საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე გამოვაცხადეთ პარტიზანული მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე" - რა ხდება კურსკში და როგორია "კავკასიური კავშირის" როლი ამ პროცესებში: რას გვიყვება ლადო გამსახურდია?
"უკვე გამოვაცხადეთ პარტიზანული მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე" - რა ხდება კურსკში და როგორია "კავკასიური კავშირის" როლი ამ პროცესებში: რას გვიყვება ლადო გამსახურდია?

"კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბრძო­ლა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წმენ­და გრძელ­დე­ბა. იქ ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ... ჩვე­ნი ამო­ცა­ნა სუ­ჯა­ში ჩას­ვლა და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბა იყო“, - ამ­ბობს "კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის“ სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლადო გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა:

- კურსკის ოლ­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ოლ­ქებ­ში იწყე­ბა სამ­ხედ­რო კონ­ტო­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

"კა­ვაკ­სი­უ­რი კავ­ში­რის“ სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტი, უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად სწო­რედ ამ პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი. ჩვენ უკვე გა­მო­ვა­ცხა­დეთ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, ასე­ვე რუ­სეთ­ში მყო­ფი მცი­რე ერე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, შევ­ქმე­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც რუ­სეთ­ში მყო­ფი პარ­ტი­ზა­ნე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბას. მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სი მი­ე­წო­დე­ბათ იმი­სათ­ვის, რომ ებ­რძო­ლონ რუ­სე­თის ტე­რო­რის­ტულ მთავ­რო­ბას და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ თა­ვი­ან­თი მი­წე­ბი კრემ­ლის ტე­რო­რის­გან. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეწო­დე­ბა "პარ­ტი­ზანსკი რუხ“. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იქ­მნე­ბა შტა­ბე­ბი, პა­ტარ-პა­ტა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და შემ­დეგ უკვე დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი გა­და­ვა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ რე­ჟიშ­მი. მათ უკვე აქვთ გერ­ბი და დრო­შა. მათ­თან მუ­შა­ო­ბენ კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბი: ჩუ­ვა­შე­ბი, ნო­ღა­ე­ლე­ბი და ა.შ.

- ამ კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს ახლა და­უ­კავ­შირ­დით თუ ად­რეც გქონ­დათ კონ­ტაქ­ტე­ბი?

- ამ ხალ­ხთან უკვე ორია წე­ლია ვმუ­შა­ობთ, ჩვენ­თან - "კავ­კა­სი­ურ კავ­შირ­თან“ მე­მო­რან­დუ­მი აქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ამ კო­ა­ლი­ცი­ას თა­ვი­ან­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავთ უკ­რა­ი­ნა­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის რუ­სეთ­შიც. რო­გორც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ისი­ნი მა­შინ­ვე, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად, მზად არი­ან შექ­მნან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სხვა შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და და­ი­წყონ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად.

აი, ეს პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ახლა კურსკში და ამის გამო ვი­ყა­ვით იქ "კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის“ სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტიც და "კავ­კა­სი­უ­რი ლე­გი­ო­ნიც“.

- "კავ­კა­სი­ურ­მა კავ­შირ­მაც“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კურსკის შე­ტე­ვა­ში?

- "კავ­კა­სი­ურ კავ­შირ­ში“ შე­მა­ვა­ლი 14 ქვე­და­ნა­ყო­ფი­დან, 6 ქვე­და­ნა­ყო­ფი დღე­საც იბ­რძვის კურსკში. მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი შეიხ მან­სუ­რის ბა­ტა­ლი­ო­ნი.

- "კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის“ შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით, რა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა?

- "კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რი“ არის ბრი­უ­სელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 6 პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თო­ბა - მთე­ლი კავ­კა­სი­ი­დან. ჩვენ­თან არი­ან: ქარ­თვე­ლე­ბი, ჩეჩ­ნე­ბი, და­ღეს­ტა­ნე­ლე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ჩერ­ქე­ზე­ბი და ნო­ღა­ე­ბი. ოფი­სი გვაქვს კი­ევ­ში - "კა­ვაკ­სი­უ­რი კავ­ში­რის ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრი“, სა­ი­და­ნაც წყდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბი. სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტს მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, 14 საბ­რძო­ლო ქვე­და­ნა­ყო­ფი გვყავს და აქე­დან 6 ქვე­და­ნა­ყო­ფი კურსკის მოვ­ლე­ნებ­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. და­ნარ­ჩე­ნი 8 ქვე­და­ნა­ყო­ფიც თა­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­სი­ას ას­რუ­ლებს ამ ომში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რისი თქმაც მინ­და, ის არის, რომ ჩვენს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მო­მე­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ თუ ოდეს­მე სა­ჭი­რო გახ­და, 14 უძ­ლი­ე­რე­სი, ბრძო­ლა­ში გა­მოწრთო­ბი­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დად­გე­ბა. მად­ლო­ბა უფალს, უკ­რა­ი­ნა­ში ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მა­გარ მე­გობ­რებს ვი­ძენთ.

- ამ 14 ქვე­და­ნა­ყო­ფის მას­შტა­ბე­ბი და საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რო­გო­რია?

- ზო­გი­ერთ ქვე­და­ნა­ყო­ფებს სხვებ­ზე მეტი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, ზოგს კი სხვებ­ზე მეტი შე­ი­ა­რა­ღე­ბა აქვს, მა­გა­ლი­თად, შე­ი­ხა მან­სუ­რის ბა­ტა­ლი­ონს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ვერ­ტმფრე­ნე­ბიც ჰყავს. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წლი­დან იბ­რძვი­ან. არი­ან სპე­ცი­ფი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ნე­ბით და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი. არი­ან პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მტრის ზურ­გში შე­დი­ან და დი­ვერ­სი­ებს აწყო­ბენ. გვყავს რო­გორც თავ­დაც­ვი­თი, ასე­ვე მო­ი­ე­რი­შე ჯგუ­ფე­ბი (ძი­რი­თა­დად, ქარ­თვე­ლე­ბი), სპე­ცჯ­გუ­ფე­ბი, სა­არ­ტი­ლე­რიო ჯგუ­ფე­ბი და ა.შ. ომს რაც ჭირ­დე­ბა, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი ჯგუ­ფი გვყავს. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან არის დი­მიტ­რი კა­ჩინ­სკი - თა­ვის დრო­ზე აფხა­ზე­თის ომში მებ­რძო­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის "უნა უსოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი არის პო­ლი­ტი­კო­სი, "ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პარ­ტი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობს უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვო ქვე­და­ნა­ყოფს - "ძმო­ბას“. ამ ბა­ტა­ლი­ონს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპე­რა­ცი­ე­ბი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ყი­რი­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

თქვენ ალ­ბათ, გა­გე­ბუ­ლი გაქვთ შავ ზღვა­ში ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. ეს სწო­რედ ამ ბი­ჭე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა...

- უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან თუ გაქვთ მხარ­და­ჭე­რა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფის­თან, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გენშტაბ­თან, ვერ­ხონ­ვი რა­დას პარ­ლა­მენ­ტთან, სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან. თი­თო­ე­ულ უწყე­ბას­თან იმის მი­ხედ­ვით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, თუ რა სა­ხის ამო­ცა­ნა გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ში­ნა­არ­სის.

- გუ­შინ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მა­სობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც უკ­რა­ი­ნის 15 ოლქი და­ზა­რალ­და, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და და­ხო­ცი­ლე­ბი. რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის პუ­ტი­ნის შუ­რის­ძი­ე­ბა კურსკის­თვის. რო­გორ ფიქ­რობთ, კრემ­ლის აგ­რე­სი­უ­ლი პა­სუ­ხი რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს უკ­რა­ი­ნულ შე­ტე­ვა­ზე კურსკში?

- აღარ იცი­ან რა ქნან, უკვე ხვდე­ბი­ან, რომ ომი წა­გე­ბუ­ლი აქვთ და აგო­ნი­ა­ში მყო­ფე­ბი აღა­რა­ვის ინ­დო­ბენ. არ გვიკ­ვირს, რომ რუსი ტე­რო­რის­ტე­ბი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ბომ­ბა­ვენ, ორ წელ­ზე მე­ტია ამას აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ამის გამო უკ­რა­ი­ნელ გმირ ხალ­ხს ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს. უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მე­თა­უ­რო­ბით! სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი, გა­ი­მარ­ჯვოს მტერ­ზე, უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად! თუ დღეს არ ვიბ­რძო­ლებთ, ტვირ­თი გა­და­ვა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მხრებ­ზე. რო­გორც ჯო­ხარ დუ­და­ევ­მა თქვა, მა­მე­ბის შიში შვი­ლე­ბის მო­ნო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა!

