ავტორი:

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი საკუთარი აგარაკის ეზოში დაკრძალეს

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი საკუთარი აგარაკის ეზოში დაკრძალეს

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი საკუთარი აგარაკის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას დელონის ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ალენ დელონის ანდერძის თანახმად, მას არ სურდა დაკრძალვის ცერემონია მასშტაბური ყოფილიყო, სწორედ ამიტომ ყველაფერი უახლოესი ადამიანების წრეში შედგა.

ცნობისთვის, ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალენ დელონი მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობი იყო. 88 წლის ლეგენდაზე ბოლო დროს შვილები ზრუნავდნენ და დროდადრო საზოგადოებას ახალ ფოტოებს და ვიდეო კადრებს უზიარებდნენ.

დელონის ოჯახური სიტუაცია საფრანგეთში ტაბლოიდური პრესის პირველ გვერდებზე ხშირად ხვდებოდა. მიზეზი მის შვილებს შორის არსებული სასამართლო დავაა.

გარდა ამისა, 88 წლის ალენ დელონის შვილებს სამართლებრივი დავა ჰქონდათ მის მომვლელთან და ამბობდნენ, რომ ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, მომვლელი ცდილობდა ალენ დელონის ნდობა მოეპოვებინა და ამბობდა, რომ მსახიობთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.