Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუროვი 5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას საფრანგეთიდან გასვლა აეკრძალა - "ტელეგრამის" დამფუძნებელი დაკავების შემდეგ კამერებმა პირველად დააფიქსირეს (ვიდეო)
დუროვი 5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას საფრანგეთიდან გასვლა აეკრძალა -  "ტელეგრამის" დამფუძნებელი დაკავების შემდეგ კამერებმა პირველად დააფიქსირეს (ვიდეო)

სა­ა­გენ­ტომ RIA Novosti 28 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ტო­ვებს პა­ველ დუ­რო­ვი პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას. მან უარი თქვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი გა­ე­ცა და მა­მა­კაც­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, რა დრო­საც ჩანს, რომ კარგ ხა­სი­ათ­ზეა, პრო­ცე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ტო­ვა.

დუ­როვს პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი გუ­შინ წა­უ­ყე­ნა, თუმ­ცა ის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. Telegram-ის მფლო­ბელს 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს გა­დახ­და და პო­ლი­ცი­ა­ში კვი­რა­ში ორ­ჯერ გა­მო­ცხა­დე­ბა და­ე­ვა­ლა.

“ტე­ლეგ­რა­მის” შემ­ქმნე­ლი და საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე პა­ველ დუ­რო­ვი პა­რიზ­ში 24 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დუ­რო­ვის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი არ გა­აჩ­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის “კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს“.

საფ­რან­გე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ბრალ­დე­ბე­ბის სრუ­ლი სია, რომ­ლის საქ­მე­ზეც დუ­რო­ვი და­ა­კა­ვეს და და­კი­თხეს. მას­ში რვა პუნ­ქტია:

  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის ოპე­რი­რე­ბა უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად
  • უარი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ან დო­კუ­მენ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში კა­ნო­ნი­ე­რად ნე­ბა­დარ­თუ­ლი ჩა­რე­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად
  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თე­ბის ფლო­ბა, ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა, შე­თა­ვა­ზე­ბა ან მი­წო­დე­ბა
  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, შე­ნახ­ვა, შე­თა­ვა­ზე­ბა ან გა­და­ცე­მა
  • ფა­სი­ლი­ტა­ცია - აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ხელ­სა­წყო­ე­ბის, პროგ­რა­მე­ბის ან მო­ნა­ცე­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, გა­და­ცე­მა ან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია ან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის
  • თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - თაღ­ლი­თო­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბან­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა
  • და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბა მძი­მე ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად
  • ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­გან

ამას­თან, Politico-ს ცნო­ბით, საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა პა­ველ დუ­რო­ვი­სა და "ტე­ლეგ­რა­მის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, მისი ძმის, ნი­კო­ლა­ის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი მარ­ტში გა­მოს­ცეს.

დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ “ტე­ლეგ­რამ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გე­თის მიერ სა­ი­დუმ­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ზე უფრო ვრცე­ლია და იმა­ზე უფრო ადრე და­ი­წყო, ვიდ­რე აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო.

“უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ველ დუ­რო­ვი 2014 წლი­დან 2021 წლამ­დე რუ­სეთ­ში ფა­რუ­ლად 60-ზე მეტ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და.

კერ­ძოდ, 2020 წლის 18 ივ­ნისს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა თით­ქოს და­ას­რუ­ლა Telegram-ის აკ­რძალ­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად მი­ლი­არ­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი და­ტო­ვა, თა­ვის სამ­შობ­ლო­ში არ­ცერ­თხელ არ ყო­ფი­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, არც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჰქო­ნია რა­ი­მე სა­ხის შე­ხე­ბა. თუმ­ცა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს.

“დუ­რო­ვი მა­ლავ­და რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტებს 2015-2021 წლებ­ში.

მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­ცავს:

24 შეს­ვლა და გას­ვლა 2015 წელს (25 მა­ი­სი­დან 28 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით); 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს, ქ. პე­ტერ­ბურ­გი­დან ფი­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ჰელ­სინკში მა­ტა­რებ­ლით გამ­გზავ­რე­ბა,“ - მოყ­ვა­ნი­ლია სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა ფაქ­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

დუროვი 5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას საფრანგეთიდან გასვლა აეკრძალა - "ტელეგრამის" დამფუძნებელი დაკავების შემდეგ კამერებმა პირველად დააფიქსირეს (ვიდეო)

დუროვი 5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას საფრანგეთიდან გასვლა აეკრძალა -  "ტელეგრამის" დამფუძნებელი დაკავების შემდეგ კამერებმა პირველად დააფიქსირეს (ვიდეო)

სააგენტომ RIA Novosti 28 აგვისტოს საღამოს გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ტოვებს პაველ დუროვი პარიზის სასამართლოს შენობას. მან უარი თქვა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი გაეცა და მამაკაცთან საუბრის შემდეგ, რა დროსაც ჩანს, რომ კარგ ხასიათზეა, პროცესი ავტომობილით დატოვა.

დუროვს პარიზის პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა, თუმცა ის წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. Telegram-ის მფლობელს 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს გადახდა და პოლიციაში კვირაში ორჯერ გამოცხადება დაევალა.

“ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.

პროკურატურამ მას საკმაოდ სკანდალური ბრალდებები წარუდგინა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის “კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს“.

საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გამოაქვეყნეს ბრალდებების სრული სია, რომლის საქმეზეც დუროვი დააკავეს და დაკითხეს. მასში რვა პუნქტია:

  • თანამონაწილეობა - ონლაინ პლატფორმის ოპერირება უკანონო გარიგების გასაადვილებლად
  • უარი უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნაზე, ინფორმაციის ან დოკუმენტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია კომუნიკაციებში კანონიერად ნებადართული ჩარევის განსახორციელებლად
  • თანამონაწილეობა - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული სურათების ფლობა, ბავშვთა პორნოგრაფიის ორგანიზებული გავრცელება, შეთავაზება ან მიწოდება
  • თანამონაწილეობა - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა, შეთავაზება ან გადაცემა
  • ფასილიტაცია - აღჭურვილობის, ხელსაწყოების, პროგრამების ან მონაცემების შეთავაზება, გადაცემა ან ხელმისაწვდომობა, იურიდიული საფუძვლის გარეშე, რომლებიც შექმნილია ან ადაპტირებულია მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემების მუშაობისთვის
  • თანამონაწილეობა - თაღლითობა ორგანიზებული ბანდის შემადგენლობაში თანამონაწილეობა
  • დანაშაულებრივი შეთქმულება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად
  • ფულის გათეთრება ორგანიზებული დანაშაულისგან

ამასთან, Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა პაველ დუროვისა და "ტელეგრამის“ თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს.

დოკუმენტში მითითებულია, რომ “ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმაზე უფრო ვრცელია და იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ცნობილი იყო.

“უკრაინსკაია პრავდა-ს ინფორმაციით, პაველ დუროვი 2014 წლიდან 2021 წლამდე რუსეთში ფარულად 60-ზე მეტჯერ იმყოფებოდა.

კერძოდ, 2020 წლის 18 ივნისს, როდესაც რუსეთმა თითქოს დაასრულა Telegram-ის აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ თავად მილიარდერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი დატოვა, თავის სამშობლოში არცერთხელ არ ყოფილა და შესაბამისად, არც რუსეთის ხელისუფლებასთან ჰქონია რაიმე სახის შეხება. თუმცა, საგამოძიებო სტატიაში მოყვანილი ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

“დუროვი მალავდა რუსეთში ვიზიტებს 2015-2021 წლებში.

მონაცემები მოიცავს:

24 შესვლა და გასვლა 2015 წელს (25 მაისიდან 28 დეკემბრის ჩათვლით); 2017 წლის 26 დეკემბერს, ქ. პეტერბურგიდან ფინეთში, კერძოდ, ჰელსინკში მატარებლით გამგზავრება,“ - მოყვანილია სტატიაში აღნიშნული და კიდევ უამრავი სხვა ფაქტი.

იხილეთ ასევე: