პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს
ავსტრალიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს

ავ­სტრა­ლი­ა­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და "კავ­ში­რის გა­წყვე­ტის უფ­ლე­ბის" წესი, რო­მე­ლიც შვე­ბას მო­უ­ტანს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სა­მუ­შაო დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დამ­საქ­მებ­ლე­ბის ზა­რებს უპა­სუ­ხონ ან მათი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი წა­ი­კი­თხონ.

ახა­ლი კა­ნო­ნი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თა­ნამ­შრომ­ლებს, უფ­რო­სე­ბის მხრი­დან დას­ჯის ში­შის გა­რე­შე, უგუ­ლე­ბელ­ჰყონ კო­მუ­ნი­კა­ცია სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ.

გა­სულ წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად, ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 281 სა­ათს მუ­შა­ობ­დნენ.

მსგავ­სი წე­სე­ბი 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია შე­მო­ღე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა­სა და ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში.

კა­ნო­ნი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ დამ­საქ­მებ­ლე­ბის მიერ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას არ კრძა­ლავს, თუმ­ცა, ის პერ­სო­ნალს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე არ გა­ვიდ­ნენ.

წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ამ ნი­ა­დაგ­ზე დავა თუ წარ­მო­ი­შო­ბა, დამ­საქ­მებ­ლებ­მა და თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში უნდა გა­დაჭ­რან. თუ ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ვერ მივ­ლენ, ავ­სტრა­ლი­ის სა­მარ­თლი­ა­ნი შრო­მის კო­მი­სი­ას (FWC) ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

შემ­დეგ FWC-ს ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, უბ­რძა­ნოს დამ­საქ­მე­ბელს, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ თა­ნამ­შრო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­წყვი­ტოს.

თუ ის და­ად­გენს, რომ თა­ნამ­შრომ­ლის უარი პა­სუხზე არა­გო­ნივ­რუ­ლია, პი­რი­ქით, შე­უძ­ლია, მას პა­სუ­ხის გა­ცე­მა აი­ძუ­ლონ.

FWC-ის ბრძა­ნე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჯა­რი­მე­ბი.

შრო­მის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ ნა­ბიჯს მი­ე­სალმნენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ავსტრალიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს

ავსტრალიაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს

ავსტრალიაში ძალაში შევიდა "კავშირის გაწყვეტის უფლების" წესი, რომელიც შვებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები არიან, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დამსაქმებლების ზარებს უპასუხონ ან მათი შეტყობინებები წაიკითხონ.

ახალი კანონი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, უფროსების მხრიდან დასჯის შიშის გარეშე, უგულებელჰყონ კომუნიკაცია სამუშაო საათების შემდეგ.

გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ავსტრალიელები ზეგანაკვეთურად, ანაზღაურების გარეშე წელიწადში საშუალოდ 281 საათს მუშაობდნენ.

მსგავსი წესები 20-ზე მეტ ქვეყანაშია შემოღებული, ძირითადად ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

კანონი სამუშაო საათების შემდეგ დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებთან დაკავშირებას არ კრძალავს, თუმცა, ის პერსონალს უფლებას აძლევს, კომუნიკაციაზე არ გავიდნენ.

წესების თანახმად, ამ ნიადაგზე დავა თუ წარმოიშობა, დამსაქმებლებმა და თანამშრომლებმა ერთმანეთში უნდა გადაჭრან. თუ ისინი გადაწყვეტილებამდე ვერ მივლენ, ავსტრალიის სამართლიანი შრომის კომისიას (FWC) ჩარევის უფლება ექნება.

შემდეგ FWC-ს ექნება უფლება, უბრძანოს დამსაქმებელს, სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომელთან დაკავშირება შეწყვიტოს.

თუ ის დაადგენს, რომ თანამშრომლის უარი პასუხზე არაგონივრულია, პირიქით, შეუძლია, მას პასუხის გაცემა აიძულონ.

FWC-ის ბრძანებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები.

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ამ ნაბიჯს მიესალმნენ.

წყარო