სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული ძალა: "ფოკუსირებული, უშიშარი და საიმედო"- რას წერს New York Times-ი ქართველ მეკარეზე?
გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული ძალა:  "ფოკუსირებული, უშიშარი და საიმედო"-  რას წერს New York Times-ი ქართველ მეკარეზე?

New York Times სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ახლა უკვე "ლი­ვერ­პუ­ლის" მე­კა­რის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

მა­მარ­დაშ­ვილ­ზე ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟი გა­მო­ცე­მამ მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც გი­ორ­გიმ ბრი­ტა­ნულ წამ­ყვან კლუბ “ლი­ვერ­პულ­თან” გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, "ლი­ვერ­პულ­მა" მა­მარ­დაშ­ვი­ლი 30+5 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ი­ძი­ნა და ამ სე­ზონ­ში იჯა­რით ეს­პა­ნურ "ვა­ლენ­სი­ა­ში" და­ტო­ვა, "ლი­ვერ­პუ­ლის" რი­გებ­ში კი 2025 წლის ზა­ფხულ­ში, სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­ვა.

ეს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტრანსფე­რია.

New York Times-ის სტა­ტი­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს სახე მო­ღუ­შუ­ლი ჰქონ­და...

2021 წელი იდგა, მა­მარ­დაშ­ვილს “ვა­ლენ­სი­ა­ში” მხო­ლოდ ექ­ვსი მატ­ჩი ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის, ევ­რო­პის ტოპ ლი­გებ­ში თა­მა­შის თვალ­საზ­რი­სით, დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო...

მე­კა­რე, რო­მელ­საც “ლი­ვერ­პუ­ლი” გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში პირ­ველ ნომ­რად ხე­დავს, დღეს უკვე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა, თუმ­ცა 3 წლის წინ, სე­ვი­ლი­ა­ში მატ­ჩი დრა­მა­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - პირ­ველ 21 წუთ­ში სამი გო­ლის გაშ­ვე­ბა და შეც­დო­მა, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და­უს­რუ­ლებ­ლად ატ­რი­ა­ლებ­დნენ, ნად­ვი­ლად არ იყო ის და­სა­წყი­სი, რომ­ლის იმე­დიც მა­მარ­დაშ­ვილს ჰქონ­და.

იმ სა­ღა­მოს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად, თვითმფრი­ნა­ვით ხან­მოკ­ლე მგზავ­რო­ბი­სას, მა­მარ­დაშ­ვილს თავი ჰქონ­და დახ­რი­ლი და ხმას არ იღებ­და. გი­ორ­გის აე­რო­პორ­ტი­დან გა­მოს­ვლი­სას, მისი ახ­ლობ­ლე­ბი დის­ტან­ცი­ას იცავ­დნენ. სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, გან­სა­ხილ­ვე­ლიც დი­დად არა­ფე­რი იყო.

მა­შინ 20 წლის მა­მარ­დაშ­ვი­ლი “დი­ნა­მო” თბი­ლი­სი­დან ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო და პირ­ველ გუნდში სულ ცოტა, ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ათა­მა­შებ­დნენ - რაც ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი თა­მა­შის გა­და­სა­ხარ­შად საკ­მა­ოდ დიდი დროა.

თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლი უკვე მე­ო­რე დღეს სხვა ადა­მი­ა­ნი იყო.

"ეს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლაა", - ამ­ბობს მიხა გა­ბე­ჩა­ვა, მისი მე­გო­ბა­რი და ბელ­გი­უ­რი გუნ­დის, “გენ­ტის” სკა­უ­ტი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად მა­მარ­დაშ­ვი­ლი მა­შინ გა­იც­ნო, როცა ის ად­გი­ლობ­რივ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და, - "შე­უძ­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­ვი­წყოს, რომ რა­ღაც ცუდი მოხ­და. მან ზუს­ტად იცის, რო­დის და­ა­ჭი­როს გა­მორ­თვის ღი­ლაკს ხელი და ხე­ლახ­ლა ფო­კუ­სირ­დეს".

ეს პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა იყო, რო­მე­ლიც მა­მარ­დაშ­ვილ­მა მა­შინ დაძ­ლია, რო­დე­საც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო მოქ­ცე­უ­ლი. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აკ­რი­ტი­კებ­დნენ, მაგ­რამ კრი­ტი­კა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მწვა­ვე, რო­გორც - ლა ლი­გა­ში, “ვა­ლენ­სი­ა­ში”, სა­დაც ყო­ვე­ლი თა­მა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­და­ი­ცე­მა და ვერ­სად და­ი­მა­ლე­ბი.

მა­მარ­დაშ­ვი­ლი იმ კა­ტე­გო­რი­ის სპორ­ტსმე­ნი არ არის, რო­მე­ლიც უკან იხევს. მის­მა ძველ­მა მწვრთნელ­მა, გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც გი­ორ­გის 2020 წელს თბი­ლი­სის “ლო­კო­მო­ტივ­ში” არენ­დით თა­მა­შის დროს პირ­ველ გუნდში დე­ბი­უ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, The Athletic-ს კი­დევ ერთი ის­ტო­რია უამ­ბო, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს მე­კა­რის გო­ნებ­რივ სიძ­ლი­ე­რეს.

"მისი პირ­ვე­ლი თა­მა­ში ჩემ­თან სა­ში­ნე­ლი იყო", - თქვა მან, - "ბა­თუ­მის “დი­ნა­მომ” ოთხი გოლი გა­ი­ტა­ნა, პირ­ვე­ლი გო­ლი­სას შეც­დო­მა და­უშ­ვა, მაგ­რამ მისი რე­აქ­ცი­ი­დან საკ­მა­რი­სი და­ვი­ნა­ხე, რომ მისი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ მეტი გა­მე­გო. შეც­დო­მის შემ­დეგ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იქ­ცა ბურ­თის­კენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნა თა­მა­ში და იმ მო­მენ­ტი­დან ვი­ცო­დი, რომ ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­კა­რე იქ­ნე­ბო­და, ისე­თი, ვის­ზეც დაყ­რდნო­ბას შევ­ძლებ­დი".

ასე­თი თვი­სე­ბე­ბი ფეხ­ბურ­თელს მომ­დევ­ნო წლებ­ში კარ­გად გა­მო­ად­გა და მო­მა­ვალ­შიც ასე უნდა იყოს, რო­დე­საც, ბო­ლოს და ბო­ლოს, “ლი­ვერ­პულ­ში” გა­და­ვა: მა­მარ­დაშ­ვი­ლი მომ­დევ­ნო სე­ზონს “ვა­ლენ­სი­ა­ში” გა­ა­ტა­რებს, 2025 წლი­დან კი ბრი­ტა­ნულ კლუბს შე­უ­რეთ­დე­ბა.

მა­მარ­დაშ­ვი­ლის და­მა­ტე­ბის მცდე­ლო­ბი­სას “ლი­ვერ­პუ­ლის” ამ­ჟა­მინ­დელ პირ­ველ ნო­მერ­თან, ალი­სონ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. მო­მა­ვალ სე­ზონ­ში ქარ­თველს მი­ე­ცე­მა შან­სი, სა­წყი­სი პო­ზი­ცი­ის­თვის იბ­რძო­ლოს...

ძლი­ე­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მისი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა, ახლა უკვე მყა­რია. შეც­დო­მებს ზოგ­ჯერ კვლავ უშ­ვებს, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად და თა­ნაც ახლა უკუს­ვლებს უკეთ უმკლავ­დე­ბა.

იმ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც მას ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნო­ბენ, მა­მარ­დაშ­ვი­ლი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, უში­შა­რი და სა­ი­მე­დო პი­როვ­ნე­ბაა - ეს არის ის, რაც, რო­გორც ჩანს, მას და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს. სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მას თა­ო­ბის ტა­ლან­ტად იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­მელ­საც აქვს ყვე­ლა თვი­სე­ბა, რომ თა­ვის სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო გახ­დეს.

დე­ვიდ უები, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტი, ამ შე­ფა­სე­ბას ეთან­ხმე­ბა.

"ლი­ვერ­პულ­ში" გა­დას­ვლა მას კი­დევ უფრო მეტ წინსვლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს უები, - "სა­ვა­რა­უ­დოდ, ის მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო 3-4 მე­კა­რი­დან ერთ-ერთი გახ­დე­ბა".

"ენ­ფილ­დის" მბრწყი­ნა­ვი გა­ნა­თე­ბა და ტრი­ბუ­ნე­ბი პა­ტა­რა ქარ­თულ ქა­ლაქ ხო­ნი­დან შო­რე­უ­ლი მო­ჩანს - სწო­რედ აქ გა­ი­ზარ­და მა­მარ­დაშ­ვი­ლი.

მა­შინ მისი ოც­ნე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლა და ქვეყ­ნის უდი­დე­სი გუნ­დის­თვის, თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს­თვის” თა­მა­ში იყო. ის მა­მას­თან, და­ვით­თან ერ­თად, პა­ტა­რა ეზო­ში ვარ­ჯი­შობ­და. გი­ორ­გის მა­მაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­კა­რე იყო. არ არ­სე­ბობ­და დი­ა­დი გეგ­მა, ეს, უბ­რა­ლოდ, ფეხ­ბურ­თი იყო.

ცხრა წლის ასაკ­ში “დი­ნა­მო­ში” ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა და პროგ­რე­სი სწო­რედ ამ კლუბ­ში და­ი­წყო, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვედ იყო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი და თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდებს აკა­დე­მი­ა­ში წვრთნი­და, მაგ­რამ წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, უფ­როს­თა გუნდში გა­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვლავ მი­უწ­ვდო­მე­ლი რჩე­ბო­და.

მა­მარ­დაშ­ვი­ლი იჯა­რით დე­და­ქა­ლა­ქის მე­ო­რე, "დი­ნა­მოს" მე­ტო­ქე “ლო­კო­მო­ტივ­ში” გა­და­ვი­და და იქ (ჭი­აბ­რიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მწვრთნე­ლის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკა­ნა ხა­ზი­დან თა­მა­ში­სად­მი თა­ვი­სი თავ­და­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი) მისი წინსვლაც და­ი­წყო.

ჭი­აბ­რიშ­ვი­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით სა­უბ­რობს მა­მარ­დაშ­ვილ­ზე, მაგ­რამ თა­ვის შე­ფა­სე­ბა­ში გულ­წრფე­ლია.

"ორი რა­მის გა­კე­თე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცი: ერთი, და­ეშ­ვა შეც­დო­მე­ბი ყო­ველ­გვა­რი ზე­წო­ლის გა­რე­შე, მაგ­რამ ასე­ვე, არას­დროს გა­ეგ­ზავ­ნა ბურ­თი შორს, რა სცე­ნა­რიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო".

ეს იყო გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვ­და რო­გორც დროს, ისე - მოთ­მი­ნე­ბას. მა­მარ­დაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყო ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და საქ­მი­სად­მი თავ­და­დე­ბით. რო­დე­საც რა­ღაც ცუ­დად მი­დი­ო­და, იმედ­გაც­რუ­ე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ არას­დროს ანე­ბებ­და პრო­ცესს თავს და თა­ვი­სი თა­მა­შის სხვა ას­პექ­ტებ­ზე გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას...

"ის ყო­ველ­დღე პროგ­რე­სი­რებ­და და შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის არ ეში­ნო­და", - ამა­ტებს ჭი­აბ­რიშ­ვი­ლი, - "მალე, მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის ვარ­ჯი­შებ­ზე გო­ლის გა­ტა­ნა რთუ­ლი გახ­და, შემ­დეგ კი, რაც უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბო­და მე­ტო­ქე, თა­ვა­დაც მით უფრო აუმ­ჯო­ბე­სებ­და თა­მაშს. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მახ­სოვს იყო ის, თუ რო­გორ დავ­მშვიდ­დით ნელ-ნელა, რო­დე­საც გი­ორ­გი იდგა კარ­ში".

მა­მარ­დაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კერ­პის, გერ­მა­ნე­ლი მე­კა­რის, მა­ნუ­ელ ნო­ი­ე­რის კად­რებს შე­ის­წავ­ლი­და, გარ­ღვე­ვა 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და, რო­დე­საც “ლო­კო­მო­ტივ­მა” ევ­რო­პის ლი­გის­თვის ითა­მა­შა და მოს­კო­ვის “დი­ნა­მო” და­ა­მარ­ცხა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რუს მე­ტო­ქეს­თან ნე­ბის­მი­ე­რი თა­მა­ში დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, ასე რომ, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა უკვე გუნ­დზე იყო მი­პყრო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდა მე­კა­რე კი “ლო­კო­მო­ტი­ვის” 2-1 გა­მარ­ჯვე­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

რო­დე­საც “ლო­კო­მო­ტივ­მა” ერთი კვი­რის შემ­დეგ ეს­პა­ნეთ­ში, “გრა­ნა­დას” წი­ნა­აღ­მდეგ ითა­მა­შა, მატჩს “ვა­ლენ­სი­ას” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. ეს­პა­ნუ­რი კლუ­ბი უკვე იც­ნობ­და მა­მარ­დაშ­ვი­ლის ნიჭს და ის ცხრა თვის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, თავ­და­პირ­ვე­ლად, აკა­დე­მი­ა­ში იჯა­რით, ვიდ­რე ეს მუდ­მივ გა­რი­გე­ბად იქ­ცე­ო­და.

უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვაა, რომ სწო­რედ “ლი­ვერ­პუ­ლის” ყო­ფი­ლი მე­კა­რე­ე­ბის მწვრთნე­ლი, ხოსე ოჩო­ტო­რე­ნა და­ეხ­მა­რა მა­მარ­დაშ­ვილს დე­ბი­უ­ტის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მა­შინ შედ­გა, როცა 2021-22 სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში გუნ­დის სამი მე­კა­რე იყო და­შა­ვე­ბუ­ლი.

ეს­პა­ნურს აქ­ტი­უ­რად სწავ­ლობ­და, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან მორ­ცხვი იყო, რა­მაც სხვა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია.

ოჩო­ტო­რე­ნამ, რო­მე­ლიც იერ­ჟი დუ­დეკს წვრთნი­და, როცა “ლი­ვერ­პულ­მა” 2005 წელს ჩემ­პი­ონ­თა ლიგა მო­ი­გო, გი­ორ­გის უბიძ­გა, სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ემ­ყა­რე­ბი­ნა. ორ­მაგ­მა საწ­ვრთნე­ლო სე­სი­ებ­მა მის ფი­ზი­კურ ტრანსფორ­მა­ცი­ას შე­უ­წყო ხელი (ახლა მისი სი­მაღ­ლე 198 სმ-ია) და გუნდში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ჰო­ლან­დი­ე­ლი იას­პერ სი­ლე­სე­ნი დაბ­რუნ­და. ოჩო­ტო­რე­ნამ მისი თა­მა­შის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი გა­მო­ას­წო­რა და მის გა­მორ­ჩე­ულ ძლი­ერ მხა­რე­ზე - დარ­ტყმე­ბის მო­გე­რი­ე­ბა­ზე იმუ­შა­ვა.

პო­პუ­ლა­რო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ცოტა რთუ­ლი იყო. "ვა­ლენ­სი­ა­ში" ყოფ­ნის იმ ად­რე­ულ დღე­ებ­ში ათა­სო­ბით Instagram შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო და შემ­დეგ მისი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ან­გა­რი­შე­ბი გა­ტე­ხეს. კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში მად­რი­დის "რე­ალ­თან" შთამ­ბეჭ­და­ვი თა­მა­შის შემ­დეგ, მეს­ტა­ლი­ას გა­რეთ ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­სა­რი­გებ­ლად სა­ა­თო­ბით გა­ჩერ­და, რაც მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის გა­სარ­თო­ბი თემა გახ­და.

ბევ­რი რამ იყო გა­და­სა­ხარ­ში წყნა­რი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცის­თვის, რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად მისი სწრა­ფი აღ­მას­ვლი­სა, თავ­მდა­ბა­ლი დარ­ჩა. მი­წას­თან ახ­ლოს მდგო­მი ხა­სი­ა­თი და­ეხ­მა­რა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას გამ­კლა­ვე­ბო­და, მა­გა­ლი­თად ისეთს, რო­გო­რიც ის დამ­თრგუნ­ვე­ლი და­მარ­ცხე­ბა იყო “სე­ვი­ლი­ას­თან”.

ახლა, სამი წლის შემ­დეგ, მა­მარ­დაშ­ვილს ევ­რო­პის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მე­კა­რედ აქვს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი თავი და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, “ნა­პო­ლის” თავ­დამ­სხმელ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად, კერ­პია. თა­მა­ში ხვი­ჩა­მაც თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­თი” და­ი­წყო.

ხო­ნის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ში მისი შთამ­ბეჭ­და­ვი ფი­გუ­რა შეგ­ხვდე­ბათ, რო­მელ­ზეც წე­რია სი­ტყვე­ბი: "დიდი ქარ­თუ­ლი კე­დე­ლი".

სა­ბერ­ძნეთ­თან პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ით გა­მარ­ჯვე­ბა­ში სწო­რედ მისი მო­გე­რი­ე­ბე­ბი იყო, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ევრო 2024-ზე მო­უ­ტა­ნა ად­გი­ლი. ტურ­ნირ­ზე მის­მა გა­მოს­ვლამ, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩე­ხეთ­თან, 1-1 ფრედ დას­რუ­ლე­ბულ მატჩში, ბა­თუმ­ში კი­დევ გრა­ფი­ტი გა­ა­ჩი­ნა.

"ჩვე­ნი გუნ­დი თავს ძა­ლი­ან უსაფრ­თხოდ გრძნობს, როცა ის დგას კარ­ში, რად­გან იცი­ან, რომ ბურთს და­ი­ჭერს, სი­ტუ­ა­ცი­ას გა­უმკლავ­დე­ბა", - ეუბ­ნე­ბა უები The Athletic-ს, - "მისი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია და ასე­თი­ვეა მისი ყუ­რა­დღე­ბა დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. სა­ბერ­ძნეთ­თან პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის წინ ისე­თი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა, უბ­რა­ლოდ, ვი­ცო­დით, რომ ისი­ნი ხუ­თი­ვე პე­ნალტს ვერ გა­ი­ტან­დნენ".

უები ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ მა­მარ­დაშ­ვი­ლი წინსვლის­თვის მზად არის:

"მას­თან პი­რის­პირ სა­უბ­რე­ბი მქონ­და, რათა მისი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტი გა­მე­გო. ის ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დია, ასე­ვე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია თა­ვის კა­რი­ე­რა­ზე და ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რია, იცის, რის მიღ­წე­ვაც სურს... აქამ­დე ყვე­ლა­ფერს ნამ­დვი­ლად მძი­მე გზით მო­აღ­წია. ხვი­ჩა ოქ­როს ბი­ჭია, მაგ­რამ მა­მარ­დაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბაც ახლა მის­გან შორს არ არის..."

2025 წელს პრე­მი­ერ ლიგა გა­ი­გებს, მზად არის თუ არა გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად." წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული ძალა: "ფოკუსირებული, უშიშარი და საიმედო"- რას წერს New York Times-ი ქართველ მეკარეზე?

გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული ძალა:  "ფოკუსირებული, უშიშარი და საიმედო"-  რას წერს New York Times-ი ქართველ მეკარეზე?

New York Times საქართველოს ნაკრებისა და ახლა უკვე "ლივერპულის" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

მამარდაშვილზე ვრცელი რეპორტაჟი გამოცემამ მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგიმ ბრიტანულ წამყვან კლუბ “ლივერპულთან” გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ სეზონში იჯარით ესპანურ "ვალენსიაში" დატოვა, "ლივერპულის" რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში, სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.

ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

New York Times-ის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

"გიორგი მამარდაშვილს სახე მოღუშული ჰქონდა...

2021 წელი იდგა, მამარდაშვილს “ვალენსიაში” მხოლოდ ექვსი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა ეს ქართველი ფეხბურთელისთვის, ევროპის ტოპ ლიგებში თამაშის თვალსაზრისით, დიდი წარმატება იყო...

მეკარე, რომელსაც “ლივერპული” გრძელვადიან პერსპექტივაში პირველ ნომრად ხედავს, დღეს უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა 3 წლის წინ, სევილიაში მატჩი დრამატულად მიმდინარეობდა - პირველ 21 წუთში სამი გოლის გაშვება და შეცდომა, რომელსაც სოციალურ მედიაში დაუსრულებლად ატრიალებდნენ, ნადვილად არ იყო ის დასაწყისი, რომლის იმედიც მამარდაშვილს ჰქონდა.

იმ საღამოს თანაგუნდელებთან ერთად, თვითმფრინავით ხანმოკლე მგზავრობისას, მამარდაშვილს თავი ჰქონდა დახრილი და ხმას არ იღებდა. გიორგის აეროპორტიდან გამოსვლისას, მისი ახლობლები დისტანციას იცავდნენ. სიმართლე რომ ვთქვათ, განსახილველიც დიდად არაფერი იყო.

მაშინ 20 წლის მამარდაშვილი “დინამო” თბილისიდან ახალი გადასული იყო და პირველ გუნდში სულ ცოტა, ხუთი თვის განმავლობაში აღარ ათამაშებდნენ - რაც ასეთი კატასტროფული თამაშის გადასახარშად საკმაოდ დიდი დროა.

თუმცა მამარდაშვილი უკვე მეორე დღეს სხვა ადამიანი იყო.

"ეს მისი განსაკუთრებული ძალაა", - ამბობს მიხა გაბეჩავა, მისი მეგობარი და ბელგიური გუნდის, “გენტის” სკაუტი, რომელმაც პირველად მამარდაშვილი მაშინ გაიცნო, როცა ის ადგილობრივ სააგენტოში მუშაობდა, - "შეუძლია, ფაქტობრივად, დაივიწყოს, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მან ზუსტად იცის, როდის დააჭიროს გამორთვის ღილაკს ხელი და ხელახლა ფოკუსირდეს".

ეს პირველი მნიშვნელოვანი წარუმატებლობა იყო, რომელიც მამარდაშვილმა მაშინ დაძლია, როდესაც ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მართალია, საქართველოშიც აკრიტიკებდნენ, მაგრამ კრიტიკა არასდროს ყოფილა ისეთი მწვავე, როგორც - ლა ლიგაში, “ვალენსიაში”, სადაც ყოველი თამაში მთელ მსოფლიოში გადაიცემა და ვერსად დაიმალები.

მამარდაშვილი იმ კატეგორიის სპორტსმენი არ არის, რომელიც უკან იხევს. მისმა ძველმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომელმაც გიორგის 2020 წელს თბილისის “ლოკომოტივში” არენდით თამაშის დროს პირველ გუნდში დებიუტის შესაძლებლობა მისცა, The Athletic-ს კიდევ ერთი ისტორია უამბო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეკარის გონებრივ სიძლიერეს.

"მისი პირველი თამაში ჩემთან საშინელი იყო", - თქვა მან, - "ბათუმის “დინამომ” ოთხი გოლი გაიტანა, პირველი გოლისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ მისი რეაქციიდან საკმარისი დავინახე, რომ მისი ხასიათის შესახებ მეტი გამეგო. შეცდომის შემდეგ, დაუყოვნებლივ გაიქცა ბურთისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განეახლებინა თამაში და იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი მეკარე იქნებოდა, ისეთი, ვისზეც დაყრდნობას შევძლებდი".

ასეთი თვისებები ფეხბურთელს მომდევნო წლებში კარგად გამოადგა და მომავალშიც ასე უნდა იყოს, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, “ლივერპულში” გადავა: მამარდაშვილი მომდევნო სეზონს “ვალენსიაში” გაატარებს, 2025 წლიდან კი ბრიტანულ კლუბს შეურეთდება.

მამარდაშვილის დამატების მცდელობისას “ლივერპულის” ამჟამინდელ პირველ ნომერთან, ალისონთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. მომავალ სეზონში ქართველს მიეცემა შანსი, საწყისი პოზიციისთვის იბრძოლოს...

ძლიერი მენტალიტეტი, რომელიც მისი განვითარების პროცესში გამოიკვეთა, ახლა უკვე მყარია. შეცდომებს ზოგჯერ კვლავ უშვებს, მაგრამ იშვიათად და თანაც ახლა უკუსვლებს უკეთ უმკლავდება.

იმ ადამიანებთან საუბრებიდან გამომდინარე, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, მამარდაშვილი ფოკუსირებული, უშიშარი და საიმედო პიროვნებაა - ეს არის ის, რაც, როგორც ჩანს, მას დანარჩენებისგან განასხვავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მას თაობის ტალანტად იხსენიებენ, რომელსაც აქვს ყველა თვისება, რომ თავის სფეროში საუკეთესო გახდეს.

დევიდ უები, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი, ამ შეფასებას ეთანხმება.

"ლივერპულში" გადასვლა მას კიდევ უფრო მეტ წინსვლაში დაეხმარება", - აღნიშნავს უები, - "სავარაუდოდ, ის მსოფლიოში საუკეთესო 3-4 მეკარიდან ერთ-ერთი გახდება".

