მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო - რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს?
წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო - რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს?

პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია-აგი­ტა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია კენ­ჭისყ­რის დღემ­დე 60 დღით ადრე იწყე­ბა, რა დრო­ი­და­ნაც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პარ­ტია და სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბე­ბით და თა­ნა­ბა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­დატს, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტს უფ­ლე­ბა აქვთ, და­ამ­ზა­დონ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მო­წო­დე­ბე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი, წარ­წე­რე­ბი, ფურ­ცლე­ბი, ფო­ტო­მა­სა­ლე­ბი და სხვა. აკ­რძა­ლუ­ლია მათი გავ­რცე­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა და ჩა­მორ­თმე­ვა, აგ­რეთ­ვე სა­ა­გი­ტა­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო და სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის მიზ­ნით მათი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა.

პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­დატს, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტს და მათ მხარ­დამ­ჭე­რებს უფ­ლე­ბა აქვთ, გა­მო­ვიდ­ნენ მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პროგ­რა­მით. სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა არ უნდა შე­ი­ცავ­დეს ომი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრო­პა­გან­დას, არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის­კენ ან დამ­ხო­ბის­კენ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის­კენ, ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლი­სა და მტრო­ბის­კენ, რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მო­წო­დე­ბას.

“სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი“ იმ პირ­თა წრეს გან­სა­ზღვრავს, ვი­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში/აგი­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის გა­წე­ვის და აგი­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ პირს, გარ­და შემ­დე­გი პი­რე­ბი­სა: - სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რი­სა; მო­სა­მარ­თლი­სა; პრო­კუ­რა­ტუ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლი­სა; გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი­სა; სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა; უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა; საქ­ველ­მოქ­მე­დო და რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა; მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბი­სა.

გარ­და ამი­სა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, სსიპ-ები­სა და აიპ-ების თა­ნამ­შრომ­ლებს, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­სა და აღ­მზრდელ-პე­და­გო­გებს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან რო­დე­საც ისი­ნი უშუ­ა­ლოდ სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ ეზღუ­დე­ბათ: პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მი­ნის­ტრებს და მათ მო­ად­გი­ლე­ებს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რებს, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მთავ­რო­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს, აგ­რეთ­ვე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს, გამ­გებ­ლებ­სა და მე­რებს, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულს − გუ­ბერ­ნა­ტორს.

აკ­რძა­ლუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა შემ­დე­გი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბებ­ში: - აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი და სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი.

“სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ თა­ნახ­მად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, ხელი შე­უ­წყონ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს/სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კრე­ბე­ბის, სა­ჯა­რო დე­ბა­ტე­ბი­სა და დის­კუ­სი­ე­ბის, შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ჩა­ტა­რე­ბა­ში. მათ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ.

სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი­სათ­ვის უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო - რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს?

წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო - რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს?

პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან ერთად, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად დაიწყო.

წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, რა დროიდანაც არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია და საარჩევნო სუბიექტი თანასწორი უფლებებით და თანაბარი ვალდებულებებით სარგებლობს.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

“საარჩევნო კოდექსი“ იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება. კანონის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა შემდეგი პირებისა: - საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელისა; გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; მარეგულირებელი კომისიების წევრებისა.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოსამსახურეებს, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებს, სკოლამდელი აღზრდის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებენ.

წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს − გუბერნატორს.

აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: - აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები და სამხედრო ნაწილები.

“საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში. მათ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი.