მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე სამსჯელოდ, საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე სამსჯელოდ, საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე

დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მღვდელმთავ­რე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ისა­უბ­რებს მე­დი­ას­თან დე­ტა­ლებ­ზე, რო­მე­ლიც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ეხე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პატ­რი­არ­ქო­ში შეს­ვლამ­დე გა­ა­კე­თა, სა­დაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბის მიზ­ნით მე­უ­ფე­ე­ბის ნა­წი­ლი უკვე მი­ვი­და.

დე­კა­ნო­ზის გან­მარ­ტე­ბით, დღეს, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მღვდელმთავ­რებ­თან ჩა­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ვინ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მისი თქმით, შეხ­ვედ­რას დღეს იუ­რის­ტე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან.

“შეხ­ვედ­რა დას­რულ­დეს და რომ გა­მო­ვალ, ყვე­ლა­ფერს გე­ტყვით. [ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან] დღეს არა­ვინ იქ­ნე­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. მღვდელმთავ­რე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ დღეს და წი­ნას­წარ არ შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი. სა­უ­ბა­რი და შე­თა­ვა­ზე­ბა იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩა­ნა­წერ­ზე, ამი­ტომ ამ ჩარ­ჩო­ში იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე სამსჯელოდ, საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე სამსჯელოდ, საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს მედიასთან დეტალებზე, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.

აღნიშნული განცხადება ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საპატრიარქოში შესვლამდე გააკეთა, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე მსჯელობის მიზნით მეუფეების ნაწილი უკვე მივიდა.

დეკანოზის განმარტებით, დღეს, საპატრიარქოში მღვდელმთავრებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან არავინ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, შეხვედრას დღეს იურისტებიც დაესწრებიან.

“შეხვედრა დასრულდეს და რომ გამოვალ, ყველაფერს გეტყვით. [ხელისუფლების მხრიდან] დღეს არავინ იქნება. ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მღვდელმთავრები იმსჯელებენ დღეს და წინასწარ არ შემიძლია საუბარი. საუბარი და შეთავაზება იყო კონსტიტუციურ ჩანაწერზე, ამიტომ ამ ჩარჩოში იქნება განხილვა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.