საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა - "საკმაოდ სანერვიულოა, არის სამი დინება, ცუდ დინებაში არ უნდა მოხვდე, წყალმა რომ არ წაგიღოს"
6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა - "საკმაოდ სანერვიულოა, არის სამი დინება, ცუდ დინებაში არ უნდა მოხვდე, წყალმა რომ არ წაგიღოს"

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მი­ლა შა­რუ­ხია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ბოს­ფო­რი გა­და­ცუ­რა და სპორ­ტსმენ­მა 6.5 კმ 1 სა­ათ­სა და 22 წუთ­ში და­ფა­რა.

თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჯერ კი­დევ 2022 წელს 55 წლის ბაია მო­ქე­რია იყო ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ბოს­ფო­რის ცნო­ბილ მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და 1 სა­ათ­სა და 19 წუთ­ში და­ფა­რუ­ლი მან­ძი­ლით თა­ვის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

რუ­სუ­დან ნი­ჟა­რა­ძე ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"2022 წელს დე­და­ჩემ­მა ბაია მო­ქე­რი­ამ, თვით­ნას­წავლმა და სულ ახალ­ბე­დამ, გა­და­ცუ­რა ბოს­ფო­რის სრუ­ტე და გახ­და კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რის მო­ცუ­რა­ვე. 700 ქალ­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ბოს­ფო­რის ურ­თუ­ლე­სი, 3-დი­ნე­ბი­ა­ნი, 6,5 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი 1 სა­ათ­სა და 19 წუთ­ში და­ი­პყრო.

ქალ­ბა­ტონ თა­მი­ლას ვუ­ლო­ცავ ასეთ წარ­მა­ტე­ბას. მჯე­რა, დე­და­ჩე­მის (ბაია) და მისი შე­მარ­თე­ბა ბევ­რის­თვის მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა და დიახ, ნამ­დვი­ლად, არა­სო­დეს უნდა და­ნებ­დე და გვი­ა­ნი არა­სო­დეს არის".

აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სზე მე­ტის გა­სა­გე­ბად ინ­ტერ­ვი­უს­თვის ქალ­ბა­ტონ ბა­ი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით. 6 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია, რო­მე­ლიც ახლა დი­ა­სახ­ლი­სია, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, იყო თუ არა თა­ვა­დაც პირ­ვე­ლი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ 2 წლის წინ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მა­რა­თონ­ში 55 წლის ასაკ­ში შთამ­ბეჭ­დავ შე­დეგს მი­აღ­წია.

- პირ­ვე­ლი არც მე ვყო­ფილ­ვარ, ამას ვერ და­ვი­ჩე­მებ, უბ­რა­ლოდ, ინ­ფორ­მა­ცია არ მქო­ნია ამის შე­სა­ხებ, მე­გობ­რებ­მა და­წე­რეს 2022 წელს, რო­დე­საც მა­რა­თონ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რომ შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი.

- რო­გორ მოხ­ვდით ამ კონ­კურ­სზე?

- ბოს­ფო­რის მა­რა­თო­ნი წლე­ბია ტარ­დე­ბა. თა­ვი­დან 6 მო­ნა­წი­ლე იყო მხო­ლოდ და ნელ-ნელა მო­ე­მა­ტა მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ბო­ლოს, თურ­ქე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ წე­ლი­წად­ში ორი სა­ა­თი და­კე­ტოს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სრუ­ტე რო­გო­რიც ბოს­ფო­რია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტვირ­თებს ატა­რებს და ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. წე­ლი­წად­ში ერთი დღე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს იკე­ტე­ბა და მა­რა­თო­ნი ტარ­დე­ბა. მა­რა­თო­ნი მო­ი­ცავს ექ­ვსნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრს, სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ გა­და­ცურ­ვის დროს უკვე ხდე­ბი კონ­ტი­ნეტ­თა­შო­რის მო­ცუ­რა­ვე.

მე თა­ვად მოყ­ვა­რუ­ლი მო­ცუ­რა­ვე ვარ. წე­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი დამ­ჭირ­და, შემ­დეგ და­ვი­წყე ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი "იუ­თუბ­ზე". იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვიე ცურ­ვას, რომ შა­ბათ-კვი­რის გარ­და, დღე­ში ოთხ კი­ლო­მეტრს ვცუ­რავ და როცა არ ვცუ­რავ, ცუ­დად ვარ. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ბედი მე­ცა­და. წა­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და.

- რო­გორ ხდე­ბა მა­რა­თონ­ზე რე­გის­ტრა­ცია?

- იან­ვარ­ში რე­გის­ტრირ­დე­ბი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლია. დრო­უ­ლად უნდა მოხ­ვდე. ჩემი შვი­ლი და­მეხ­მა­რა ამა­ში. ჩემ დროს 2400 მო­ნა­წი­ლე იყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წელს კი­დევ უფრო მეტი იქ­ნე­ბო­და. 1 სა­ა­თი და 19 წუთი დამ­ჭირ­და გა­და­სა­ცუ­რად. კონ­კურ­სი და­ყო­ფი­ლია კა­ტე­გო­რი­ე­ბად, მე ჩემს ასაკ­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვე­დი, მა­შინ 55 წლის ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ ამ ასაკ­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებ. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რა­შიც შრო­მას ჩა­დებ.

- თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, იმ წელს სხვა ქარ­თვე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ?

- სი­ა­ში ვნა­ხე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, იქაც რომ ჩა­ვე­დი, სულ ვე­ძებ­დი. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მახ­ლდა, დრო­შე­ბით ვი­დე­ქით, ვხმა­უ­რობ­დით, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვნა­ხე. იქაც ვე­ძებ­დი, რომ გა­დავ­ცუ­რე, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. მე ვიცი, ერთი ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­და­ცუ­რა და ვიდ­რე წა­ვი­დო­დი, მას­თან მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია, ვე­სა­უბ­რე, რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე მის­გან და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

- კონ­კუ­რენ­ცია თუ იგ­რძნო­ბო­და ად­გილ­ზე?

- მანდ არის კა­ტე­გო­რი­ე­ბი, არი­ან სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­კორ­დზე ცუ­რა­ვენ. ჩემს დროს 16 წლის გო­გო­ნამ გა­ი­მარ­ჯვა. მე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ ჯან­მრთე­ლი და ყო­ჩა­ღი ამოვ­სუ­ლი­ყა­ვი კი­დე­ზე. მეტი არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. მთა­ვა­რი იყო გა­და­მე­ცუ­რა. საკ­მა­ოდ სა­ნერ­ვი­უ­ლო პრო­ცე­სია, არის სამი დი­ნე­ბა, არ უნდა მოხ­ვდე ცუდ დი­ნე­ბა­ში, რომ წყალ­მა არ წა­გი­ღოს. თუ წყალ­მა წა­გი­ღო და ხიდს გას­ცდი, კა­ტე­რი მო­დის და გხსნი­ან შე­ჯიბ­რე­ბი­დან. სულ ნიშ­ნე­ბით ცუ­რავ, დრო­შა უნდა და­ი­ნა­ხო და იქით წახ­ვე­დე, შემ­დეგ თოკი გხვდე­ბა.

- სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბი თუ გხვდე­ბა?

- რომ გი­თხრათ, რომ ზვი­გე­ნე­ბი და­ცუ­რა­ვენ და რამე ჩაგყლა­პავს, არა. მა­ნამ­დე აგ­ზავ­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბას. ასე­ვე აუ­ზი­დან მთხო­ვეს ცნო­ბა, რომ ნამ­დვი­ლად ვცუ­რავ. და­ნარ­ჩე­ნი, თა­ვად აწერ ხელს, რომ თა­ნახ­მა ხარ ამ ტი­პის მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. რამე რომ იყოს და გული გა­გი­ჩერ­დეს, ისი­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იხ­სნი­ან.

- ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე თუ გახ­სენ­დე­ბათ?

- 83 წლის მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მარ­თლა სას­წა­უ­ლი კონ­კურ­სია. ისე­თი მა­ღალ დო­ნე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. სტარ­ტამ­დე რომ მი­დი­ხარ, ნა­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბენ, სიგ­ნა­ლე­ბი ის­მის, დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს. მა­შინ ვამ­ბობ­დი, რად­გან აქ ვზი­ვარ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, უკვე ძა­ლი­ან კარ­გია. ძა­ლი­ან მინ­დო­და ჩემი ასა­კის ხალ­ხის­თვის ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მო­ტი­ვა­ცია. ოლიმ­პი­ურ მწვერ­ვა­ლებს ნამ­დვი­ლად არ ვე­ჭი­და­ვე­ბი.

- მე­ო­რედ თუ შე­გიძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- რო­გორ არა, რამ­დენ­ჯე­რაც გინ­დათ. იქ იყ­ვნენ თურ­ქე­ბის ჯგუ­ფე­ბი მერ­ვედ გა­მო­დი­ო­და ზოგი. ისე­თი ამ­ბა­ვი ჰქონ­დათ გემ­ზე, რომ გა­დავ­წყვი­ტე შემ­დეგ როცა წა­ვალ, მეც გუნდთან ერ­თად წა­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­დან. რომ ამ ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­დეს. და­გეგ­მი­ლი მაქვს, რომ 60 წლის რომ გავ­ხდე­ბი, კი­დევ ერთხელ გა­დავ­ცუ­რო, შემ­დეგ 65 წლის და 70 წლის ასაკ­ში.

- გარ­და ცურ­ვი­სა, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის გამო და­ი­წყეთ და შემ­დეგ უკვე ჰო­ბად იქცა, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, ჩემი ახა­ლან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა დი­ა­სახ­ლი­სო­ბაა. 6 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია ვარ და ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მე ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბია. ვი­საც ვჭირ­დე­ბი, ვეხ­მა­რე­ბი. მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, მე­გობ­რე­ბი, მათ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა, აქ­ტი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა - "საკმაოდ სანერვიულოა, არის სამი დინება, ცუდ დინებაში არ უნდა მოხვდე, წყალმა რომ არ წაგიღოს"

6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა - "საკმაოდ სანერვიულოა, არის სამი დინება, ცუდ დინებაში არ უნდა მოხვდე, წყალმა რომ არ წაგიღოს"

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამილა შარუხია პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ბოსფორი გადაცურა და სპორტსმენმა 6.5 კმ 1 საათსა და 22 წუთში დაფარა.

თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ 2022 წელს 55 წლის ბაია მოქერია იყო ქართველი ქალი, რომელმაც ბოსფორის ცნობილ მარათონში მონაწილეობა მიიღო და 1 საათსა და 19 წუთში დაფარული მანძილით თავის ასაკობრივ კატეგორიაში 27-ე ადგილზე გავიდა.

რუსუდან ნიჟარაძე ქალბატონი ბაიას ქალიშვილია, გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა:

"2022 წელს დედაჩემმა ბაია მოქერიამ, თვითნასწავლმა და სულ ახალბედამ, გადაცურა ბოსფორის სრუტე და გახდა კონტინენტთაშორის მოცურავე. 700 ქალში 27-ე ადგილზე გავიდა და ბოსფორის ურთულესი, 3-დინებიანი, 6,5 კმ-იანი მონაკვეთი 1 საათსა და 19 წუთში დაიპყრო.

ქალბატონ თამილას ვულოცავ ასეთ წარმატებას. მჯერა, დედაჩემის (ბაია) და მისი შემართება ბევრისთვის მოტივაცია იქნება და დიახ, ნამდვილად, არასოდეს უნდა დანებდე და გვიანი არასოდეს არის".

აღნიშნულ კონკურსზე მეტის გასაგებად ინტერვიუსთვის ქალბატონ ბაიას დავუკავშირდით. 6 შვილიშვილის ბებია, რომელიც ახლა დიასახლისია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, იყო თუ არა თავადაც პირველი, თუმცა ფაქტია, რომ 2 წლის წინ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარათონში 55 წლის ასაკში შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია.

- პირველი არც მე ვყოფილვარ, ამას ვერ დავიჩემებ, უბრალოდ, ინფორმაცია არ მქონია ამის შესახებ, მეგობრებმა დაწერეს 2022 წელს, როდესაც მარათონში ვმონაწილეობდი, რომ შესაძლოა პირველი ვიყავი.

- როგორ მოხვდით ამ კონკურსზე?

- ბოსფორის მარათონი წლებია ტარდება. თავიდან 6 მონაწილე იყო მხოლოდ და ნელ-ნელა მოემატა მსურველების რაოდენობა და ბოლოს, თურქეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ წელიწადში ორი საათი დაკეტოს ისეთი მნიშვნელოვანი სრუტე როგორიც ბოსფორია, მოგეხსენებათ, ტვირთებს ატარებს და ძალიან დაკავებულია. წელიწადში ერთი დღე აგვისტოს ბოლოს იკეტება და მარათონი ტარდება. მარათონი მოიცავს ექვსნახევარ კილომეტრს, საინტერესოა იმით, რომ გადაცურვის დროს უკვე ხდები კონტინეტთაშორის მოცურავე.

მე თავად მოყვარული მოცურავე ვარ. წელის პრობლემების გამო, ცურვაზე სიარული დამჭირდა, შემდეგ დავიწყე ვიდეო გაკვეთილები "იუთუბზე". იმდენად მივეჩვიე ცურვას, რომ შაბათ-კვირის გარდა, დღეში ოთხ კილომეტრს ვცურავ და როცა არ ვცურავ, ცუდად ვარ. შემდეგ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი და ბედი მეცადა. წავედი და ყველაფერი გამომივიდა.

- როგორ ხდება მარათონზე რეგისტრაცია?

- იანვარში რეგისტრირდები, საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ძალიან ბევრი მსურველია. დროულად უნდა მოხვდე. ჩემი შვილი დამეხმარა ამაში. ჩემ დროს 2400 მონაწილე იყო და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. 1 საათი და 19 წუთი დამჭირდა გადასაცურად. კონკურსი დაყოფილია კატეგორიებად, მე ჩემს ასაკში 27-ე ადგილზე გავედი, მაშინ 55 წლის ვიყავი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ასაკშიც შეუძლებელი არაფერია, თუ ადამიანი მოინდომებ. ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რაშიც შრომას ჩადებ.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, იმ წელს სხვა ქართველის მონაწილეობის შესახებ?

- სიაში ვნახე ქართველი მამაკაცი, იქაც რომ ჩავედი, სულ ვეძებდი. გულშემატკივრები მახლდა, დროშებით ვიდექით, ვხმაურობდით, მაგრამ ვერავინ ვნახე. იქაც ვეძებდი, რომ გადავცურე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მე ვიცი, ერთი ჰენრი კუპრაშვილი, რომელმაც გადაცურა და ვიდრე წავიდოდი, მასთან მქონდა სატელეფონო კონსულტაცია, ვესაუბრე, რჩევები მივიღე მისგან და ძალიან დამეხმარა.

- კონკურენცია თუ იგრძნობოდა ადგილზე?

- მანდ არის კატეგორიები, არიან სპორტსმენები, რომლებიც რეკორდზე ცურავენ. ჩემს დროს 16 წლის გოგონამ გაიმარჯვა. მე ასაკობრივ ჯგუფში ვიყავი და ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჯანმრთელი და ყოჩაღი ამოვსულიყავი კიდეზე. მეტი არაფერზე ვფიქრობდი. მთავარი იყო გადამეცურა. საკმაოდ სანერვიულო პროცესია, არის სამი დინება, არ უნდა მოხვდე ცუდ დინებაში, რომ წყალმა არ წაგიღოს. თუ წყალმა წაგიღო და ხიდს გასცდი, კატერი მოდის და გხსნიან შეჯიბრებიდან. სულ ნიშნებით ცურავ, დროშა უნდა დაინახო და იქით წახვედე, შემდეგ თოკი გხვდება.

- სიცოცხლისთვის სახიფათო მომენტები თუ გხვდება?

- რომ გითხრათ, რომ ზვიგენები დაცურავენ და რამე ჩაგყლაპავს, არა. მანამდე აგზავნი ჯანმრთელობის ცნობას. ასევე აუზიდან მთხოვეს ცნობა, რომ ნამდვილად ვცურავ. დანარჩენი, თავად აწერ ხელს, რომ თანახმა ხარ ამ ტიპის მარათონში მონაწილეობაზე. რამე რომ იყოს და გული გაგიჩერდეს, ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან.

- ყველაზე ასაკოვანი მონაწილე თუ გახსენდებათ?

- 83 წლის მამაკაცი მონაწილეობდა. მართლა სასწაული კონკურსია. ისეთი მაღალ დონეზე გაკეთებულია, ორგანიზებული. სტარტამდე რომ მიდიხარ, ნავები გაცილებენ, სიგნალები ისმის, დროშები ფრიალებს. მაშინ ვამბობდი, რადგან აქ ვზივარ, არ აქვს მნიშვნელობა, უკვე ძალიან კარგია. ძალიან მინდოდა ჩემი ასაკის ხალხისთვის ვყოფილიყავი მოტივაცია. ოლიმპიურ მწვერვალებს ნამდვილად არ ვეჭიდავები.

- მეორედ თუ შეგიძლიათ მონაწილეობა?

- როგორ არა, რამდენჯერაც გინდათ. იქ იყვნენ თურქების ჯგუფები მერვედ გამოდიოდა ზოგი. ისეთი ამბავი ჰქონდათ გემზე, რომ გადავწყვიტე შემდეგ როცა წავალ, მეც გუნდთან ერთად წავიდე საქართველოდან. რომ ამ ემოციების გაზიარების საშუალება მქონდეს. დაგეგმილი მაქვს, რომ 60 წლის რომ გავხდები, კიდევ ერთხელ გადავცურო, შემდეგ 65 წლის და 70 წლის ასაკში.

- გარდა ცურვისა, რომელიც ჯანმრთელობის გამო დაიწყეთ და შემდეგ უკვე ჰობად იქცა, რას საქმიანობთ?

- თბილისში ვცხოვრობ, ჩემი ახალანდელი საქმიანობა დიასახლისობაა. 6 შვილიშვილის ბებია ვარ და ჩემი ძირითადი საქმე ოჯახი, შვილები და შვილიშვილებია. ვისაც ვჭირდები, ვეხმარები. მიყვარს სიმღერა, მეგობრები, მათთან დროის გატარება, აქტიური და მხიარული ადამიანი ვარ.