სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ...“ - ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა
“იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ...“ - ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა

“გან­ვლილ­მა წლებ­მა გა­მო­ა­ჩი­ნა, რომ რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბის კი­დევ ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა საქ­მემ კი დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ხალ­ხის, სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბის სწო­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისე­თი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია, რო­დე­საც ხალ­ხიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ინ­ვეს­ტო­რიც კმა­ყო­ფი­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ­ბრო­ლა­ურ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

“მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რჯერ თავს დამ­ტყდა­რი უბე­დუ­რე­ბი­სა თუ გა­ჭირ­ვე­ბი­სა, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი­სა თუ მტრის შე­მო­სე­ვე­ბი­სა, რაჭ­ვე­ლებ­მა, ლე­ჩხუ­მე­ლებ­მა და სვა­ნებ­მა სა­თუ­თად, ხე­ლუხ­ლებ­ლად შე­მოგ­ვი­ნა­ხეს თი­თო­ე­უ­ლი ამ კუ­თხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, კულ­ტუ­რა თუ ადათ-წე­სე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია კავ­კა­სი­ო­ნის ამა­ყად მდგარ თვა­ლუწ­ვდე­ნელ მწვერ­ვა­ლებს უცქერ­დე და არ გა­ღელ­ვებ­დეს იმა­ზე ფიქ­რი, ღმერ­თის­გან ნა­ბო­ძე­ბი ეს სა­ჩუ­ქა­რი რამ­დე­ნი ჭი­რი­სა და ლხი­ნის, საგ­მი­რო ის­ტო­რი­ის მომსწრე ყო­ფი­ლა.

ქარ­თვე­ლე­ბის ერთ-ერთი სიძ­ლი­ე­რეც ხომ სწო­რედ ეს არის - მა­მუ­ლის, ენი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ რა­ჭულ სი­დინ­ჯე­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, სვა­ნურ სი­მა­მა­ცე­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, ლე­ჩხუ­მურ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, მაგ­რამ მა­ინც ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭ­ვულ უამ­რავ ლა­მაზ ტრა­დი­ცი­ას იტევს. სწო­რედ სა­კუ­თა­რი კუ­თხის სიყ­ვა­რულ­მა და თავ­გან­წირ­ვის უნარ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა რა­ჭაც, ლე­ჩხუ­მი­ცა და სვა­ნე­თიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფ­ლე­ბა წი­ნაპ­რე­ბის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, არ მო­ვუფრ­თხილ­დეთ და ვიზ­რუ­ნოთ მათ და­ნა­ტო­ვარ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

  • მისი თქმით, 2012 წლის 27 აგ­ვის­ტოს და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა შეს­რულ­და და 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით დღეს ბევ­რად მეტი ინ­ვეს­ტი­ცია იდე­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და სვა­ნეთ­ში, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მა მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, ად­გი­ლობ­რი­ვებს ხელი აა­ღე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე ფიქ­რის­გან.

“რო­დე­საც 12 წლის წინ, 2012 წლის 27 აგ­ვის­ტოს აქ, ამ ად­გილ­ზე პირ­ვე­ლად შეგ­ხვდით, იმ პრობ­ლე­მებ­სა და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა პო­ლი­ტი­კამ რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უქ­მნა. ყვე­ლა­ზე უკეთ თქვენ გახ­სოვთ, რო­გორ იფ­ლან­გე­ბო­და ის უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც აქა­უ­რო­ბას გა­აჩ­ნია. სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბით, უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის მცე­ნა­რე­ე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბით გან­თქმუ­ლი და მდი­და­რი კუ­თხე­ე­ბი, უდი­დე­სი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბი რო­გორ ნად­გურ­დე­ბო­და, აქა­უ­რო­ბას რო­გორ იყე­ნებ­და პი­რა­დი სარ­გებ­ლი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ვიწ­რო ჯგუ­ფი, მო­სახ­ლე­ო­ბას კი ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რის, მი­წის და­ტო­ვე­ბა და სხვა­გან გა­და­სახ­ლე­ბა ესა­ხე­ბო­და.

მე მა­შინ დაგ­პირ­დით, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქა­უ­რო­ბას ახალ სი­ცო­ცხლეს შეს­ძენ­და, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის სტა­ტუს­სა და მის­გან მი­ღე­ბულ შე­ღა­ვა­თებს, მო­ა­წეს­რი­გებ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, შიდა თუ მა­გის­ტრა­ლურ გზებს და გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უ­წყობ­და ხელს იმ ინ­ვეს­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­დნენ. თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით დღეს რამ­დენ­ჯერ მეტი ინ­ვეს­ტი­ცია იდე­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და სვა­ნეთ­ში, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მა მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, რამ­დენ ად­გი­ლობ­რივს აა­ღე­ბი­ნა ხელი სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე ფიქ­რის­გან. რო­გორ მო­წეს­რიგ­და, რა მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის გზა გა­კეთ­და, რა­მაც პირ­და­პირ შე­უ­წყო ხელი არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ათ­ვი­სე­ბას.

სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავთ, რომ მი­ტო­ვე­ბულ­მა სოფ­ლებ­მა და და­ბებ­მა ახა­ლი სი­ცო­ცხლე შე­ი­ძი­ნა, გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­რორ­ტე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის დაც­ვით ისე გა­შენ­დეს, რომ ად­გი­ლობ­რივ უნი­კა­ლურ ეკო­სის­ტე­მას არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნას. 12 წლის წი­ნან­დე­ლი პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით დღეს ბევ­რად დიდი ფასი აქვს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ხვან­ჭკა­რას, უნი­კა­ლურ მუ­ჯუ­რე­თულ­სა თუ ალექ­სან­დრო­ულს და მათ­გან დამ­ზა­დე­ბულ“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

  • ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მომ­დევ­ნო 4 წლის მან­ძილ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­აგ­რძე­ლებს და­წყე­ბულ საქ­მეს და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვა­სა და კი­დევ უფრო მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს.

“ქარ­თვე­ლი კა­ცის გო­ნი­ე­რე­ბა მაძ­ლევს იმის თქმის სი­თა­მა­მეს, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის ერ­თგვარ რე­ფე­რენ­დუმ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის იდეა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ი­მარ­ჯვებს, თუმ­ცა, იმის­თვის, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბა გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ.

“რო­დე­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ვი­პო­ვებთ, ჩვენ­თვის ეს იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ჩა­დე­ნილ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტი “ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“, რო­მელ­საც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა­ფერს ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოს, “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. აქა­უ­რი აგენ­ტუ­რა დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იცავს და ავ­რცე­ლებს ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლურ იდე­ო­ლო­გი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნიც ყო­ველ­გვა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის მოშ­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბის­გან თუ მო­რა­ლის­გან სრუ­ლი დაც­ლა და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის მო­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი ერთი ფსი­ქო­ლო­გი­ის მქო­ნე მა­სის შექ­მნაა. თუმ­ცა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის დაკ­ვე­თას - ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სებს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე და­ვი­ცავთ!“ - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

  • “არ­ჩე­ვა­ნი მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია - დღეს ერთ მხა­რეს დგას მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და ღირ­სე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს კი ომი, გა­ჭირ­ვე­ბა და მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა.“

“12 წლის წი­ნან­დე­ლი პე­რი­ო­დის მსგავ­სად უნდა გა­ვა­კე­თოთ ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და სამ­შვი­დო­ბოს გა­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, შემ­დეგ კი 2012 წელს და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი.“

“ქვეყ­ნის ომის ქარ­ცე­ცხლში გახ­ვე­ვის მო­სურ­ნე­ე­ბი, შიდა თუ გარე მტრე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი ელო­დე­ბი­ან უმ­ცი­რეს შანსსაც კი, რომ რო­გორ­მე ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგენ­ტუ­რით შეც­ვა­ლონ, რაც პირ­და­პირ ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბომ­ბე­ბის წვი­მას და ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას. იო­ტი­სო­დე­ნა შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბაც არ გვაქვს - ხალ­ხის მიერ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მი­ცე­მუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ხმა, თი­თო­ე­უ­ლი მან­და­ტი არის მშვი­დო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ...“ - ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა

“იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ...“ - ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა

“განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის, სახელმწიფოსა და კერძო ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში, ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც, ხელისუფლებაც და ინვესტორიც კმაყოფილია,“ - განაცხადა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.

“მიუხედავად ბევრჯერ თავს დამტყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად, ხელუხლებლად შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები. შეუძლებელია კავკასიონის ამაყად მდგარ თვალუწვდენელ მწვერვალებს უცქერდე და არ გაღელვებდეს იმაზე ფიქრი, ღმერთისგან ნაბოძები ეს საჩუქარი რამდენი ჭირისა და ლხინის, საგმირო ისტორიის მომსწრე ყოფილა.

ქართველების ერთ-ერთი სიძლიერეც ხომ სწორედ ეს არის - მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხი, რომელიც ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაჭულ სიდინჯესა და შრომისმოყვარეობას, სვანურ სიმამაცესა და სამართლიანობას, ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობას და მიზანდასახულობას, სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უამრავ ლამაზ ტრადიციას იტევს. სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ, არ მოვუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათ დანატოვარზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • მისი თქმით, 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული პირობა შესრულდა და 2012 წელთან შედარებით დღეს ბევრად მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, ადგილობრივებს ხელი ააღებინა საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან.

“როდესაც 12 წლის წინ, 2012 წლის 27 აგვისტოს აქ, ამ ადგილზე პირველად შეგხვდით, იმ პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებზე ვსაუბრობდით, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეუქმნა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, როგორ იფლანგებოდა ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც აქაურობას გააჩნია. სამკურნალო წყლებით, უნიკალური ჯიშის მცენარეებით, მსოფლიოში გამორჩეული ვაზის ჯიშებით განთქმული და მდიდარი კუთხეები, უდიდესი ტურისტული პოტენციალის მატარებელი მხარეები როგორ ნადგურდებოდა, აქაურობას როგორ იყენებდა პირადი სარგებლისა და ინტერესებისთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ვიწრო ჯგუფი, მოსახლეობას კი ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახლ-კარის, მიწის დატოვება და სხვაგან გადასახლება ესახებოდა.

მე მაშინ დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება აქაურობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა, საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებდა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსსა და მისგან მიღებულ შეღავათებს, მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, შიდა თუ მაგისტრალურ გზებს და განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდნენ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, 2012 წელთან შედარებით დღეს რამდენჯერ მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, რამდენ ადგილობრივს ააღებინა ხელი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან. როგორ მოწესრიგდა, რა მნიშვნელობისა და რაოდენობის გზა გაკეთდა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი არსებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

საკუთარი თვალით ხედავთ, რომ მიტოვებულმა სოფლებმა და დაბებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, გაჩნდა შესაძლებლობა, გამორჩეული კურორტები ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დაცვით ისე გაშენდეს, რომ ადგილობრივ უნიკალურ ეკოსისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. 12 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს ბევრად დიდი ფასი აქვს მსოფლიოში აღიარებულ ხვანჭკარას, უნიკალურ მუჯურეთულსა თუ ალექსანდროულს და მათგან დამზადებულ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ბიძინა ივანიშვილის თქმით, მომდევნო 4 წლის მანძილზე “ქართული ოცნება“ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და ადგილობრივების კეთილდღეობაზე, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და კიდევ უფრო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს.

“ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვებს, თუმცა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.

“როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

“საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება. აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობის მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას - ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • “არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება.“

“12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.“

“ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს - ხალხის მიერ “ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.