თბილისში ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრან პრი მიმდინარეობს. შეჯიბრზე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟიც გამოჩნდა და როგორც ირკვევა, მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში საპატიო პირველი სვლა სწორედ მან გააკეთა.
"თბილისში, მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა", - ვკითხულობთ ჭადრაკის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს ცოტნე ივანიშვილის ფოტო.