"ლივერპული" თავისი ოფიციალური საიტით "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებას იტყობინება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის მიერ დადებული ხელშეკრულება ექვსწლიანია.
"ლივერპულმა" მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანურ გუნდში დატოვა, "ლივერპულის" რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში, სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.
ეს ქართველი ფეხბურთელების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გუშინ გიორგიმ ვალენსიაში "ლივერპულისთვის" სამედიცინო შემოწმება გაიარა და მომავალი გუნდის ფორმაში გადაღებული მისი პირველი სურათი Liverpool News | Empire of the Kop-მა გამოაქვეყნა, რომელიც სალვა გომისმა გადაუღო.
"მოგესალმებით, "ვალენსიაზე" და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ.
მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც "ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა.
"ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.
ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.
ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!" - წერს გიორგი სოციალურ ქსელში.
იხილეთ სევე: