ავტორი:

ჰოლივუდის ვარსკვლავის დაუჯერებელი ცვლილება და ტრაგიკული ცხოვრება - როგორ გამოიყურება ულამაზესი ამანდა ბაინსი დღეს: "ის ქუჩაში შიშველი ნახეს და..." (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავის დაუჯერებელი ცვლილება და ტრაგიკული ცხოვრება - როგორ გამოიყურება ულამაზესი ამანდა ბაინსი დღეს: "ის ქუჩაში შიშველი ნახეს და..." (ფოტოები)

ამანდა ბაინსი 2000-იან წლებში ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გოგონად ითვლებოდა. Nickelodeon-ის ვარსკვლავს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა მისი წარმატება ხანმოკლე, ცხოვრება კი ტრაგიკული აღმოჩნდა.

  • რა დაემართა ბაინსს და როგორ ცხოვრობს ახლა? - მედიაში გოგონას შესახებ სკანდალური ინფორმაციები ხშირად ვრცელდება.

ამანდა ბაინსი ცნობილი 2005 წელს გახდა კომედიის She's the Man-ის წყალობით, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა.

ფილმი ბესტსელერად იქცა და მაყურებელს სწრაფად შეუყვარდა გოგონა მისი ქარიზმის, კომედიური ნიჭის და მიმზიდველი გარეგნობის გამო.

მალე თავს უზარმაზარი პოპულარობა დაატყდა, უამრავი კონტრაქტი, შემოსავალი და სრული თავისუფლება. ამ ყველაფერმა 18 წლის გოგონა რთული გამოცდის წინაშე დააყენა, რამაც საბოლოოდ იძულებული გახადა სამსახიობო კარიერა დაესრულებინა.

  • ეკრანიდან გამქრალი ამანდას შესახებ პერიოდულად საშინელი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ცნობილი გახდა, რომ მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, დაავადებული იყო ფსიქიკურად.

ბაინსს სიმთვრალის გამო, რამდენჯერმე ავარია მოუვიდა, ამის გამო, მართვის მოწმობა ჩამოართვეს და სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

გოგონამ ასევე არაეთიკური განცხადებები გააკეთა ცნობილ ვარსკვლავებზე და პოლიტიკოსებზე, მისი მსხვერპლები აღმოჩნდნენ: რიანა, დრეიკი, ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი.

2014 წლის შემოდგომაზე ამანდა ბაინსმა მკურნალობა დაიწყო ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, იძულებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ამანდა ბაინსს მოუწია სკანდალურ პროდიუსერ დენ შნაიდერთან მუშაობა. მოგვიანებით მსახიობმა სხვა კოლეგებთან ერთად განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე ტოქსიკური და შეურაცხმყოფელი ატმოსფერო სუფევდა.

2010 წელს ბაინსმა შოკში ჩააგდო საზოგადოება თავისი აღიარებით. მსახიობმა რეაბილიტაციის დროს Twitter-ის საიდუმლო ანგარიში გახსნა ფსევდონიმით ეშლი ბენქსი. ამანდამ ყალბ პროფილზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან მიანიშნა, რომ 13 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც აბორტი გაიკეთა.

მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ბაინსი პროდიუსერ დენ შნაიდერს გულისხმობდა, რომელიც მოგვიანებით სექსუალური სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მსახიობი ზუსტად 13 წლის იყო, როცა შნაიდერთან დაიწყო მუშაობა.

2020 წელს ვარსკვლავმა გამოაცხადა, რომ შეწყვიტა არალეგალური ნივთიერებების მოხმარება და პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ ცხოვრებაზე.

ის ასევე გეგმავდა საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას და სწავლის დასრულებას მოდის ინსტიტუტში, რომელიც შფოთვის გამო, იძულებული გახდა მიეტოვებინა.

2021 წელს მსახიობი კვლავ შეეხმიანა თავის გამომწერებს და გამოაცხადა, რომ თავის შეყვარებულ პოლ მაიკლზე დაინიშნა, რომელიც ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრაზე გაიცნო.

თაყვანისმცემლები ამანდას შეცვლილმა იმიჯმა შოკში ჩააგდო: ერთ დროს ულამაზესი ამანდა, მათ სახეზე ტატუთი, შესამჩნევად მომატებული წონით და უცნაური ვარცხნილობით გამოეცხადა. ამანდამ ასევე განაცხადა, რომ ორსულად იყო.

გულშემატკივრებმა მაინც გაიხარეს, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ორსულობა ფიქტიური იყო და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გამქრალა.

2023 წელს 2000-იანი წლების ვარსკვლავმა გააუქმა ნიშნობა საყვარელ მამაკაცთან, რომელსაც მანამდე თავისი ცხოვრების სიყვარულს უწოდებდა.

იმავე წლის ივნისში ბაინსი კვლავ პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ლოს-ანჯელესში, ქუჩაში შიშველი იპოვეს.

იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტმა მისი მდგომარეობა შეაფასა და გადაწყვიტა, რომ ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი იყო.

დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ამანდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან კარგ ამბებს გოგონასგან და ეკრანზე მის დაბრუნებას.