პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფინანსური შეღავათების მოტანა შეუძლია მზის პანელებს ბიზნესისთვის? – რეკომენდაციები "მზიანი ველისგან"
რა ფინანსური შეღავათების მოტანა შეუძლია მზის პანელებს ბიზნესისთვის? – რეკომენდაციები "მზიანი ველისგან"

მზის სად­გუ­რის და­ნერგვით ბიზ­ნესს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, შე­ამ­ცი­როს სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბი, მო­ი­პო­ვოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და იზ­რუ­ნოს ეკო­ლო­გი­ა­ზე. გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის ზრდას სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დი გახ­და მზის პა­ნე­ლე­ბი, რო­მე­ლიც უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე სად­გურ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა ნიშ­ნავს ცენ­ტრა­ლურ ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნას, რაც შე­ღა­ვა­თია ბიზ­ნე­სის­თვის, რად­გან კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი აღე­მა­ტე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ტა­რიფს. მზის პა­ნე­ლე­ბის დე­ვე­ლო­პერ კომ­პა­ნია „მზი­ან ველ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბიზ­ნე­სის მხრი­დან გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სის ზრდის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი სწო­რედ ეს არის.

„მზი­ან­მა ველ­მა“ 2024 წელს ჯამ­ში 3 მე­გა­ვა­ტი სიმ­ძლავ­რის პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათი უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე მო­დის. კომ­პა­ნი­ის ბოლო და ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია 1020 კვტ-იანი სად­გუ­რი სა­წარ­მო „პო­ლიგ­რა­ფ­ჰა­ბის“ 12 გან­სხვა­ვე­ბულ სა­ხუ­რავ­ზე, რო­მე­ლიც წლი­უ­რად 1 351 460 კვტ/სთ-ს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

პრო­ექ­ტი დას­რუ­ლე­ბის პი­რა­საა და რო­გორც „მზი­ან ველ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, სად­გუ­რის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, სა­წარ­მოს წლი­უ­რი და­ნა­ზო­გი 358 136 ლარი იქ­ნე­ბა. სად­გუ­რის მონ­ტა­ჟი­სას „მზი­ან­მა ველ­მა“ გა­მო­ი­ყე­ნა Trina Solar-ის სრუ­ლად შავი მზის პა­ნე­ლე­ბი, რო­მე­ლიც დი­ზა­ინ­სა და ეფექ­ტუ­რო­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა მსოფ­ლი­ო­ში. სად­გუ­რი ყო­ველ­წლი­უ­რად 1350 მგვტ. ენერ­გი­ას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

„პო­ლიგ­რა­ფ­ჰა­ბის“ წარ­მო­მად­გნე­ლი, „კო­ლორ პა­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და „ფა­ვო­რი­ტი ჯგუ­ფის“ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი სან­დრო გა­ხე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ გა­სუ­ლი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მზის სად­გუ­რის ნა­წი­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და, ყო­ველ­თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 25-30 ათა­სი ლარი და­ზო­გეს, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხა ბიზ­ნე­სის მო­გე­ბა-ზა­რალ­ზე.

„პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, „პო­ლიგ­რა­ფი­ულ ჰაბ­ში“ 1 მგვტ სიმ­ძლავ­რის სად­გუ­რი მოხ­მა­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ს ჩაგ­ვი­ნაც­ვლებს. ცენ­ტრა­ლუ­რი ქსე­ლის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ში თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 80-90 ლა­რამ­დე ვხარ­ჯავთ, გა­მო­მუ­შა­ვე­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით ამ თან­ხის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა. მზის პა­ნე­ლებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ რო­გორც ხარჯთე­ფექ­ტუ­რო­ბის, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო. უკვე დიდი ბიზ­ნეს­გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ვართ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა­ში. ვფიქ­რობ, რომ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი უფრო გა­იზ­რდე­ბა, ეს ტენ­დენ­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლია. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი საპ­როგ­ნო­ზო გათ­ვლე­ბით კი­დევ უფრო გაძ­ვირ­დე­ბა, მზის პა­ნე­ლებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა მე­ტად მომ­გე­ბი­ა­ნი ხდე­ბა“, - გან­მარ­ტა „პო­ლიგ­რა­ფ­ჰა­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სან­დრო გა­ხე­ლა­ძემ.

„მზი­ა­ნი ვე­ლის“ დი­რექ­ტო­რის, ნიკა ბა­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმი­სათ­ვის, რომ მზის სად­გურ­მა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ოს, მისი სწო­რად შერ­ჩე­ვას, სიმ­ძლავ­რის გან­სა­ზღვრა­სა და ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მონ­ტაჟს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის დაც­ვით უნდა იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

მზის პა­ნე­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ბიზ­ნეს­მა 3 რე­კო­მენ­და­ცია უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს:

1. ასათ­ვი­სე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სწო­რად შე­ფა­სე­ბა

იმი­სათ­ვის, რომ მზის პა­ნე­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის და­მონ­ტა­ჟე­ბამ­დე ტე­რი­ტო­რია შე­ა­ფა­სონ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და გა­მო­ით­ვა­ლონ, რამ­დე­ნი კი­ლო­ვა­ტი ელექტრო­ე­ნერ­გია სჭირ­დე­ბა ობი­ექტს.

„მზი­ა­ნი ვე­ლის“ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლეს ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ინ­დუსტრია შე­და­რე­ბით უფრო წინ დგას, ესე­ნია: გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი და თურ­ქე­თი. ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად შე­ა­ფა­სე­ბენ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას და შე­სა­ბა­მის პრო­ექტს შე­ად­გე­ნენ.

2. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა

თა­ნა­მედ­რო­ვე მზის პა­ნე­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და­ახ­ლო­ე­ბით 25-30 წე­ლია. მა­გა­ლი­თად, Trina Solar-ის პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მზის პა­ნე­ლებს, რო­მელ­საც „მზი­ა­ნი ველი“ იყე­ნებს, 30 წლი­ა­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა აქვს და მწარ­მო­ე­ბე­ლი გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა მაქ­სი­მუმ 20%-იან გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ვარ­დნა­ზე მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში.

ამას­თან, პრო­ექ­ტში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის უკუ­გე­ბა კი სულ რა­ღაც 3-3,5 წელ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

3. მზის სად­გუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი და გა­რან­ტია

მზის პა­ნე­ლე­ბის მონ­ტა­ჟის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი პე­რი­ო­დუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უნდა მი­ვან­დოთ.

Trina Solar-ის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პა­ნე­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა მწარ­მო­ებ­ლის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი, 15-წლი­ა­ნი გა­რან­ტია. „მზი­ა­ნი ვე­ლის“ შე­თა­ვა­ზე­ბის პა­კეტ­ში სა­წყის­ში­ვეა ჩა­დე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სად­გუ­რის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დგომ 6-თვი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­გორც ყო­ველ­დღი­უ­რად, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, ასე­ვე, ად­გილ­ზე ინ­ჟინ­რის ვი­ზი­ტი­თა და სხვა­დას­ხვა სა­ტეს­ტო შე­მოწ­მე­ბით. ასე­ვე, სად­გურ­ზე ვრცელ­დე­ბა 3-წლი­ა­ნი სერ­ვი­სის გა­რან­ტია, ნე­ბის­მი­ე­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბი­სა და ხარ­ვე­ზის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მზის პა­ნე­ლე­ბის მოვ­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს პე­რი­ო­დულ რე­ცხვა­საც, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად მტვრი­ა­ნია ად­გი­ლი, სა­დაც სად­გუ­რი გვაქვს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა ფინანსური შეღავათების მოტანა შეუძლია მზის პანელებს ბიზნესისთვის? – რეკომენდაციები "მზიანი ველისგან"

რა ფინანსური შეღავათების მოტანა შეუძლია მზის პანელებს ბიზნესისთვის? – რეკომენდაციები "მზიანი ველისგან"

მზის სადგურის დანერგვით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, შეამციროს საოპერაციო ხარჯები, მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და იზრუნოს ეკოლოგიაზე. განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესის ზრდას სწორედ აღნიშნული უპირატესობები განაპირობებს. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა მზის პანელები, რომელიც უკვე საქართველოშიც მარტივად ხელმისაწვდომია.

მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურში ინვესტირება ნიშნავს ცენტრალურ ენერგოსისტემაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას, რაც შეღავათია ბიზნესისთვის, რადგან კომერციული ობიექტების ელექტროენერგიის ტარიფი აღემატება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფს. მზის პანელების დეველოპერ კომპანია „მზიან ველში“ განმარტავენ, რომ ბიზნესის მხრიდან განახლებადი ენერგიის მიმართ ინტერესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეს არის.

„მზიანმა ველმა“ 2024 წელს ჯამში 3 მეგავატი სიმძლავრის პროექტები განახორციელა. მათი უმეტესობა სწორედ კომერციულ ობიექტებზე მოდის. კომპანიის ბოლო და ყველაზე მასშტაბური პროექტია 1020 კვტ-იანი სადგური საწარმო „პოლიგრაფჰაბის“ 12 განსხვავებულ სახურავზე, რომელიც წლიურად 1 351 460 კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.

პროექტი დასრულების პირასაა და როგორც „მზიან ველში“ განმარტავენ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საწარმოს წლიური დანაზოგი 358 136 ლარი იქნება. სადგურის მონტაჟისას „მზიანმა ველმა“ გამოიყენა Trina Solar-ის სრულად შავი მზის პანელები, რომელიც დიზაინსა და ეფექტურობაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სადგური ყოველწლიურად 1350 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

„პოლიგრაფჰაბის“ წარმომადგნელი, „კოლორ პაკის“ გენერალური დირექტორი და „ფავორიტი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი სანდრო გახელაძე განმარტავს, რომ გასული 5 თვის განმავლობაში, რაც მზის სადგურის ნაწილი ექსპლუატაციაში შევიდა, ყოველთვიურად დაახლოებით 25-30 ათასი ლარი დაზოგეს, რაც დადებითად აისახა ბიზნესის მოგება-ზარალზე.

„პროექტის დასრულების შემდეგ, „პოლიგრაფიულ ჰაბში“ 1 მგვტ სიმძლავრის სადგური მოხმარების დაახლოებით 50%-ს ჩაგვინაცვლებს. ცენტრალური ქსელის ენერგორესურსების მოხმარებაში თვიურად დაახლოებით 80-90 ლარამდე ვხარჯავთ, გამომუშავება კი დაახლოებით ამ თანხის ნახევარი იქნება. მზის პანელებში ინვესტირება გადავწყვიტეთ როგორც ხარჯთეფექტურობის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის გამო. უკვე დიდი ბიზნესგაერთიანება ვართ და მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიაზე ზრუნვაში. ვფიქრობ, რომ განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი უფრო გაიზრდება, ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ენერგორესურსები საპროგნოზო გათვლებით კიდევ უფრო გაძვირდება, მზის პანელებში ინვესტირება მეტად მომგებიანი ხდება“, - განმარტა „პოლიგრაფჰაბის“ წარმომადგენელმა სანდრო გახელაძემ.

„მზიანი ველის“ დირექტორის, ნიკა ბარიშვილის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მზის სადგურმა სრული დატვირთვით იმუშაოს, მისი სწორად შერჩევას, სიმძლავრის განსაზღვრასა და ყველა წესის დაცვით მონტაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თითოეული ეტაპი თანამედროვე გაიდლაინების დაცვით უნდა იყოს განხორციელებული.

მზის პანელების შერჩევისას ბიზნესმა 3 რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს:

1. ასათვისებელი ტერიტორიის სწორად შეფასება

იმისათვის, რომ მზის პანელებმა მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს, მნიშვნელოვანია, მის დამონტაჟებამდე ტერიტორია შეაფასონ სპეციალისტებმა და გამოითვალონ, რამდენი კილოვატი ელექტროენერგია სჭირდება ობიექტს.

„მზიანი ველის“ თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრია შედარებით უფრო წინ დგას, ესენია: გერმანია, ესპანეთი და თურქეთი. ისინი დეტალურად შეაფასებენ ადგილმდებარეობას და შესაბამის პროექტს შეადგენენ.

2. მაღალი ხარისხის მასალების შერჩევა

თანამედროვე მზის პანელების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 25-30 წელია. მაგალითად, Trina Solar-ის პრემიუმ ხარისხის მზის პანელებს, რომელსაც „მზიანი ველი“ იყენებს, 30 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს და მწარმოებელი გარანტიას იძლევა მაქსიმუმ 20%-იან გამომუშავების ვარდნაზე მოცემულ პერიოდში.

ამასთან, პროექტში ჩადებული ინვესტიციის უკუგება კი სულ რაღაც 3-3,5 წელშია შესაძლებელი.

3. მზის სადგურის მონიტორინგი და გარანტია

მზის პანელების მონტაჟის შემდეგ მნიშვნელოვანია, მისი პერიოდული მონიტორინგი, რაც ასევე პროფესიონალებს უნდა მივანდოთ.

Trina Solar-ის უმაღლესი ხარისხის პანელებზე ვრცელდება მწარმოებლის ყველაზე ხანგრძლივი, 15-წლიანი გარანტია. „მზიანი ველის“ შეთავაზების პაკეტში საწყისშივეა ჩადებული მომხმარებლისთვის სადგურის ჩაბარების შემდგომ 6-თვიანი მონიტორინგი, როგორც ყოველდღიურად, ონლაინ რეჟიმში, ასევე, ადგილზე ინჟინრის ვიზიტითა და სხვადასხვა სატესტო შემოწმებით. ასევე, სადგურზე ვრცელდება 3-წლიანი სერვისის გარანტია, ნებისმიერი გაუმართაობისა და ხარვეზის შემთხვევაში.

გასათვალისწინებელია, რომ მზის პანელების მოვლა ითვალისწინებს პერიოდულ რეცხვასაც, იმის მიხედვით, თუ რამდენად მტვრიანია ადგილი, სადაც სადგური გვაქვს დამონტაჟებული.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"