მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც.... ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ" - თეა წულუკიანი ანა დოლიძეს პასუხობს
"ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც.... ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ" - თეა წულუკიანი ანა დოლიძეს პასუხობს

"სუს­ტი ქალი არ არ­სე­ბობს, ამის მა­გა­ლი­თი თქვენც ხართ და ვი­ღაც წით­ლი­ძეც. სა­ხე­ლი არ მახ­სოვს", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც დო­ლი­ძემ თქვა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი ეზი­ზღე­ბა.

  • ანა დო­ლი­ძის სა­პა­სუ­ხო პოსტს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ფეს­ბუქ­ში" ავ­რცე­ლებს.

"ანა დო­ლი­ძე - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას ეზი­ზღე­ბა ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი“.

1. სუს­ტი ქალი არ არ­სე­ბობს, ამის მა­გა­ლი­თი თქვენც ხართ და ვი­ღაც წით­ლი­ძეც. სა­ხე­ლი არ მახ­სოვს.

2. ჩვენ­ზე თქვენ ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ, გენც.

3. ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბი თუ გაწ­ვე­ბათ, კა­ცებ­ზე ან რამე სხვა თე­მა­ზე აღ­ვარ­ღვა­რეთ.

4. თქვენ პი­რა­დად პო­ლი­ტი­კა­ში ემ­ბრი­ო­ნად თუ იყა­ვით მხო­ლოდ ჩა­სა­ხუ­ლი, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლებს ნიშ­ნავ­და კან­დი­და­ტე­ბად და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და შე­მოჰ­ქონ­და კვო­ტე­ბი. მაგ­რამ ვი­ღაც წით­ლი­ძე­ე­ბის, უმა­დუ­რი და უნი­ჭო პო­ლი­ტი­კო­სი კორ­ძა­ი­ე­ბის, ლა­მა­ზი თი­ნი­კო­ე­ბის, ლუ­ზე­რი სა­ლო­მე­ე­ბის (ამ­ჯე­რად დე­პუ­ტატ­კა­ზე ვამ­ბობ) და ასე­თი სა­ოც­რე­ბე­ბის მო­ხილ­ვის მერე, აღარც პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლის მხარ­და­ჭე­რა მო­გინ­დე­ბა ადა­მი­ანს (ანუ კაცს) და აღარც კვო­ტის. ასეა ეს.

კე­ტა­ვენ გო­გო­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში გზას ეს უმ­სგავ­სო­ე­ბი. კუ­ბო­ზე გვირ­გვი­ნი (ვე­ნო­კი ჰქვია "იმ" კა­ნო­ნის მი­ღე­ბის მერე!) გა­მომ­რჩა: ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი... კარ­გად კი­ვი­ლი სუქ­სესს­ფულ­ნე­სო­ბას როდი ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კა­ში, თო­რემ სუ ზე­წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ვარ­დი­ვით დამჭნა­რი და კვლა­ვაც ლა­მა­ზი დი­ა­ცის უბე თაკო ჩარ­კვი­ა­ნი.

5. მოკ­ლედ, ნუ შე­ჭა­მეთ ტვი­ნი არას­წო­რი მე­სი­ჯე­ბით და არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ქცე­ვე­ბით და ცოტა ნორ­მა­ლუ­რე­ბი ვინც დარ­ჩით მა­ქეთ მხა­რეს ქა­ლე­ბი, საქ­მეს მი­ხე­დეთ, რად­გან ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და შე­მო­ტა­ნი­ლი კვო­ტე­ბი აღა­რაა და ეგებ რამ­დე­ნი­მემ მა­ინც შეჰ­ყოთ ლა­მა­ზი ცხვი­რე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო­ში.

6. ისე, როცა ივა­ნიშ­ვილ­მა ქა­ლე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, სა იყა­ვით მა­შინ, რა­ტომ არ თქვით ერთი კე­თი­ლი სი­ტყვა?!

მერე რომ და­ლაგ­დით და ჟივ­ჟი­ვებ­დით ობო­ლი ბე­ღუ­რე­ბი­ვით, კვო­ტე­ბი უქ­მდე­ბაო!!!

7. ვაი იმ კვო­ტას, ვი­ღაც წით­ლი­ძეს (შე­იძ­ლე­ბა გვა­რიც მეშ­ლე­ბა) ან კი­დევ დამჭნარ და მა­ინც მშვე­ნი­ერ თა­კოს, ვარ­დიც რომ ვერ იშო­ვა, თავი რომ სხვა რამე ეგო­ნოს, რომ შე­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტში.

8. მოკ­ლედ, სა­კუ­თარ კონ­სტი­ტუ­ენ­სის მი­ხე­დეთ, ქა­ლე­ბო. ასე იგე­ბენ არ­ჩევ­ნებს და არა სხვი­სი პარ­ტი­ის დე­ლე­გა­ტე­ბის კრი­ტი­კით", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

  • ცნო­ბის­თვის, ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლის პარ­ტი­ის ქა­ლე­ბი­სად­მი ზი­ზღი კარ­გად გა­მოჩ­ნდა ე.წ. დე­ლე­გა­ტე­ბის წარ­დგე­ნით, რო­მელ­თა შო­რის არ­ცერ­თი ქალი არაა.

"ქა­ლის როლი ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­ში არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ჩვენ ვა­მა­ყობთ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბით. ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ არის პროგ­რე­სუ­ლი ძალა და ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნას­წო­რო­ბა. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეზი­ზღე­ბა ქა­ლე­ბი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ებ­რძვის ქა­ლებს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ებ­რძვის ძლი­ერ ქა­ლებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა ქალ­თა კვო­ტი­რე­ბა, სა­დაც ევა­ლე­ბო­დათ ქა­ლე­ბი ჩა­ეს­ვათ პარ­ტი­ულ სი­ებ­ში. მათი ქა­ლე­ბი­სად­მი ზი­ზღი კარ­გად გა­მოჩ­ნდა ე.წ. დე­ლე­გა­ტე­ბის წარ­დგე­ნით, რო­მელ­თა შო­რის ქა­ლის ჭა­ჭა­ნე­ბას ვერ ნა­ხავთ. ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ქა­ლე­ბი ყველ­გან იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი“, - აღ­ნიშ­ნავს ანა დო­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც.... ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ" - თეა წულუკიანი ანა დოლიძეს პასუხობს

"ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც.... ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ" - თეა წულუკიანი ანა დოლიძეს პასუხობს

"სუსტი ქალი არ არსებობს, ამის მაგალითი თქვენც ხართ და ვიღაც წითლიძეც. სახელი არ მახსოვს", - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის განცხადებას. როგორც დოლიძემ თქვა, "ქართულ ოცნებას" ძლიერი ქალები ეზიზღება.

  • ანა დოლიძის საპასუხო პოსტს თეა წულუკიანი "ფესბუქში" ავრცელებს.

"ანა დოლიძე - "ქართულ ოცნებას ეზიზღება ძლიერი ქალები“.

1. სუსტი ქალი არ არსებობს, ამის მაგალითი თქვენც ხართ და ვიღაც წითლიძეც. სახელი არ მახსოვს.

2. ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც.

3. ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ.

4. თქვენ პირადად პოლიტიკაში ემბრიონად თუ იყავით მხოლოდ ჩასახული, როცა ბიძინა ივანიშვილი ქალებს ნიშნავდა კანდიდატებად და თანამდებობებზე და შემოჰქონდა კვოტები. მაგრამ ვიღაც წითლიძეების, უმადური და უნიჭო პოლიტიკოსი კორძაიების, ლამაზი თინიკოების, ლუზერი სალომეების (ამჯერად დეპუტატკაზე ვამბობ) და ასეთი საოცრებების მოხილვის მერე, აღარც პოლიტიკაში ქალის მხარდაჭერა მოგინდება ადამიანს (ანუ კაცს) და აღარც კვოტის. ასეა ეს.

კეტავენ გოგოებისთვის პოლიტიკაში გზას ეს უმსგავსოები. კუბოზე გვირგვინი (ვენოკი ჰქვია "იმ" კანონის მიღების მერე!) გამომრჩა: ანა ნაცვლიშვილი... კარგად კივილი სუქსესსფულნესობას როდი ნიშნავს პოლიტიკაში, თორემ სუ ზეწარმატებული იქნებოდა ჩვენი ვარდივით დამჭნარი და კვლავაც ლამაზი დიაცის უბე თაკო ჩარკვიანი.

5. მოკლედ, ნუ შეჭამეთ ტვინი არასწორი მესიჯებით და არასწორი პოლიტიკური ქცევებით და ცოტა ნორმალურები ვინც დარჩით მაქეთ მხარეს ქალები, საქმეს მიხედეთ, რადგან ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული და შემოტანილი კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში.

6. ისე, როცა ივანიშვილმა ქალების ხელშესაწყობად არაერთი ნაბიჯი გადადგა, სა იყავით მაშინ, რატომ არ თქვით ერთი კეთილი სიტყვა?!

მერე რომ დალაგდით და ჟივჟივებდით ობოლი ბეღურებივით, კვოტები უქმდებაო!!!

7. ვაი იმ კვოტას, ვიღაც წითლიძეს (შეიძლება გვარიც მეშლება) ან კიდევ დამჭნარ და მაინც მშვენიერ თაკოს, ვარდიც რომ ვერ იშოვა, თავი რომ სხვა რამე ეგონოს, რომ შეიყვანს პარლამენტში.

8. მოკლედ, საკუთარ კონსტიტუენსის მიხედეთ, ქალებო. ასე იგებენ არჩევნებს და არა სხვისი პარტიის დელეგატების კრიტიკით", - წერს თეა წულუკიანი.

  • ცნობისთვის, ანა დოლიძის განცხადებით, მმართველის პარტიის ქალებისადმი ზიზღი კარგად გამოჩნდა ე.წ. დელეგატების წარდგენით, რომელთა შორის არცერთი ქალი არაა.

"ქალის როლი ქართულ ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვამაყობთ ქართველი ქალებით. ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პროგრესული ძალა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა. „ქართულ ოცნებას“ ეზიზღება ქალები, „ქართული ოცნება“ ებრძვის ქალებს, „ქართული ოცნება“ ებრძვის ძლიერ ქალებს. ხელისუფლებამ გააუქმა ქალთა კვოტირება, სადაც ევალებოდათ ქალები ჩაესვათ პარტიულ სიებში. მათი ქალებისადმი ზიზღი კარგად გამოჩნდა ე.წ. დელეგატების წარდგენით, რომელთა შორის ქალის ჭაჭანებას ვერ ნახავთ. ჩვენი კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალები ყველგან იყვნენ წარმოდგენილნი“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.