სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი “ჰიპერბგერითი“ რაკეტებით და “კამიკაძე“ დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, უკრაინაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი პასუხს მიიღებს (ვიდეო)
რუსეთი “ჰიპერბგერითი“ რაკეტებით და “კამიკაძე“ დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, უკრაინაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი პასუხს მიიღებს (ვიდეო)

უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას სხვა­დას­ხვა ტი­პის რა­კე­ტე­ბით და დრო­ნე­ბით შე­უ­ტია, 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და და­შავ­და - 47.

26 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი შე­ტე­ვა იყო. მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმის დროს, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა 127 რა­კე­ტა და 109 დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მელ­თა­გან 102 რა­კე­ტა და 99 დრო­ნი უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ გა­ა­ნად­გუ­რა.

  • მსხვერ­პლი მოჰ­ყვა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ კრი­ვი-რიჰ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ზე თავ­დას­ხმას

ქა­ლა­ქის თავ­დაც­ვის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალექ­სან­დრ ვილ­კულ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლა ორი ადა­მი­ა­ნი, ხუთი და­შავ­და, ხოლო კი­დევ ორი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

“კრი­ვი-რი­ჰის სას­ტუმ­რო­ზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხუთი და­შავ­და, მათ შო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი 43 წლის ქალი მძი­მეა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნის ბედი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ისი­ნი, შე­საძ­ლოა, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ იყ­ვნენ“, - გა­ნა­ცხა­და ლი­საკ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ზი­ან­და 6 მა­ღა­ზია, 4 მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი და 8 ავ­ტო­მო­ბი­ლი.

  • მა­სობ­რივ შე­ტე­ვას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ ალექ­სან­დრე სირსკის­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა “პა­სუხს ამ­ზა­დებს“.

“დღე და­ვი­წყე ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რით მთა­ვარ­სარ­დალ ალექ­სან­დრ სირსკის­თან: ვი­სა­უბ­რეთ ამ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ზე, ასე­ვე რუ­სე­თის მი­მართ ჩვენს პა­სუხზე, რო­მელ­საც ვამ­ზა­დებთ“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ასე­ვე ისა­უბ­რეს F-16 ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და კურსკის ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ა­ზე.

“ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს ქმე­დე­ბებს გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ზუს­ტად ისე, რო­გორც ეს უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა. ამ დღე­ებ­ში გვაქვს მეტი კონ­ტრო­ლი, გაც­ვლი­თი ფონ­დის მო­რი­გი შევ­სე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

  • 27 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას დრო­ნე­ბით და რა­კე­ტე­ბით ისევ და­არ­ტყა

რუ­სულ­მა მხა­რემ უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნებს ღა­მით ათო­ბით ე.წ. “კა­მი­კა­ძე“ დრო­ნით შე­უ­ტია, დი­ლით კი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბა­ლის­ტი­კუ­რი და “ჰი­პერბგე­რი­თი“ რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვეს.

იყო ცნო­ბე­ბი ხმელ­ნიც­კის ოლ­ქში აფეთ­ქე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ კრი­ვი-რიჰს ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით და­არ­ტყეს, და­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებს კი - ჰი­პერბგე­რი­თი “კინ­ჟა­ლის“ რა­კე­ტე­ბით.

ზა­პო­რო­ჟი­ეს სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ივან ფე­დე­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მტერ­მა ოლ­ქზე დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შვი­დი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუ­პა ერთი და და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი.

აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ და ნამ­სხვრე­ვებ­მა კერ­ძო სახ­ლე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რუსეთი “ჰიპერბგერითი“ რაკეტებით და “კამიკაძე“ დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, უკრაინაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი პასუხს მიიღებს (ვიდეო)

რუსეთი “ჰიპერბგერითი“ რაკეტებით და “კამიკაძე“ დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, უკრაინაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი პასუხს მიიღებს (ვიდეო)

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით შეუტია, 7 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა - 47.

26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე დიდი შეტევა იყო. მასობრივი თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

  • მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას

ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულსის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, აფეთქებას ემსხვერპლა ორი ადამიანი, ხუთი დაშავდა, ხოლო კიდევ ორი დაკარგულად მიიჩნევა.

“კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი 43 წლის ქალი მძიმეა მდგომარეობაშია. კიდევ ორი ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ისინი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ“, - განაცხადა ლისაკმა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზია, 4 მაღალსართულიანი კორპუსი და 8 ავტომობილი.

  • მასობრივ შეტევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან შეხვედრაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა “პასუხს ამზადებს“.

“დღე დავიწყე ხანგრძლივი საუბრით მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან: ვისაუბრეთ ამ სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრეს F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე.

“ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს გარკვეულ ტერიტორიებზე ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება. ამ დღეებში გვაქვს მეტი კონტროლი, გაცვლითი ფონდის მორიგი შევსება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • 27 აგვისტოს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით ისევ დაარტყა

რუსულმა მხარემ უკრაინის რეგიონებს ღამით ათობით ე.წ. “კამიკაძე“ დრონით შეუტია, დილით კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბალისტიკური და “ჰიპერბგერითი“ რაკეტები გაუშვეს.

იყო ცნობები ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების შესახებ, ასევე ცნობილია, რომ კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, დასავლეთ რეგიონებს კი - ჰიპერბგერითი “კინჟალის“ რაკეტებით.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედეროვის განცხადებით, მტერმა ოლქზე დრონების გამოყენებით შვიდი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა კერძო სახლები დააზიანა.

წყარო

იხილეთ ასევე: