პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ბედუინი ისრაელის ძალებმა გაათავისუფლეს - მედიაში გათავისუფლებული მძევლის პირველი კადრები ვრცელდება: "ეს გაბედული ოპერაცია იყო"
"ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ბედუინი ისრაელის ძალებმა გაათავისუფლეს - მედიაში გათავისუფლებული მძევლის პირველი კადრები ვრცელდება: "ეს გაბედული ოპერაცია იყო"

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ღა­ზა­ში მძევ­ლად ჩა­ვარ­დნი­ლი არა­ბი ბე­დუ­ი­ნი, რო­მე­ლიც ჰა­მა­სის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის დროს გა­ი­ტა­ცეს.

თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით 52 წლის კაიდ ფარ­ჰან ელ­კა­დი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რო­მე­ლიც ღა­ზის სექ­ტო­რის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ჩა­ა­ტა­რეს. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს ვერ გა­ა­სა­ჯა­რო­ვე­ბენ "მძევ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ის ღა­ზა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბის მიერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მერ­ვე მძე­ვა­ლია.

"ოპე­რა­ცია იყო გა­ბე­დუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და ღა­ზას სექ­ტორ­ში“, - და­წე­რა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა X-ზე,

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლის ძმამ, ჰა­ტამ­მა, ის­რა­ე­ლის გა­ზეთ Haaretz-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის "ცოტა გამ­ხდა­რი იყო".

"ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და ყვე­ლა გა­რეთ ელო­დე­ბა.ჩვენ დიდი ხანი ვე­ლო­დით ამ მო­მენტს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ყვე­ლა მძე­ვა­ლი­გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ისი­ნიც გა­ნიც­დი­ან ამ სი­ხა­რულს და მღელ­ვა­რე­ბას", - ამ­ბობს ჰა­ტა­მი.

ავტორი:

"ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ბედუინი ისრაელის ძალებმა გაათავისუფლეს - მედიაში გათავისუფლებული მძევლის პირველი კადრები ვრცელდება: "ეს გაბედული ოპერაცია იყო"

"ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ბედუინი ისრაელის ძალებმა გაათავისუფლეს - მედიაში გათავისუფლებული მძევლის პირველი კადრები ვრცელდება: "ეს გაბედული ოპერაცია იყო"

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გაათავისუფლეს ღაზაში მძევლად ჩავარდნილი არაბი ბედუინი, რომელიც ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.

თავდაცვის ძალების განცხადებით 52 წლის კაიდ ფარჰან ელკადი კომპლექსური ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ჩაატარეს. ისრაელის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, დამატებით დეტალებს ვერ გაასაჯაროვებენ "მძევლების უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით“.

გათავისუფლებული მძევლის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ძალების მიერ გათავისუფლებული მერვე მძევალია.

"ოპერაცია იყო გაბედული მოქმედებების ნაწილი, რომელიც ჩატარდა ღაზას სექტორში“, - დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა X-ზე,

გათავისუფლებულის ძმამ, ჰატამმა, ისრაელის გაზეთ Haaretz-ს განუცხადა, რომ ის "ცოტა გამხდარი იყო".

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/TQJzbhMoTHc?si=5raOrgPLab8250an" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

"ჩვენ ვუთხარით, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველა გარეთ ელოდება.ჩვენ დიდი ხანი ველოდით ამ მომენტს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მძევალიგათავისუფლდება და ისინიც განიცდიან ამ სიხარულს და მღელვარებას", - ამბობს ჰატამი.