Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სპეციფიკით ხასიათდება არჩევნების მომზადება? - ინტერვიუ ეკა ცაბაშვილთან, რომელიც თითქმის 27 წელია, საარჩევნო პროცესებს უწევს ორგანიზებას
რა სპეციფიკით ხასიათდება არჩევნების მომზადება? - ინტერვიუ ეკა ცაბაშვილთან, რომელიც თითქმის 27 წელია, საარჩევნო პროცესებს უწევს ორგანიზებას

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თით­ქმის 2 თვე რჩე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნის­თვის სამ­ზა­დი­სი კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს. მუ­შა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­შია გა­და­სუ­ლი ცეს­კო, რო­მე­ლიც ასე­თი მას­შტა­ბის არ­ჩევ­ნებს ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რებს.

ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხმის მი­ცე­მის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია პრო­ცე­სის სი­მარ­ტი­ვე და სის­წრა­ფე, რაც, ერთი მხრივ, ამომ­რჩე­ველს უზო­გავს დროს და უკეთ უზ­რუნ­ველ­ყოფს მისი ხმის და­ცუ­ლო­ბას და მე­ო­რე მხრივ, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, მოკ­ლე დრო­ში აღ­რი­ცხოს ხმე­ბი და გა­მო­ა­ცხა­დოს შე­დე­გე­ბი.

ცეს­კო-ს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ეკა ცა­ბაშ­ვი­ლი თით­ქმის 27 წე­ლია, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და რო­გორც Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, ელექტრო­ნულ სა­არ­ჩევ­ნო ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლა ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი და ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­ვი­თა­რებს.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­და ცეს­კო-ს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გა მათ სა­პა­სუ­ხოდ და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არ­ჩევ­ნე­ბის ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით, ეკა ცა­ბაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

რო­დე­საც ცეს­კო-ს გუნდს შე­უ­ერ­თდით, ქვე­ყა­ნა და ალ­ბათ მათ შო­რის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე იდგა. იმ პე­რი­ო­დის­თვის რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა?

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას 1997 წელს ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის მდივ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე შე­ვუ­ერ­თდი. შე­სა­ბა­მი­სად, იმ დრო­ის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მომ­ზა­დე­ბა­ში. ეტა­პობ­რი­ვად შე­ვიც­ვა­ლე პო­ზი­ცი­ე­ბი, ჯერ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად გან­ვაგ­რძე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ ვი­ყა­ვი უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი და ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი. 2019 წლი­დან უკვე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ას ვი­კა­ვებ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ცეს­კო-მ და მე ერ­თად და­ვი­წყეთ გან­ვი­თა­რე­ბა და ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­მა­ყოა ის საქ­მე, რა­საც ამ­დე­ნი წე­ლია ვემ­სა­ხუ­რე­ბი.

ჩემი ახ­ლან­დე­ლი პო­ზი­ცია ფუნ­ქცი­უ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში იყ­რის თავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი 25 წლის წინ და დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, ისი­ნი მა­ინც არ­სე­ბობს და სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის კი­დევ უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­სა­ტა­რებ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

წლე­ბის წინ გა­მოწ­ვე­ვა იყო ის, რომ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ხე­ლით, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ჩარ­თუ­ლო­ბით გვი­წევ­და. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, რომ თუნ­დაც კენ­ჭისყ­რის დღეს პრო­ცე­დუ­რე­ბი კი­დევ უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო. წელს შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­საც კი ელექტრო­ნუ­ლად, პირ­და­პირ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან მი­ვი­ღებთ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც, რა თქმა უნდა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გვაძ­ლევს.

რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა?

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რად­გან ად­მი­ნის­ტრა­ცია არის ჯაჭ­ვი, რომ­ლის ყვე­ლა რგო­ლიც გა­მარ­თუ­ლად უნდა მუ­შა­ობ­დეს, რო­გორც ცეს­კო-ში, ისე სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო კო­მი­სი­ებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ნი­უ­ან­სი იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან მცი­რე ხარ­ვეზ­მა შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სი და­ა­ზი­ა­ნოს.

ჩვენ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, არ­ჩევ­ნე­ბი ზედ­მი­წევ­ნით იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­დეს და, რა თქმა უნდა, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი.

სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ცეს­კო-ს მი­მართ კონ­ტრო­ვერ­სი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა-ხოლ­მე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­მართ? რო­გორ უპა­სუ­ხებთ მათ?

მეს­მის, რომ გა­რე­დან არ ჩანს, რო­გორ მუ­შა­ობს ად­მი­ნის­ტრა­ცია, უცხო თვა­ლით ძნე­ლია ამის შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით ვმუ­შა­ობთ. ფაქ­ტობ­რი­ვად წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია, სა­არ­ჩევ­ნო რე­ჟიმ­ში ვართ. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მზა­დე­ბა, რად­გან ამომ­რჩე­ველ­თა 90% ხმას ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ში მის­ცემს, რა­საც სერ­ვი­სის უნაკ­ლოდ გა­მარ­თვა სჭირ­დე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­აქვთ თა­ვი­ანთ წვლი­ლი, ეს არის მო­ტი­ვა­ცი­ის მთა­ვა­რი წყა­რო.

კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო, ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი გა­და­დო. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, 2020 და 2021 წლებ­ში არ­ჩევ­ნე­ბი ჩვენ მა­ინც ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ჩა­ვა­ტა­რეთ. ამომ­რჩევ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თუ კლი­ნი­კა­ში. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ იმუ­შა­ვა და­უ­ღა­ლა­ვად, რათა ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მიგ­ვე­ცა. ჩვენ ყო­ველ­თვის ვპო­უ­ლობთ მო­ტი­ვა­ცი­ას ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე, რად­გან ვი­ცით, რას ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, წელს პირ­ვე­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რაც ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის. რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დით 26 ოქ­ტომ­ბრის­თვის და რა სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ?

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დგომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ­თვი­საც სი­ახ­ლე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვქონ­და გაც­ნო­ბი­თი ვი­ზი­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ 2018-2019 წლებ­ში, რო­დე­საც ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ით, რად­გან მხო­ლოდ ხმის მთვლე­ლი ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტი გა­მო­ვი­ყე­ნეთ.

პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და კრწა­ნი­სის ოლ­ქში 2021 წელს, სა­დაც ასე­ვე ხმის მთვლე­ლი ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი. 2023 წელს უკვე შუ­ა­ლე­დურ/რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მო­ვი­ყე­ნეთ და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი: ამომ­რჩევ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის/ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი კი ელექტრო­ნუ­ლად გად­მო­იგ­ზავ­ნა ცეს­კო-ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხმის მთვლე­ლი ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბის მიერ დათ­ვლი­ლი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი იგ­ზავ­ნე­ბა პირ­და­პირ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი­დან. 2023 წლის არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად, წელ­საც იუ­რი­დი­უ­ლი ძალა ექ­ნე­ბა მხო­ლოდ ხე­ლით დათ­ვლის შე­დე­გად შედ­გე­ნილ შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებს.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ვენ­დორ კომ­პა­ნია „სმარ­ტმა­ტიკ­თან“, რო­მე­ლიც 30-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს და გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­დამ­ზად­დნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გვყავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი რო­გორც ცეს­კო-ში, ისე სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, გა­ი­წე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიზ­ნესპრო­ცე­სი, შე­იც­ვა­ლა ლო­გის­ტი­კა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­არ­ჩევ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის ადაპ­ტი­რე­ბა ხდე­ბა ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში და ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში.

რა უნდა იცო­დეს ამომ­რჩე­ველ­მა კონ­კრე­ტუ­ლად კენ­ჭისყ­რის დღეს ხმის ელექტრო­ნუ­ლად მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

თუ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით მი­მარ­თავ­და რე­გის­ტრა­ტორს და სა­მა­გი­დე სი­ა­ზე აწერ­და ხელს, ახლა პირ­და­პირ უბან­ზე გან­თავ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­თან გა­ივ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას ID ბა­რა­თით ან პას­პორ­ტით. შემ­დეგ და­ი­ბეჭ­დე­ბა ქვი­თა­რი, რო­მელ­ზე ხე­ლის მო­წე­რი­თაც ამომ­რჩე­ვე­ლი ადას­ტუ­რებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ამას­თან, ამომ­რჩევ­ლის­თვის სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს ის,რომ თუ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ხმის მი­ცე­მი­სას სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი უნდა შე­მო­ე­ხა­ზა, ელექტრო­ნუ­ლად ხმის მი­ცე­მი­სას სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წინ არ­სე­ბუ­ლი წრე უნდა გა­ა­ფე­რა­დოს.

არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დგომ, იმი­სათ­ვის, რომ ფა­რუ­ლო­ბა და­ცუ­ლი იყოს, ბი­უ­ლე­ტე­ნი თავ­სდე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ჩარ­ჩო კონ­ვერ­ტში და შემ­დეგ ხმის მთვლელ ელექტრო­ნულ სკა­ნერ­ში. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ფა­რუ­ლო­ბა სრუ­ლად არის და­ცუ­ლი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხმის მთვლელ აპა­რატ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნი იმგვა­რად უნდა მო­თავ­სდეს, რომ მისი წარ­წე­რე­ბი­ა­ნი ანუ ზედა მხა­რე არ ჩან­დეს.

რო­დე­საც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა, ხმის მთვლე­ლი ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტი­დან და­ი­ბეჭ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის­თვის, ვინც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ამას­თან, მი­ღე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი შე­დე­გი პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რით გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა ცეს­კო-ში.

რო­გორ მი­ი­ღე­ბენ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამომ­რჩევ­ლე­ბი, რო­მელ­თა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზეც ხმის მი­ცე­მის ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი არ და­ი­ნერ­გე­ბა?

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გვქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ამომ­რჩევ­ლის არა­ნაკ­ლებ 70%-ს უნდა მი­ე­ღო ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რა პრო­ცეს­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ისეთ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქი­დან და­შო­რე­ბუ­ლია არა­უ­მე­ტეს 20კ მ რა­დი­უ­სით და ასე­ვე, ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 300-ზე მე­ტია კენ­ჭისყრა ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბით და ამ კრი­ტე­რი­უ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ამომ­რჩე­ველ­თა თით­ქმის 90% ხმას მის­ცემს ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

და­ნარ­ჩენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ამომ­რჩევ­ლე­ბი ხმას ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით მის­ცე­მენ, თუმ­ცა მოხ­დე­ბა ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ციფ­რულ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი დას­კა­ნერ­დე­ბა, სა­ჯა­როდ გან­თავ­სდე­ბა და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ექ­ნე­ბა მათი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

უკვე შექ­მნი­ლი გვაქვს 3030 უბა­ნი, სა­ი­და­ნაც ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი და­ი­ნერ­გა 2262 უბან­ზე, დარ­ჩე­ნი­ლი 768 კი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბას, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი 3030-ვე უბ­ნი­დან გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ში. თი­თო­ე­ულ უბან­ზე იქ­ნე­ბა პლან­შე­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მი­ვი­ღებთ პირ­და­პირ შე­დე­გებს. ეს და­აჩ­ქა­რებს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბას.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა ემიგ­რა­ცი­ა­ში ხმის მი­ცე­მის სა­კი­თხი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ორ­გა­ნიზ­დე­ბა ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ?

სხვა ქვეყ­ნებ­ში შექ­მნილ უბ­ნებ­ზე არ­ჩევ­ნე­ბი ძვე­ლი მე­თო­დით ჩა­ტარ­დე­ბა. ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ქმნით.

უცხო­ეთ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი შე­იქ­მნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამომ­რჩე­ვე­ლი არა­ნაკ­ლებ 50-სა და არა­უ­მე­ტეს 3000-სა. ამას­თან, მთა­ვა­რი პი­რო­ბა არის ის, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იდ­გეს სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე და აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გვაწ­ვდის კენ­ჭისყრამ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს 30-ე დღი­სა. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის შექ­მნის უკი­დუ­რე­სი ვადა არის 26 სექ­ტემ­ბე­რი.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თუ ამომ­რჩე­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა უცხო­ეთ­ში, თუმ­ცა არ დგას სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე, მას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც ექ­ნე­ბა. მას შემ­დეგ, რაც შე­იქ­მნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი, ამომ­რჩე­ველს შე­უძ­ლია, 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მი­მარ­თოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია.

რო­გორ უნდა ვი­პო­ვოთ სა­კუ­თა­რი თავი სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ან რო­გორ დავ­რე­გის­ტრირ­დეთ უბან­ზე?

ჩვენს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სია, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ ამომ­რჩე­ველს შე­უძ­ლია გა­და­ა­მოწ­მოს, რო­მელ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. პრო­ცე­სი რომ კი­დევ უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო, წელს ცეს­კო-მ გა­ა­კე­თა ახა­ლი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც ან­დრო­იდ, ისე IOS სის­ტე­მე­ბის­თვის და მისი მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია გა­და­ა­მოწ­მოს რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ისე ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

გარ­და ამი­სა, ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას ვაწ­ვდით სა­ინ­ფორ­მა­ციო ფა­ლე­რებს და ამომ­რჩე­ველ­თა ბა­რა­თებს, რო­მელ­ზეც მათი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­სა­ხებ არის დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­ტა­ნი­ლი. ჩვენს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი რუკა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, მარ­ტი­ვად მო­ძებ­ნოთ თქვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სია ჩა­იტ­ვირ­თე­ბა სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტებ­ში, ე.წ. ფეი ბოქ­სებ­ში და აქაც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ამომ­რჩე­ველს გა­და­ა­მოწ­მოს სა­კუ­თა­რი მო­ნაც­მე­ბი სი­ა­ში.

იმი­სათ­ვის, რომ ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი უფრო ინ­კლუ­ზი­უ­რი გახ­დეს, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ამომ­რჩევ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით, მათ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ და ცეს­კო-ს მიერ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და­რე­გის­ტრირ­დნენ კენ­ჭისყრამ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს მე-11 დღი­სა. ამი­სათ­ვის მათ უნდა მი­მარ­თონ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებს და შეძ­ლე­ბენ ადაპ­ტი­რე­ბულ უბ­ნებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ას.

და­ბო­ლოს, რო­გორ ფიქ­რობთ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არ­ჩევ­ნე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ამომ­რჩევ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბას და თვი­თონ ამომ­რჩევ­ლის როლი რო­გო­რია სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში?

ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით ადრე და­ვი­წყეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უკვე 500 000-ზე მეტი ამომ­რჩევ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა შევ­ძე­ლით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ეს რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ჩვენ შე­ვე­დით ყვე­ლა სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში, დიდ ბიზ­ნეს კორ­პო­რა­ცი­ებ­ში, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ყველ­გან გან­ვა­თავ­სეთ ჩვე­ნი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რათა ამომ­რჩევ­ლის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი. კამ­პა­ნია ჩა­ტარ­და თბი­ლი­სის მეტ­რო­ებ­შიც, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­შიც და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის სხვა ად­გი­ლებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა და ამ ფორ­მით მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ვფიქ­რობთ, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თეთ არ­ჩევ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცია აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბა­სა და ამომ­რჩევ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და იმე­დი გვაქვს, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რა სპეციფიკით ხასიათდება არჩევნების მომზადება? - ინტერვიუ ეკა ცაბაშვილთან, რომელიც თითქმის 27 წელია, საარჩევნო პროცესებს უწევს ორგანიზებას

რა სპეციფიკით ხასიათდება არჩევნების მომზადება? - ინტერვიუ ეკა ცაბაშვილთან, რომელიც თითქმის 27 წელია, საარჩევნო პროცესებს უწევს ორგანიზებას

საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 2 თვე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენისთვის სამზადისი კულმინაციას აღწევს. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმშია გადასული ცესკო, რომელიც ასეთი მასშტაბის არჩევნებს ელექტრონულ ფორმატში პირველად ჩაატარებს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის მთავარი უპირატესობებია პროცესის სიმარტივე და სისწრაფე, რაც, ერთი მხრივ, ამომრჩეველს უზოგავს დროს და უკეთ უზრუნველყოფს მისი ხმის დაცულობას და მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში აღრიცხოს ხმები და გამოაცხადოს შედეგები.

ცესკო-ს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ეკა ცაბაშვილი თითქმის 27 წელია, ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობს და როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, ელექტრონულ საარჩევნო ფორმატზე გადასვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საარჩევნო პროცესებს მნიშვნელოვნად განავითარებს.

უფრო დეტალურად, რა გამოწვევები ჰქონდა ცესკო-ს წლების განმავლობაში, რა სიახლეები დანერგა მათ საპასუხოდ და რა მნიშვნელობა აქვს არჩევნების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების კუთხით, ეკა ცაბაშვილი საუბრობს:

როდესაც ცესკო-ს გუნდს შეუერთდით, ქვეყანა და ალბათ მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაც ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. იმ პერიოდისთვის რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული არჩევნების მომზადება?

საარჩევნო ადმინისტრაციას 1997 წელს ცესკო-ს თავმჯდომარის მდივნის პოზიციაზე შევუერთდი. შესაბამისად, იმ დროისთვის განსხვავებულად ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესის მომზადებაში. ეტაპობრივად შევიცვალე პოზიციები, ჯერ საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტად განვაგრძე მუშაობა, შემდეგ ვიყავი უფროსი სპეციალისტი და ამავე განყოფილების უფროსი. 2019 წლიდან უკვე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებ. შეიძლება ითქვას, რომ ცესკო-მ და მე ერთად დავიწყეთ განვითარება და ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა ის საქმე, რასაც ამდენი წელია ვემსახურები.

ჩემი ახლანდელი პოზიცია ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საარჩევნო ინფორმაციის დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს დეპარტამენტში იყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები 25 წლის წინ და დღეს აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ისინი მაინც არსებობს და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა ადმინისტრაციის განვითარებისა და არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩასატარებლად უმნიშვნელოვანესია.

წლების წინ გამოწვევა იყო ის, რომ ყველაფრის გაკეთება ხელით, ადამიანური რესურსის ჩართულობით გვიწევდა. ტექნოლოგიების დანერგვამ საშუალება მოგვცა, რომ თუნდაც კენჭისყრის დღეს პროცედურები კიდევ უფრო გამარტივებულიყო. წელს შემაჯამებელ ოქმებსაც კი ელექტრონულად, პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მივიღებთ, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს.

რა პასუხისმგებლობაა საარჩევნო პროცესების მართვა?

საარჩევნო პროცესების მართვა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ადმინისტრაცია არის ჯაჭვი, რომლის ყველა რგოლიც გამართულად უნდა მუშაობდეს, როგორც ცესკო-ში, ისე საოლქო და საუბნო კომისიებში. მნიშვნელოვანია, ყველა ნიუანსი იყოს გათვალისწინებული და შესრულებული, რადგან მცირე ხარვეზმა შეიძლება პროცესი დააზიანოს.

ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ყველანაირად ვცდილობთ, არჩევნები ზედმიწევნით იყოს ორგანიზებული, მაღალ დონეზე ჩატარდეს და, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები.

საარჩევნო პერიოდში ცესკო-ს მიმართ კონტროვერსიული განცხადებები კეთდება-ხოლმე. საინტერესოა, როგორი რეაქცია გაქვთ აღნიშნული შეფასებების მიმართ? როგორ უპასუხებთ მათ?

მესმის, რომ გარედან არ ჩანს, როგორ მუშაობს ადმინისტრაცია, უცხო თვალით ძნელია ამის შეფასება, მაგრამ ჩვენ ყველა არჩევნებისთვის უმაღლესი სტანდარტებით ვმუშაობთ. ფაქტობრივად წელიწად ნახევარზე მეტია, საარჩევნო რეჟიმში ვართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მზადება, რადგან ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონულ ფორმატში მისცემს, რასაც სერვისის უნაკლოდ გამართვა სჭირდება.

არჩევნების მომზადების პროცესში მონაწილეობენ კვალიფიციური ადამიანები და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ თავიანთ წვლილი, ეს არის მოტივაციის მთავარი წყარო.

კოვიდ-პანდემიის პერიოდში, როდესაც არჩევნების ჩატარება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა იყო, ბევრმა ქვეყანამ აღნიშნული პროცესი გადადო. მიუხედავად სირთულეებისა, 2020 და 2021 წლებში არჩევნები ჩვენ მაინც ყველა წესის დაცვით ჩავატარეთ. ამომრჩევლებს შესაძლებლობა მივეცით, დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი მიუხედავად იმისა, იზოლაციაში იმყოფებოდა თუ კლინიკაში. ადმინისტრაციამ იმუშავა დაუღალავად, რათა ამომრჩევლებისთვის თავიანთი უფლების აღსრულების შესაძლებლობა მიგვეცა. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ მოტივაციას ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რადგან ვიცით, რას ვემსახურებით.

როგორც აღნიშნეთ, წელს პირველად საპარლამენტო არჩევნები ელექტრონულ ფორმატში გაიმართება, რაც ერთგვარი გამოწვევა და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის. როგორ ემზადებოდით 26 ოქტომბრისთვის და რა სიახლეები დანერგა ადმინისტრაციამ?

საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფორმატზე გადასასვლელად აქტიურად დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც სიახლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა გაცნობითი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი გამოცდილება მივიღეთ 2018-2019 წლებში, როდესაც ელექტრონული არჩევნები ჩავატარეთ საპილოტე რეჟიმში, თუმცა განსხვავებული ფორმატითა და ტექნოლოგიით, რადგან მხოლოდ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი გამოვიყენეთ.

პირველი მასშტაბური საპილოტე პროექტი განხორციელდა კრწანისის ოლქში 2021 წელს, სადაც ასევე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის გამოყენებით ჩატარდა არჩევნები. 2023 წელს უკვე შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე გამოვიყენეთ დამატებითი ტექნოლოგიები: ამომრჩევლის რეგისტრაციის/ვერიფიკაციის აპარატები. მიღებული შედეგები კი ელექტრონულად გადმოიგზავნა ცესკო-ში. აღსანიშნავია, რომ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი წინასწარი შედეგები და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები იგზავნება პირდაპირ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან. 2023 წლის არჩევნების მსგავსად, წელსაც იურიდიული ძალა ექნება მხოლოდ ხელით დათვლის შედეგად შედგენილ შემაჯამებელ ოქმებს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ვენდორ კომპანია „სმარტმატიკთან“, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და გლობალური ლიდერია ამ მიმართულებით. გადამზადდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, გვყავს სერტიფიცირებული კადრები როგორც ცესკო-ში, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, გაიწერა მნიშვნელოვანი ბიზნესპროცესი, შეიცვალა ლოგისტიკა იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ინფორმაციის ადაპტირება ხდება ელექტრონულ მოწყობილობებში და ცენტრალიზებულად მიეწოდება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა კონკრეტულად კენჭისყრის დღეს ხმის ელექტრონულად მიცემასთან დაკავშირებით?

თუ წინა არჩევნებზე ამომრჩეველი ანბანის მიხედვით მიმართავდა რეგისტრატორს და სამაგიდე სიაზე აწერდა ხელს, ახლა პირდაპირ უბანზე განთავსებულ ნებისმიერ ვერიფიკაციის აპარატთან გაივლის რეგისტრაციას ID ბარათით ან პასპორტით. შემდეგ დაიბეჭდება ქვითარი, რომელზე ხელის მოწერითაც ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას.

ამასთან, ამომრჩევლისთვის სიახლეს წარმოადგენს ის,რომ თუ ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემისას სასურველი კანდიდატი უნდა შემოეხაზა, ელექტრონულად ხმის მიცემისას საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გააფერადოს.

არჩევანის გაკეთების შემდგომ, იმისათვის, რომ ფარულობა დაცული იყოს, ბიულეტენი თავსდება სპეციალურ ჩარჩო კონვერტში და შემდეგ ხმის მთვლელ ელექტრონულ სკანერში. მინდა აღვნიშნო, რომ ფარულობა სრულად არის დაცული. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენი იმგვარად უნდა მოთავსდეს, რომ მისი წარწერებიანი ანუ ზედა მხარე არ ჩანდეს.

როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან დაიბეჭდება წინასწარი შედეგები და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული და უფლებამოსილი პირისთვის, ვინც საარჩევნო უბანზე იმყოფება. ამასთან, მიღებული წინასწარი შედეგი პლანშეტური კომპიუტერით გამოიგზავნება ცესკო-ში.

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩევლები, რომელთა საარჩევნო უბნებზეც ხმის მიცემის ელექტრონული ფორმატი არ დაინერგება?

კანონმდებლობით გვქონდა ვალდებულება, რომ ამომრჩევლის არანაკლებ 70%-ს უნდა მიეღო ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციამ შეიმუშავა გარკვეული კრიტერიუმები, რა პროცესშიც ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები, ისე პოლიტიკური პარტიები. ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისეთ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც საარჩევნო ოლქიდან დაშორებულია არაუმეტეს 20კ მ რადიუსით და ასევე, ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით და ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები ხმას ტრადიციული მეთოდით მისცემენ, თუმცა მოხდება ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა. აღნიშნული ბიულეტენები დასკანერდება, საჯაროდ განთავსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება მათი ნახვის შესაძლებლობა.

