უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ 115 ჩვენი დამცველი დღეს სახლში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში ჩართულ გუნდს, პარტნიორებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.