პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით, მე­წარ­მე ქა­ლე­ბის­თვის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა 31 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი „ექ­სპო ჯორ­ჯია“ მე­წარ­მე ქა­ლე­ბის მას­შტა­ბურ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას წელს უკვე მე­ო­თხედ უმას­პინ­ძლებს.

გა­მო­ფე­ნა ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 22-23 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მე­წარ­მე ქა­ლე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ი­ღე­ბენ. გა­მო­ფე­ნის სტუმ­რებს ისი­ნი სა­კუ­თარ ნა­წარმს — საკ­ვებ­სა და ღვი­ნო­ებს, სა­ჩუქ­რებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს, თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს, ხელ­ნა­კეთ ნივ­თებ­სა და სა­თა­მა­შო­ებს, ავეჯს, დე­კორ­სა და სხვა ნივ­თებს წა­რუდ­გე­ნენ.

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს კი მათი შე­ძე­ნა ად­გილ­ზე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ. სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში ცალ­კე კუ­თხე იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი იმ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის მი­ე­რაა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა მე­წარ­მე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. იგი ხელს შე­უ­წყობს მე­წარ­მე ქა­ლე­ბის ბაზ­რებ­ზე წვდო­მას, სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს­კავ­ში­რე­ბის და­ყა­რე­ბა­სა და ახა­ლი პერ­სპექ­ტი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას. მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ბიზ­ნეს უნა­რე­ბი, გა­ი­ა­რონ მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა და ისარ­გებ­ლონ მენ­ტო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ის­წავ­ლონ სა­ინ­ვეს­ტი­ციო წი­ნა­და­დე­ბის მომ­ზა­დე­ბა და წარ­დგე­ნა, შეხ­ვდნენ სხვა მე­წარ­მე ქა­ლებს ევ­რო­პის და აზი­ის 13 ქვეყ­ნი­დან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ინ­ვეს­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ში - Expo Capital Quest - ფი­ზი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც 2025 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ტარ­დე­ბა. მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი (EBRD), თი­ბი­სი, „ექ­სპო ჯორ­ჯია“, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა და სხვ.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად შე­ავ­სეთ გა­ნა­ცხა­დი ბმულ­ზე: https://shorturl.at/jpqTC

R

ანაქსელი
0

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად

კარგი სათაურია, ანუ მეწარმე ქალბატონები უნდა გამოფინონ და გაყიდონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.

დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორების მხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში - Expo Capital Quest - ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://shorturl.at/jpqTC

R