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"უკვე გამოვაცხადეთ პარტიზანული მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე" - რა ხდება კურსკში და როგორია "კავკასიური კავშირის" როლი ამ პროცესებში: რას გვიყვება ლადო გამსახურდია?

"უკვე გამოვაცხადეთ პარტიზანული მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე" - რა ხდება კურსკში და როგორია "კავკასიური კავშირის" როლი ამ პროცესებში: რას გვიყვება ლადო გამსახურდია?

"კურსკის მიმართულებით ბრძოლა და ტერიტორიების წმენდა გრძელდება. იქ ახლა უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობენ... ჩვენი ამოცანა სუჯაში ჩასვლა და რუსეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის დაწყება იყო“, - ამბობს "კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ლადო გამსახურდია, რომელიც AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

- კურსკის ოლქის გათავისუფლებულ ოლქებში იწყება სამხედრო კონტოლი და ადმინისტრაციების ჩამოყალიბება.

"კავაკსიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტი, უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად სწორედ ამ პროცესშია ჩართული. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ პარტიზანული მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელების, ასევე რუსეთში მყოფი მცირე ერების წარმომადგენლების ჩართულობით, შევქმენით სპეციალური ვებგვერდები, რომლის საშუალებითაც რუსეთში მყოფი პარტიზანები და მოხალისეები შეძლებენ ჩვენთან დაკავშირებას. მათ ყველა საჭირო რესურსი მიეწოდებათ იმისათვის, რომ ებრძოლონ რუსეთის ტერორისტულ მთავრობას და გაათავისუფლონ თავიანთი მიწები კრემლის ტერორისგან. ამ ორგანიზაციას ეწოდება "პარტიზანსკი რუხ“. ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით იქმნება შტაბები, პატარ-პატარა პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები და შემდეგ უკვე დემილიტარიზებული რეგიონები გადავა ცხოვრების ჩვეულ, ცივილიზებულ რეჟიშმი. მათ უკვე აქვთ გერბი და დროშა. მათთან მუშაობენ კოალიციის წევრები: ჩუვაშები, ნოღაელები და ა.შ.

- ამ კოალიციის წევრებს ახლა დაუკავშირდით თუ ადრეც გქონდათ კონტაქტები?

- ამ ხალხთან უკვე ორია წელია ვმუშაობთ, ჩვენთან - "კავკასიურ კავშირთან“ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. ამ კოალიციას თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ უკრაინაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც. როგორც გათავისუფლდება ტერიტორიები, ისინი მაშინვე, უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციასთან ერთად, მზად არიან შექმნან პოლიტიკური პარტიები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციები და დაიწყონ ფუნქციონირება დამოუკიდებლად.

აი, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა კურსკში და ამის გამო ვიყავით იქ "კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტიც და "კავკასიური ლეგიონიც“.

- "კავკასიურმა კავშირმაც“ მიიღო მონაწილეობა კურსკის შეტევაში?

- "კავკასიურ კავშირში“ შემავალი 14 ქვედანაყოფიდან, 6 ქვედანაყოფი დღესაც იბრძვის კურსკში. მათ შორის არის საქართველოში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი შეიხ მანსურის ბატალიონი.

- "კავკასიური კავშირის“ შესახებ რას გვეტყვით, რა ტიპის ორგანიზაციაა?

- "კავკასიური კავშირი“ არის ბრიუსელში დარეგისტრირებული 6 პოლიტიკური ორგანიზაციის ერთობა - მთელი კავკასიიდან. ჩვენთან არიან: ქართველები, ჩეჩნები, დაღესტანელები, აზერბაიჯანელები, ჩერქეზები და ნოღაები. ოფისი გვაქვს კიევში - "კავაკსიური კავშირის ინფორმაციისა და პოლიტიკის ცენტრი“, საიდანაც წყდება პოლიტიკური და სამხედრო საკითხები. სამხედრო კომიტეტს მე ვხელმძღვანელობ, როგორც უკვე გითხარით, 14 საბრძოლო ქვედანაყოფი გვყავს და აქედან 6 ქვედანაყოფი კურსკის მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობდა. დანარჩენი 8 ქვედანაყოფიც თავის ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს ამ ომში. ყველაზე მნიშვნელოვანი რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ჩვენს შორის გაფორმებული მომერანდუმის თანახმად, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ოდესმე საჭირო გახდა, 14 უძლიერესი, ბრძოლაში გამოწრთობილი ქვედანაყოფი საჭიროების შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების სადარაჯოზე დადგება. მადლობა უფალს, უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის დამარცხების პარალელურად, ქართველები ძალიან მაგარ მეგობრებს ვიძენთ.

- ამ 14 ქვედანაყოფის მასშტაბები და საბრძოლო შესაძლებლობები როგორია?

- ზოგიერთ ქვედანაყოფებს სხვებზე მეტი საბრძოლო გამოცდილება, ზოგს კი სხვებზე მეტი შეიარაღება აქვს, მაგალითად, შეიხა მანსურის ბატალიონს შეიარაღებაში ვერტმფრენებიც ჰყავს. ამასთანავე, ისინი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან. არიან სპეციფიური ჯგუფები, რომლებიც დრონებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილები. არიან პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც მტრის ზურგში შედიან და დივერსიებს აწყობენ. გვყავს როგორც თავდაცვითი, ასევე მოიერიშე ჯგუფები (ძირითადად, ქართველები), სპეცჯგუფები, საარტილერიო ჯგუფები და ა.შ. ომს რაც ჭირდება, ჩვენ ყველანაირი ჯგუფი გვყავს. სხვათა შორის, ჩვენთან არის დიმიტრი კაჩინსკი - თავის დროზე აფხაზეთის ომში მებრძოლი უკრაინული ბატალიონის "უნა უსოს“ დამფუძნებელი. გარდა იმისა, რომ ბატონი დიმიტრი არის პოლიტიკოსი, "ქრისტიანული პარტიის“ დამფუძნებელი, ასევე ხელმძღვანელობს უკრაინის სადაზვერვო ქვედანაყოფს - "ძმობას“. ამ ბატალიონს ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციები აქვს შესრულებული ყირიმის მიმართულებით.

თქვენ ალბათ, გაგებული გაქვთ შავ ზღვაში ნავთობის ჭაბურღილების ოპერაციის შესახებ. ეს სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა...

- უკრაინის ხელისუფლებისგან თუ გაქვთ მხარდაჭერა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბთან, ვერხონვი რადას პარლამენტთან, სპეციალურ სამსახურებთან. თითოეულ უწყებასთან იმის მიხედვით ვთანამშრომლობთ, თუ რა სახის ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამხედრო შინაარსის.

- გუშინ რუსეთის ფედერაციამ მასობრივი საჰაერო თავდასხმა განხორციელა, რის შედეგადაც უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა, არიან დაშავებულები და დახოცილები. რუსები ამბობენ, რომ ეს არის პუტინის შურისძიება კურსკისთვის. როგორ ფიქრობთ, კრემლის აგრესიული პასუხი რა გავლენას იქონიებს უკრაინულ შეტევაზე კურსკში?

- აღარ იციან რა ქნან, უკვე ხვდებიან, რომ ომი წაგებული აქვთ და აგონიაში მყოფები აღარავის ინდობენ. არ გვიკვირს, რომ რუსი ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, ორ წელზე მეტია ამას აკეთებენ, მაგრამ ამის გამო უკრაინელ გმირ ხალხს ბრძოლის გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს. უკრაინა გაიმარჯვებს ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით! საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გაიმარჯვოს მტერზე, უკრაინასთან ერთად! თუ დღეს არ ვიბრძოლებთ, ტვირთი გადავა ჩვენი შვილების მხრებზე. როგორც ჯოხარ დუდაევმა თქვა, მამების შიში შვილების მონობაში გადაიზრდება!

იხილეთ ასევე: