მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქში შეჭრა სცადეს; როსტოვის ოლქში კიდევ ერთი ნავთობბაზა იწვის... - რა ხდება ომში რუსეთის ტერიტორიაზე?
უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქში შეჭრა სცადეს; როსტოვის ოლქში კიდევ ერთი ნავთობბაზა იწვის... - რა ხდება ომში რუსეთის ტერიტორიაზე?

ომის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, სულ უფრო მეტი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ოთხშა­ბათს ღა­მით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი თავს და­ესხნენ ნავ­თო­ბის კი­დევ ერთ სა­ცავს როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში - როს­რე­ზერ­ვის ატ­ლა­სის ქარ­ხა­ნას. ბა­ზას ცე­ცხლი უკი­დია ისე­ვე, რო­გორც ნავ­თო­ბის სა­ცავს როს­ტო­ვის ოლ­ქის მე­ო­რე ბო­ლო­ში - პრო­ლე­ტარ­სკში, რო­მე­ლიც მე­ა­თე დღეა იწ­ვის.

როს­ტო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ვა­სი­ლი გო­ლუ­ბე­ვის ცნო­ბით, ხან­ძარს ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე, წინ უს­წრებ­და ოლ­ქში 4 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნის ჩა­მოგ­დე­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, ხან­ძრის გა­ჩე­ნას­თან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კი­დევ ერთი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ი­გო­ნეს.

ამას­თა­ნა­ვე, ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ალექ­სან­დრ გუ­სე­ვი "ტე­ლეგ­რამ­ში" წერს ორი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, მას შემ­დეგ, რაც "ფეთ­ქე­ბადსა­შიშ ობი­ექტთან“ 2 დრო­ნი ჩა­მო­ად­გეს.

"უპი­ლო­ტო საფ­რა­ნი აპა­რა­ტის ფრაგ­მენ­ტებ­მა ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში ობი­ექ­ტის სი­ახ­ლო­ვეს ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა, აფეთ­ქე­ბა არ ყო­ფი­ლა", - წერს ის.

სა­ინ­ფორ­მა­ციო არხი ASTRA ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს ხუ­ტორ მა­ლა­ია-მეჟენ­კა­ში არ­სე­ბულ საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის სა­წყობ­ზეც.

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში რუ­სეთ­მა მა­სი­რე­ბუ­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა უკ­რა­ი­ნის 15 რე­გი­ონ­ზე. თავ­სხმას მოჰ­ყვა მსხვერ­პლი, და­ზი­ან­და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

"ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლი რუ­სებს მათი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის­თვის ძვი­რად და­უჯ­დე­ბათ", - და­წე­რა ორ­შა­ბათს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრეი ერ­მაკ­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა და­სავ­ლე­თის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი F-16 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ორ­შა­ბათს, ომის და­წყე­ბი­დან ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმის მო­სა­გე­რი­ებ­ლად.

ზე­ლენ­სკიმ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ევს აქვს რუ­სეთ­თან ომში უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის გეგ­მა და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვა კურსკის რე­გი­ონ­ში ამ გეგ­მის ერთ-ერთი პუნ­ქტია.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ალექ­სან­დრე სირსკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ კურსკის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს 594 რუსი ჯა­რის­კა­ცი.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის 1294 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია და მას­ზე მდე­ბა­რე 100 და­სახ­ლე­ბა.

ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ზღვრის გარ­ღვე­ვის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა, მისი თქმით, რჩე­ბა "რთუ­ლი, მაგ­რამ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი".

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 27 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნამ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ცა­და ახა­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა. მას დაწ­ვრი­ლე­ბით არ უსა­უბ­რია და თქვა, რომ დე­ტა­ლებს ვერ გა­ამ­ჟღავ­ნებს.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვე­ბით, ახა­ლი რა­კე­ტა პირ­ვე­ლია ქვე­ყა­ნა­ში. მან თქვა, რომ არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა თუ არა ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დის შე­სა­ხებ.

"ვფიქ­რობ­დი, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ მინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 24/7 რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ თავ­დაც­ვით სა­წარ­მო­ებ­ში,“ - თქვა მან.

ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, რა­ფა­ელ გროს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კურსკის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ბირ­თვუ­ლი ავა­რი­ის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

"გაჩ­ნდა ბირ­თვუ­ლი ავა­რი­ის საფრ­თხე ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და გრო­სიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს ელექტრო­სად­გუ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მისი თქმით, კურსკის ქარ­ხნის ატო­მურ რე­აქ­ტორს, ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ აქვს დამ­ცა­ვი გუმ­ბა­თი, რაც მის ბირ­თვს ძა­ლი­ან და­უც­ველს ხდის სა­არ­ტი­ლე­რიო ან დრო­ნით დარ­ტყმე­ბის მი­მართ.

"ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლის შემ­ცვე­ლი რე­აქ­ტო­რის ბირ­თვი და­ცუ­ლია მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხუ­ფით. ეს მას უკი­დუ­რე­სად და­უც­ველს და მყი­ფეს ხდის, მა­გა­ლი­თად, სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმის, დრო­ნის, ან რა­კე­ტის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნა გრო­სიმ.

მისი თქმით, ბირ­თვუ­ლი ავა­რი­ის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"ბირ­თვუ­ლი ავა­რია არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ეს უზ­რუნ­ველ­ვყოთ“, - გა­ნა­ცხა­და გრო­სიმ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და დას­ძი­ნა, რომ ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ვერ­ცერ­თის მხა­რეს ვერ და­ი­ჭერს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქში შეჭრა სცადეს; როსტოვის ოლქში კიდევ ერთი ნავთობბაზა იწვის... - რა ხდება ომში რუსეთის ტერიტორიაზე?

უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქში შეჭრა სცადეს; როსტოვის ოლქში კიდევ ერთი ნავთობბაზა იწვის... - რა ხდება ომში რუსეთის ტერიტორიაზე?

ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის შემდეგ, სულ უფრო მეტი აფეთქების შესახებ ხდება ცნობილი.

ოთხშაბათს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ნავთობის კიდევ ერთ საცავს როსტოვის რეგიონში - როსრეზერვის ატლასის ქარხანას. ბაზას ცეცხლი უკიდია ისევე, როგორც ნავთობის საცავს როსტოვის ოლქის მეორე ბოლოში - პროლეტარსკში, რომელიც მეათე დღეა იწვის.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ცნობით, ხანძარს ნავთობბაზაზე, წინ უსწრებდა ოლქში 4 უკრაინული დრონის ჩამოგდება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძრის გაჩენასთან ერთად, მოქალაქეებმა კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაიგონეს.

ამასთანავე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი "ტელეგრამში" წერს ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაციის შესახებ, მას შემდეგ, რაც "ფეთქებადსაშიშ ობიექტთან“ 2 დრონი ჩამოადგეს.

"უპილოტო საფრანი აპარატის ფრაგმენტებმა ფეთქებადსაშიში ობიექტის სიახლოვეს ხანძარი გააჩინა, აფეთქება არ ყოფილა", - წერს ის.

საინფორმაციო არხი ASTRA ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ხუტორ მალაია-მეჟენკაში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზეც.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის 15 რეგიონზე. თავსხმას მოჰყვა მსხვერპლი, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

"ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურების სურვილი რუსებს მათი ინფრასტრუქტურისთვის ძვირად დაუჯდებათ", - დაწერა ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ გამოიყენა დასავლეთის მიერ მოწოდებული F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები ორშაბათს, ომის დაწყებიდან ყველაზე საშინელი რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს 594 რუსი ჯარისკაცი.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ არის 1294 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ტერიტორია და მასზე მდებარე 100 დასახლება.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ, სადაც ვითარება, მისი თქმით, რჩება "რთული, მაგრამ კონტროლირებადი".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოცადა ახალი ბალისტიკური რაკეტა. მას დაწვრილებით არ უსაუბრია და თქვა, რომ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ახალი რაკეტა პირველია ქვეყანაში. მან თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული, გამოექვეყნებინა თუ არა ინფორმაცია გამოცდის შესახებ.

"ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მინდოდა, საზოგადოებას შეეფასებინა ის ადამიანები, რომლებიც 24/7 რეჟიმში მუშაობენ თავდაცვით საწარმოებში,“ - თქვა მან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს.

"გაჩნდა ბირთვული ავარიის საფრთხე ან შესაძლებლობა“, - განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.

"ბირთვული მასალის შემცველი რეაქტორის ბირთვი დაცულია მხოლოდ ჩვეულებრივი ხუფით. ეს მას უკიდურესად დაუცველს და მყიფეს ხდის, მაგალითად, საარტილერიო დარტყმის, დრონის, ან რაკეტის მიმართ“, - აღნიშნა გროსიმ.

მისი თქმით, ბირთვული ავარიის დაშვება არ შეიძლება.

"ბირთვული ავარია არ შეიძლება მოხდეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს უზრუნველვყოთ“, - განაცხადა გროსიმ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერცერთის მხარეს ვერ დაიჭერს.

იხილეთ ასევე: