რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
“რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, “კინჯალები“ - არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს“, - აღნიშნა შიგალმა.
მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შესაჩერებლად აუცილებელია იმის განადგურება, საიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ.
“ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოიყენოს ისინი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი აქვს“, - აღნიშნა შმიგალმა.
ამასთანავე, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორი გახდა.
“სიტუაცია რთულია, მიმდინარეობს თავდასხმების შედეგების დადგენა, ენერგეტიკოსები უკვე მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა მინისტრმა.
კიევის წყალსაცავზე განხორციელებული რუსული რაკეტის დარტყმის მომენტი ადგილობრივებმა დააფიქსირეს. ვიდეო "ტელეგრამარხებზე" ვრცელდება.
თავდასხმის ობიექტი გახდა სუმის რეგიონში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტი - "უკრზალიზნიცია"
დაზიანდა საკონტაქტო ქსელი და შენობები, დაშავდნენ ადამიანები. ზოგიერთი სადგური, სარეზერვო გენერატორებზე გადაიყვანეს. ხოლო უკრაინის ზოგიერთ რეგიონში სამგზავრო ელექტრომატარებლები შეფერხებით მუშაობს.
“ჟიტომირობლენერგოს“ ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტა ქალაქშზე განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია. ქალაქის მერის სერგეი სუხომლინის თქმით, წყალმომარაგება მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ვინიცის რეგიონში დაზარალდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ლუცკის საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის თავდასხმის პირველი წუთები. შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 დაშავდა.
გამთენიისას, რუსულმა მხარემ უკრაინის სხვადასხვა რეგიონს მასობრივად შეუტია. ქვეყანამ გამოიყენა “შაჰიდები“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ე.წ. კინჟალი.
იხილეთ ასევე: