პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით" - რას წერს რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის შესახებ, რომელიც სამინისტროს ეზოში გარდაცვლილი იპოვეს
"დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით" - რას წერს რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის შესახებ, რომელიც სამინისტროს ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე იუს­ტი­ცი­ის ამი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს;

"დიდი ტრა­გე­დი­ის მომსწრე­ნი გავ­ხდით გუ­შინ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში. ახალ­გაზ­რდა, გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის.ღრმა მწუ­ხა­რე­ბით ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს.

სამ­წუ­ხა­როდ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი, მგრძნო­ბი­ა­რე და სი­მარ­თლეს­თან შე­უ­სა­ბა­მო ინ­ფორ­მა­ცია.

ყვე­ლას ვა­ლია, პა­ტი­ვი ვცეთ გარ­დაც­ვლი­ლის ხსოვ­ნას, მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს, რომ­ლე­ბიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, პირ­ველ რიგ­ში, უნდა დავ­რჩეთ ადა­მი­ა­ნე­ბად და გვახ­სოვ­დეს რა­ო­დენ გან­მგმი­რა­ვი ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს სხვა ადა­მი­ა­ნებს გა­უ­აზ­რებ­ლად ნათ­ქვა­მი სი­ტყვით", - წერს რატი ბრე­გა­ძე.

ცნო­ბის­თვის, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეზო­ში თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორმ­ცი­ით, უწყე­ბის შე­ნო­ბის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 30-წლამ­დე ქა­ლია. შემ­თხვე­ვა 27 აგ­ვის­ტოს მოხ­და, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით" - რას წერს რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის შესახებ, რომელიც სამინისტროს ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

"დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით" - რას წერს რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის შესახებ, რომელიც სამინისტროს ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის ამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალების ამბავს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს;

"დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.

სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია.

ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით", - წერს რატი ბრეგაძე.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ეზოში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმციით, უწყების შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30-წლამდე ქალია. შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.