პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია მერაია ქერის ოჯახში - მომღერლის და დედა ერთ დღეს გარდაიცვალნენ: რას ამბობს ვარსკვლავი
ტრაგედია მერაია ქერის ოჯახში - მომღერლის და დედა ერთ დღეს გარდაიცვალნენ: რას ამბობს ვარსკვლავი

მე­რა­ია ქე­რიმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­სულ უქ­მე­ებ­ზე მისი და ელი­სო­ნი და დედა - პატ­რი­ცია, ერთ დღეს გარ­და­იც­ვალ­ნენ. რა გახ­და ვარ­სკვლა­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია, ამ თე­მა­ზე ქე­რის ლა­პა­რა­კი არ სურს.

"გული დამ­წყდა, რომ დედა დავ­კარ­გე. სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გი­კუ­ლი დამ­თხვე­ვის შე­დე­გად ჩემი დაც და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და 55 წლის მომ­ღე­რალ­მა.

პატ­რი­ცი­ას სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებ­ში მომ­ღე­რა­ლი მის გვერ­დით იყო. "ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს, რომ შევ­ძე­ლი დე­დას­თან გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ბოლო კვი­რა, ვიდ­რე ის გარ­და­იც­ვლე­ბო­და. ვა­ფა­სებ ყვე­ლას სიყ­ვა­რულს, მხარ­და­ჭე­რას და პა­ტი­ვის­ცე­მას ჩემი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­სად­მი ამ რთულ პე­რი­ოდ­ში”, - დას­ძი­ნა ქე­რიმ.

ელი­სონს რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან და დას­თან. მე­რა­ია მას­თან 1991 წლი­დან არ ურ­თი­ერ­თობ­და. 2020 წელს ელი­სონ­მა დე­დას უჩივ­ლა, რომ პატ­რი­ცია სექ­სუ­ა­ლურ ორ­გი­ებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და შვილ­საც აი­ძუ­ლებ­და.

"ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ იმ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა მაქვს, რომ მინ­და და­ვი­ვი­წყო. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, სა­ერ­თოდ არ მქონ­დეს. დედა ღა­მით მაღ­ვი­ძებ­და და მივ­ყავ­დი ძველ ციხე-დარ­ბაზ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლოს იყო იმ ეკ­ლე­სი­ი­დან, სა­დაც ჩვენ წირ­ვას ვეს­წრე­ბო­დით. ეს ად­გი­ლი ჯერ კი­დევ იქ არის, შე­მიძ­ლია გაჩ­ვე­ნოთ“, - თქვა ელი­სონ­მა 2018 წელს.

ბავ­შვო­ბა­ში გო­გო­ნა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ დას იცავ­და. "სა­ში­ნე­ლი რამ ხდე­ბო­და იქ - ის, რაც ბავ­შვმა არა­სო­დეს უნდა ნა­ხოს. სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ ჩემ­ზე, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ამას თუ არ გა­ვა­კე­თებ­დი, ისი­ნი ტკი­ვილს მი­ა­ყე­ნებ­დნენ მე­რა­ი­ას“, - იხ­სე­ნებ­და ელი­სო­ნი.

სარ­ჩელ­ში მომ­ღერ­ლის დამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მას დეპ­რე­სია და პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აწუ­ხებ­და. 15 წლის ასაკ­ში სახ­ლი­დან გა­იქ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნარ­კო­მა­ნი გახ­და, პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო და აივ ინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცირ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ სამი წლის წინ მე­რა­ი­ამ დედა მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ზავ­ნა და მისი დის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა გა­ყი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ტრაგედია მერაია ქერის ოჯახში - მომღერლის და დედა ერთ დღეს გარდაიცვალნენ: რას ამბობს ვარსკვლავი

ტრაგედია მერაია ქერის ოჯახში - მომღერლის და დედა ერთ დღეს გარდაიცვალნენ: რას ამბობს ვარსკვლავი

მერაია ქერიმ დაადასტურა, რომ გასულ უქმეებზე მისი და ელისონი და დედა - პატრიცია, ერთ დღეს გარდაიცვალნენ. რა გახდა ვარსკვლავის ოჯახის წევრების დაღუპვის მიზეზი, უცნობია, ამ თემაზე ქერის ლაპარაკი არ სურს.

"გული დამწყდა, რომ დედა დავკარგე. სამწუხაროდ, ტრაგიკული დამთხვევის შედეგად ჩემი დაც დაიღუპა“, - განაცხადა 55 წლის მომღერალმა.

პატრიციას სიცოცხლის ბოლო დღეებში მომღერალი მის გვერდით იყო. "ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ შევძელი დედასთან გამეტარებინა ბოლო კვირა, ვიდრე ის გარდაიცვლებოდა. ვაფასებ ყველას სიყვარულს, მხარდაჭერას და პატივისცემას ჩემი კონფიდენციალურობისადმი ამ რთულ პერიოდში”, - დასძინა ქერიმ.

ელისონს რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და დასთან. მერაია მასთან 1991 წლიდან არ ურთიერთობდა. 2020 წელს ელისონმა დედას უჩივლა, რომ პატრიცია სექსუალურ ორგიებში იყო ჩართული და შვილსაც აიძულებდა.

"ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იმდენი მოგონება მაქვს, რომ მინდა დავივიწყო. უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ მქონდეს. დედა ღამით მაღვიძებდა და მივყავდი ძველ ციხე-დარბაზში, რომელიც ახლოს იყო იმ ეკლესიიდან, სადაც ჩვენ წირვას ვესწრებოდით. ეს ადგილი ჯერ კიდევ იქ არის, შემიძლია გაჩვენოთ“, - თქვა ელისონმა 2018 წელს.

ბავშვობაში გოგონა დარწმუნებული იყო, რომ დას იცავდა. "საშინელი რამ ხდებოდა იქ - ის, რაც ბავშვმა არასოდეს უნდა ნახოს. სექსუალურად ძალადობდნენ ჩემზე, მეუბნებოდნენ, ამას თუ არ გავაკეთებდი, ისინი ტკივილს მიაყენებდნენ მერაიას“, - იხსენებდა ელისონი.

სარჩელში მომღერლის დამ ასევე აღნიშნა, რომ მას დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა აწუხებდა. 15 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა, მოგვიანებით ნარკომანი გახდა, პროსტიტუციაში ჩაერთო და აივ ინფექციით დაინფიცირდა.

ცნობილია, რომ სამი წლის წინ მერაიამ დედა მოხუცთა თავშესაფარში გაგზავნა და მისი დის კუთვნილი ქონება გაყიდა.