მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განცხადებას ავრცელებს
რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია გან­მარ­ტავს, რა­ტომ ეთ­ქვა უარი არ­ჩევ­ნებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე დე­პუ­ტატ ფრი­დონ ინ­ჯი­ას პარ­ტი­ას “ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებს“, ასე­ვე შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას “თა­ო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და “ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა კავ­შირს“.

რო­გორც ცეს­კო-ს იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, გი­ორ­გი სან­ტუ­რი­ან­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პარ­ტი­ე­ბის ნა­წილ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად სა­ჭი­რო 25 ათა­სი ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რა არ წა­რად­გი­ნა, შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სი­ე­ბი კი არა­ზუს­ტი აღ­მოჩ­ნდა.

“სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ მი­ხედ­ვით, არ­სე­ბო­ბენ პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­საც პარ­ლა­მენ­ტში მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი ჰყავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ სჭირ­დე­ბათ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. მაგ­რამ თუ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ ჰყავს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტში, რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად მას 25 ათა­სი მხარ­დამ­ჭე­რი ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რის წარ­მოდ­გე­ნა სჭირ­დე­ბა.

ეს სა­მი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რო­მელ­საც 25 ათა­სი მხარ­დამ­ჭე­რი ამომ­რჩევ­ლის ხელ­მო­წე­რის წარ­მოდ­გე­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მათ შო­რის, “ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებ­საც“, რად­გან დღეს მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი ფრი­დონ ინ­ჯია არ იყო ამ პარ­ტი­ის წარ­დგე­ნით არ­ჩე­უ­ლი. მა­თაც და “ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­საც“ 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე ჰქონ­დათ სი­ე­ბის წარ­დგე­ნის ვადა, თუმ­ცა არ წარ­მო­ად­გი­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა “თა­ო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, აქაც სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბო­და მხარ­დამ­ჭერ­თა ხელ­მო­წე­რებს. უბ­რა­ლოდ გან­სხვა­ვე­ბით “ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან“, აქ ხელ­მო­წე­რე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ვა­და­ში, თუმ­ცა შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, ხელ­მო­წე­რე­ბის ნა­წი­ლი გა­ბა­თილ­და ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 25 ათა­სი არ დარ­ჩა. შემ­დეგ გა­სა­ჩივ­რდა სა­სა­მარ­თლო­ში, მაგ­რამ ვა­დის გას­ვლის გამო სა­კი­თხი არ გან­ხი­ლუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და სან­ტუ­რი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარი 11 პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას უთხრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განცხადებას ავრცელებს

რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე ფრიდონ ინჯიას, შოთა შალელაშვილის და აკაკი ასათიანის პარტიებს? - ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ეთქვა უარი არჩევნებში რეგისტრაციაზე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას პარტიას “ევროპელ სოციალისტებს“, ასევე შოთა შალელაშვილის პარტიას “თაობები საქართველოსთვის“ და “ტრადიციონალისტთა კავშირს“.

როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიების ნაწილმა ადმინისტრაციაში დასარეგისტრირებლად საჭირო 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა არ წარადგინა, შოთა შალელაშვილის პარტიის მიერ წარმოდგენილი სიები კი არაზუსტი აღმოჩნდა.

“საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არსებობენ პარტიები, რომლებსაც პარლამენტში მოქმედი დეპუტატი ჰყავთ, შესაბამისად, მათ არ სჭირდებათ მხარდამჭერების ხელმოწერების წარმოდგენა. მაგრამ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რეგისტრაციის გასავლელად მას 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენა სჭირდება.

ეს სამივე პოლიტიკური გაერთიანება, ისეთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენა ესაჭიროება. მათ შორის, “ევროპელ სოციალისტებსაც“, რადგან დღეს მოქმედი დეპუტატი ფრიდონ ინჯია არ იყო ამ პარტიის წარდგენით არჩეული. მათაც და “ტრადიციონალისტებსაც“ 1-ელ აგვისტომდე ჰქონდათ სიების წარდგენის ვადა, თუმცა არ წარმოადგინეს. რაც შეეხება “თაობები საქართველოსთვის“, აქაც საკითხი შეეხებოდა მხარდამჭერთა ხელმოწერებს. უბრალოდ განსხვავებით “ევროპელი სოციალისტებისგან“, აქ ხელმოწერები წარმოდგენილი იყო ვადაში, თუმცა შემოწმების შედეგად, ხელმოწერების ნაწილი გაბათილდა ისე, რომ საბოლოო ჯამში, 25 ათასი არ დარჩა. შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში, მაგრამ ვადის გასვლის გამო საკითხი არ განხილულა“, - განაცხადა სანტურიანმა.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი 11 პოლიტიკურ პარტიას უთხრა.