უკვე შექმნილი გვაქვს 3030 უბანი, საიდანაც ელექტრონული ფორმატი დაინერგა 2262 უბანზე, დარჩენილი 768 კი ტრადიციული მეთოდით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

რაც შეეხება შედეგების მიღებას, შემაჯამებელი ოქმები 3030-ვე უბნიდან გადმოიგზავნება ელექტრონულ ფორმატში. თითოეულ უბანზე იქნება პლანშეტი, რომლის საშუალებითაც მივიღებთ პირდაპირ შედეგებს. ეს დააჩქარებს წინასწარი შედეგების დამუშავებასა და გასაჯაროებას.

აქტუალური თემაა ემიგრაციაში ხმის მიცემის საკითხი. საინტერესოა, როგორ ორგანიზდება ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ?

სხვა ქვეყნებში შექმნილ უბნებზე არჩევნები ძველი მეთოდით ჩატარდება. ამასთან, საარჩევნო უბნებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევქმნით.

უცხოეთში საარჩევნო უბანი შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული იქნება ამომრჩეველი არანაკლებ 50-სა და არაუმეტეს 3000-სა. ამასთან, მთავარი პირობა არის ის, რომ ამომრჩეველი აუცილებლად უნდა იდგეს საკონსულო აღრიცხვაზე და აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაწვდის კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო უბნების შექმნის უკიდურესი ვადა არის 26 სექტემბერი.

მინდა აღვნიშნო, რომ თუ ამომრჩეველი იმყოფება უცხოეთში, თუმცა არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, მას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც ექნება. მას შემდეგ, რაც შეიქმნება საარჩევნო უბანი, ამომრჩეველს შეუძლია, 7 ოქტომბრის ჩათვლით მიმართოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და საარჩევნო უბანზე გაიაროს რეგისტრაცია.

როგორ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი საარჩევნო სიაში ან როგორ დავრეგისტრირდეთ უბანზე?

ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია ამომრჩეველთა ერთიანი სია, შესაბამისად, ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს, რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. პროცესი რომ კიდევ უფრო გამარტივებულიყო, წელს ცესკო-მ გააკეთა ახალი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე IOS სისტემებისთვის და მისი მეშვეობით ყველა მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია.

გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას ვაწვდით საინფორმაციო ფალერებს და ამომრჩეველთა ბარათებს, რომელზეც მათი საარჩევნო უბნის შესახებ არის დეტალური ინფორმაცია დატანილი. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული რუკა საშუალებას მოგცემთ, მარტივად მოძებნოთ თქვენი საარჩევნო უბანი. საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიანი სია ჩაიტვირთება სწრაფი გადახდის აპარატებში, ე.წ. ფეი ბოქსებში და აქაც ექნება საშუალება ამომრჩეველს გადაამოწმოს საკუთარი მონაცმები სიაში.

იმისათვის, რომ ხმის მიცემის პროცესი უფრო ინკლუზიური გახდეს, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შესაძლებლობა მივეცით, მათთვის მოსახერხებელ და ცესკო-ს მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირდნენ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ამისათვის მათ უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიებს და შეძლებენ ადაპტირებულ უბნებზე რეგისტრაციას.

დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნების ელექტრონული ფორმატით ჩატარების შესახებ ამომრჩევლის ინფორმირებას და თვითონ ამომრჩევლის როლი როგორია საარჩევნო პროცესში?

ჩვენ არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც უკვე 500 000-ზე მეტი ამომრჩევლის ინფორმირება შევძელით. აღნიშნული პროცესი გრძელდება და შესაბამისად ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ შევედით ყველა საჯარო უწყებაში, დიდ ბიზნეს კორპორაციებში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან განვათავსეთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობები, რათა ამომრჩევლისთვის გვეჩვენებინა, როგორი იქნებოდა ხმის მიცემის პროცესი. კამპანია ჩატარდა თბილისის მეტროებშიც, სპორტულ ღონისძიებებზეც, იუსტიციის სახლებშიც და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიყენონ თავიანთი საარჩევნო უფლება და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

ვფიქრობთ, ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ არჩევნების უმაღლესი სტანდარტით მომზადების პროცესში, ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობასა და ამომრჩევლების ინფორმირებას ყველა მუნიციპალიტეტში და იმედი გვაქვს, თითოეული ჩვენგანის ჩართულობით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ქვეყნის განვითარების გზაზე.