პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავი­ა­კომ­პა­ნია Air France-ი აცხა­დებს, რომ თელ-ავი­ვი­სა და ბე­ი­რუ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით დღეს და ხვალ ფრე­ნებს აჩე­რებს.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, შე­ზღუდ­ვა, შე­საძ­ლოა, გაგ­რძელ­დეს იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­ი­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია Al Arabiya იუ­წყე­ბა, რომ ბე­ი­რუ­თის აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია და რომ ზო­გი­ერ­თი ავი­ა­რე­ი­სი იორ­და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ამან­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს.

შე­გახ­სე­ნებთ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით, სამ­ხრეთ ლი­ბან­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი „ჰეზ­ბო­ლას“ კუთ­ვნი­ლი სა­რა­კე­ტო გამ­შვე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრე­ვენ­ცი­უ­ლი დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მას შემ­დეგ, რაც „ჰეზ­ბო­ლას“ მიერ ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს. „ჰეზ­ბო­ლამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ 320-ზე მეტი რა­კე­ტა და დრო­ნე­ბი გა­ის­რო­ლა, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით კი დაჯ­გუ­ფე­ბამ თავ­დას­ხმის დროს, და­ახ­ლო­ე­ბით, 210 რა­კე­ტა და 20 დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შე­ა­ჩე­რეს, ზო­გი­ერ­თმა კი და­ზი­ა­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბევ­რი რა­კე­ტა ღია ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.

ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.

ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.