"ენფილდის" მბრწყინავი განათება და ტრიბუნები პატარა ქართულ ქალაქ ხონიდან შორეული მოჩანს - სწორედ აქ გაიზარდა მამარდაშვილი.

მაშინ მისი ოცნება დედაქალაქში გადასვლა და ქვეყნის უდიდესი გუნდისთვის, თბილისის “დინამოსთვის” თამაში იყო. ის მამასთან, დავითთან ერთად, პატარა ეზოში ვარჯიშობდა. გიორგის მამაც პროფესიონალი მეკარე იყო. არ არსებობდა დიადი გეგმა, ეს, უბრალოდ, ფეხბურთი იყო.

ცხრა წლის ასაკში “დინამოში” ადგილი მოიპოვა და პროგრესი სწორედ ამ კლუბში დაიწყო, რომელიც თანამედროვედ იყო კეთილმოწყობილი და თავის საუკეთესო ახალგაზრდებს აკადემიაში წვრთნიდა, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად, უფროსთა გუნდში გამოჩენის შესაძლებლობა კვლავ მიუწვდომელი რჩებოდა.

მამარდაშვილი იჯარით დედაქალაქის მეორე, "დინამოს" მეტოქე “ლოკომოტივში” გადავიდა და იქ (ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, მწვრთნელის, რომელიც საქართველოში, უკანა ხაზიდან თამაშისადმი თავისი თავდადებითაა ცნობილი) მისი წინსვლაც დაიწყო.

ჭიაბრიშვილი აღფრთოვანებით საუბრობს მამარდაშვილზე, მაგრამ თავის შეფასებაში გულწრფელია.

"ორი რამის გაკეთების თავისუფლება მივეცი: ერთი, დაეშვა შეცდომები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მაგრამ ასევე, არასდროს გაეგზავნა ბურთი შორს, რა სცენარიც არ უნდა ყოფილიყო".

ეს იყო გამოწვევა, რომელიც მოითხოვდა როგორც დროს, ისე - მოთმინებას. მამარდაშვილი ყოველთვის იყო ცნობილი თავისი შრომისმოყვარეობითა და საქმისადმი თავდადებით. როდესაც რაღაც ცუდად მიდიოდა, იმედგაცრუება ჰქონდა, მაგრამ არასდროს ანებებდა პროცესს თავს და თავისი თამაშის სხვა ასპექტებზე განაგრძობდა მუშაობას...

"ის ყოველდღე პროგრესირებდა და შეცდომების დაშვების არ ეშინოდა", - ამატებს ჭიაბრიშვილი, - "მალე, მისი თანაგუნდელებისთვის ვარჯიშებზე გოლის გატანა რთული გახდა, შემდეგ კი, რაც უფრო ძლიერი ხდებოდა მეტოქე, თავადაც მით უფრო აუმჯობესებდა თამაშს. რაც ყველაზე მეტად მახსოვს იყო ის, თუ როგორ დავმშვიდდით ნელ-ნელა, როდესაც გიორგი იდგა კარში".

მამარდაშვილისთვის, რომელიც თავისი კერპის, გერმანელი მეკარის, მანუელ ნოიერის კადრებს შეისწავლიდა, გარღვევა 2020 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც “ლოკომოტივმა” ევროპის ლიგისთვის ითამაშა და მოსკოვის “დინამო” დაამარცხა. საქართველოში, რუს მეტოქესთან ნებისმიერი თამაში დიდ ინტერესს იწვევს, ასე რომ, ყველას ყურადღება უკვე გუნდზე იყო მიპყრობილი, ახალგაზრდა მეკარე კი “ლოკომოტივის” 2-1 გამარჯვებაში გამოირჩეოდა.

როდესაც “ლოკომოტივმა” ერთი კვირის შემდეგ ესპანეთში, “გრანადას” წინააღმდეგ ითამაშა, მატჩს “ვალენსიას” წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ესპანური კლუბი უკვე იცნობდა მამარდაშვილის ნიჭს და ის ცხრა თვის შემდეგ გადაიყვანეს, თავდაპირველად, აკადემიაში იჯარით, ვიდრე ეს მუდმივ გარიგებად იქცეოდა.

უცნაური დამთხვევაა, რომ სწორედ “ლივერპულის” ყოფილი მეკარეების მწვრთნელი, ხოსე ოჩოტორენა დაეხმარა მამარდაშვილს დებიუტისთვის მომზადებაში, რომელიც მაშინ შედგა, როცა 2021-22 სეზონის დასაწყისში გუნდის სამი მეკარე იყო დაშავებული.

ესპანურს აქტიურად სწავლობდა, თანაგუნდელებთან მორცხვი იყო, რამაც სხვა პრობლემები გამოიწვია.

ოჩოტორენამ, რომელიც იერჟი დუდეკს წვრთნიდა, როცა “ლივერპულმა” 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გიორგის უბიძგა, სხვებთან ურთიერთობა დაემყარებინა. ორმაგმა საწვრთნელო სესიებმა მის ფიზიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი (ახლა მისი სიმაღლე 198 სმ-ია) და გუნდში ადგილი შეინარჩუნა მაშინაც კი, როდესაც ჰოლანდიელი იასპერ სილესენი დაბრუნდა. ოჩოტორენამ მისი თამაშის ნაკლოვანებები გამოასწორა და მის გამორჩეულ ძლიერ მხარეზე - დარტყმების მოგერიებაზე იმუშავა.

პოპულარობასთან გამკლავება თავდაპირველად ცოტა რთული იყო. "ვალენსიაში" ყოფნის იმ ადრეულ დღეებში ათასობით Instagram შეტყობინება მიიღო და შემდეგ მისი სოციალური მედიის ანგარიშები გატეხეს. კარიერის დასაწყისში მადრიდის "რეალთან" შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მესტალიას გარეთ ავტოგრაფების დასარიგებლად საათობით გაჩერდა, რაც მისი თანაგუნდელების გასართობი თემა გახდა.

ბევრი რამ იყო გადასახარში წყნარი, მოკრძალებული ახალგაზრდა კაცისთვის, რომელიც, მიუხედავად მისი სწრაფი აღმასვლისა, თავმდაბალი დარჩა. მიწასთან ახლოს მდგომი ხასიათი დაეხმარა, წარუმატებლობას გამკლავებოდა, მაგალითად ისეთს, როგორიც ის დამთრგუნველი დამარცხება იყო “სევილიასთან”.

ახლა, სამი წლის შემდეგ, მამარდაშვილს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ აქვს დამკვიდრებული თავი და თავის ქვეყანაში, “ნაპოლის” თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, კერპია. თამაში ხვიჩამაც თბილისის “დინამოთი” დაიწყო.

ხონის კედლის მხატვრობაში მისი შთამბეჭდავი ფიგურა შეგხვდებათ, რომელზეც წერია სიტყვები: "დიდი ქართული კედელი".

საბერძნეთთან პენალტების სერიით გამარჯვებაში სწორედ მისი მოგერიებები იყო, რამაც საქართველოს ევრო 2024-ზე მოუტანა ადგილი. ტურნირზე მისმა გამოსვლამ, განსაკუთრებით ჩეხეთთან, 1-1 ფრედ დასრულებულ მატჩში, ბათუმში კიდევ გრაფიტი გააჩინა.

"ჩვენი გუნდი თავს ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს, როცა ის დგას კარში, რადგან იციან, რომ ბურთს დაიჭერს, სიტუაციას გაუმკლავდება", - ეუბნება უები The Athletic-ს, - "მისი შრომისმოყვარეობა არაჩვეულებრივია და ასეთივეა მისი ყურადღება დეტალებისადმი. საბერძნეთთან პენალტების სერიის წინ ისეთი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა, უბრალოდ, ვიცოდით, რომ ისინი ხუთივე პენალტს ვერ გაიტანდნენ".

უები ასევე მიიჩნევს, რომ მამარდაშვილი წინსვლისთვის მზად არის:

"მასთან პირისპირ საუბრები მქონდა, რათა მისი პიროვნების შესახებ მეტი გამეგო. ის ძალიან გაწონასწორებული, მშვიდია, ასევე ფოკუსირებულია თავის კარიერაზე და ძალიან ამბიციურია, იცის, რის მიღწევაც სურს... აქამდე ყველაფერს ნამდვილად მძიმე გზით მოაღწია. ხვიჩა ოქროს ბიჭია, მაგრამ მამარდაშვილის წარმატებაც ახლა მისგან შორს არ არის..."

2025 წელს პრემიერ ლიგა გაიგებს, მზად არის თუ არა გიორგი მამარდაშვილი შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად." წყარო

იხილეთ ასევე: