მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უკეთესის ძიებაში შეიძლება უარესი მივიღოთ - სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ მოხდება!“ - ირაკლი ღარიბაშვილი
“უკეთესის ძიებაში შეიძლება უარესი მივიღოთ - სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ მოხდება!“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ამ­ბრო­ლა­ურ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ამომ­რჩე­ველს მი­მარ­თა.

“ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბას შო­რის რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ბან­დამ ჩა­ი­დი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად, რომ­ლის პა­ტი­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! - არა­თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ უნდა მო­ვუშ­ვათ აღა­რა­სო­დეს, არა­მედ სა­მუ­და­მოდ უნდა აეკ­რძა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ასეთ მო­ღა­ლა­ტე პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ვინც ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა, გა­ა­ჩუ­ქა და გა­ყი­და“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე, არ­ცერ­თი მმარ­თვე­ლის დროს არ ყო­ფი­ლა ასე­თი ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი.

“დღეს თქვენს წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, თავს არ შე­გა­წყენთ და არ ჩა­მოვ­თვლი იმ სი­კე­თე­ებს, რაც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის და ჩვე­ნი ლი­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ რე­გი­ონს, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით და რო­გორ შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ, რამ­დენ­ჯერ გა­უმ­ჯო­ბეს­და სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა სფე­რო­ში, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ დღე­ვან­დელ გა­მოს­ვლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და და­ვუთ­მო ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ მიღ­წე­ვას, რაც სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბამ მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს - ეს არის მშვი­დო­ბა!

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე, არ­ცერ­თი მმარ­თვე­ლის დროს არ გვქო­ნია ასე­თი ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი. ბოლო 12 წე­ლია ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო და უწყვე­ტი მშვი­დო­ბა, არ გვქო­ნია ომი, არ დაგ­ვი­კარ­გავს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რაც არას­დროს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, არ­ცერ­თი მმარ­თვე­ლის დროს არ მომ­ხდა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში! 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და ხალ­ხმა გა­და­ი­ტა­ნა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რე­ვო­ლუ­ცია, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ომე­ბი აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში, დავ­კარ­გეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, დავ­კარ­გეთ ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი და გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათას მო­ქა­ლა­ქეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლო­ბა­ში უწევს ცხოვ­რე­ბა, გა­მო­ვი­ა­რეთ უკი­დუ­რე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და სი­დუ­ხ­ჭი­რე, სა­ა­კაშ­ვი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, ჩაგ­ვრა, უსა­მარ­თლო­ბა, ხალ­ხის და­ხოც­ვა, ტან­ჯვა, წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, მე­დი­ის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ჩახ­შო­ბა და მუდ­მი­ვი, უწყვე­ტი ქა­ო­სი, უსა­მარ­თლო­ბა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა...

და მა­ინც ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბას შო­რის რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ბან­დამ ჩა­ი­დი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად, რომ­ლის პა­ტი­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

ამ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ომი არ იყო გარ­და­უ­ვა­ლი და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ რაც ბევ­რჯერ მით­ქვამს: მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ეს ომი არ მოხ­დე­ბო­და! ახლა, როცა უკვე ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰა­ა­გა­ში და სტრას­ბურ­გში მო­ვი­გეთ აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ცე­სი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, მა­გა­ლი­თად რა­ტომ არ აა­ცი­ლა თა­ვი­დან ეს ომი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს, რა­ტომ გა­დად­გა ასე­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის შე­დე­გე­ბის გათ­ვლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო და პა­ტა­რა ბავ­შვიც კი მიხ­ვდე­ბო­და რას გა­მო­იწ­ვევ­და მისი ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი, უგუ­ნუ­რი და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი...

  • ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, “26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა აირ­ჩი­ოს ან ომი და ქვეყ­ნის პო­ლი­გო­ნად გა­დაქ­ცე­ვა, ან მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა“.

“26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი ეს არის გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა მშვი­დო­ბის­თვის. 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა აირ­ჩი­ოს ან ომი და ქვეყ­ნის პო­ლი­გო­ნად გა­დაქ­ცე­ვა, ან მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა! კი­დევ ვი­მე­ო­რებ: უკე­თე­სის ძი­ე­ბა­ში უა­რე­სი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ... ჩვენ გვჯე­რა ჩვე­ნი ხალ­ხის სიბ­რძნის, ამი­ტომ ყვე­ლა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე! უნდა გა­მო­ვი­დეთ, ერ­თად დავ­დგეთ და კი­დევ ერთხელ უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ქვე­ყა­ნა! 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა ვი­ზე­ი­მოთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და ხალ­ხის დიდი გა­მარ­ჯვე­ბა!

სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი არ მოხ­დე­ბა! ჩვენ ბო­ლომ­დე და­ვი­ცავთ ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს, და ამ მო­ღა­ლა­ტე­ებს და გამ­ყიდ­ვე­ლებს მე­ო­რედ არ და­ვან­გრე­ვი­ნებთ და არ გა­ვა­ნად­გუ­რე­ბი­ნებთ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს!“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ავტორი:

“უკეთესის ძიებაში შეიძლება უარესი მივიღოთ - სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ მოხდება!“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“უკეთესის ძიებაში შეიძლება უარესი მივიღოთ - სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ მოხდება!“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამომრჩეველს მიმართა.

“ყველა ბოროტებას შორის რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად, რომლის პატიება არ შეიძლება! - არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ აღარასოდეს, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ასეთ მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დაკარგა, გააჩუქა და გაყიდა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ ყოფილა ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.

“დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავს არ შეგაწყენთ და არ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა საქართველოს თითოეულ რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვახსოვს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რამდენჯერ გაუმჯობესდა სიტუაცია ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევას, რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას თითოეულ მოქალაქეს - ეს არის მშვიდობა!

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ბოლო 12 წელია ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რაც არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა საქართველოში! 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში უწევს ცხოვრება, გამოვიარეთ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირე, სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ხალხის დახოცვა, ტანჯვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და მუდმივი, უწყვეტი ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობა...

და მაინც ყველა ბოროტებას შორის რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად, რომლის პატიება არ შეიძლება!

ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ომი არ იყო გარდაუვალი და კიდევ გავიმეორებ რაც ბევრჯერ მითქვამს: მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ეს ომი არ მოხდებოდა! ახლა, როცა უკვე ჩვენმა ხელისუფლებამ ჰააგაში და სტრასბურგში მოვიგეთ აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყველა პროცესი, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, მაგალითად რატომ არ ააცილა თავიდან ეს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რატომ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლის შედეგების გათვლა ძალიან მარტივი იყო და პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა რას გამოიწვევდა მისი ავანტიურისტული, უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯები...

  • ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება“.

“26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ... ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე! უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ “ქართული ოცნების“ და ხალხის დიდი გამარჯვება!

სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება! ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებინებთ ქვეყანას და ხალხს!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.