოვიდა, ზვიადი მე არ მინახავს და მივწერე ფიქრიას, ახლა როგორ იქცევა ციხიდან გამოსული-მეთქი. ჯერჯერობით კარგად ვართო, - მითხრა, ჩემმა მეუღლემაც ნახა წინა დღეს თვითონ ზვიადი და მისთვისაც უთქვამს, რაიმე სისულელეები არ ჩაიდინოო, - არა ძმა, ახლა კარგად ვართო, - უპასუხია.

ვფიქრობ, წინასწარ დაგეგმა ეს დანაშაული, თორემ დილით ადრე მთვრალი ხომ არ იქნებოდა. ფიქრია თავის შვილებთან ერთად დედასთან ყოფილა ახმეტაში, იქიდან ჩამოუყვანია ზვიადს, რომ სახლი დაელაგებინა. ახაშენში პატარა რემონტი ჰქონიათ, ბავშვები იქ დატოვეს და წამოვიდა ფიქრია. ვფიქრობ გამიზნულად ჩაიყვანა, ამჯერადაც სამზარეულოში მყოფ ცოლს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მახო ეხმარებოდა რემონტის გაკეთებაში და ის აბაზანაში იპოვეს მკვდარი. კიდევ ერთ ბიჭს სამსახურში მიაკითხა და იქ მოკლა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობები. ამხელა ტრაგედია დაატრიალა და არ იფიქრა შვილებზე, რომელიც ისედაც დასტრესილები იყვნენ ადრე მომხდარი დანაშაულის გამო. უმცროს გოგონაზე ისე იმოქმედა დედის დაჭრამ, რომ ბავშვს დაემართა ენის "პარალიჩი" და ნორმალურად ვერ მეტყველებს. ბავშვებს შიშები დასჩემდათ, ისე დაისტრესნენ მაშინ და ახლა რა დღეში იქნებიან, ამის წარმოდგენაც არ მინდა. ციხიდან თვენახევრის წინ გამოვიდა, ერთად წავიდნენ დასასვენებლად სვანეთში, მერე რაჭაში და იქიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ.

იხილეთ ასევე: