ავტორი:

"დავინახე რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი სისხლის გუბეში იყო" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გერმანიაში თავდასხმის შესახებ და რას ჰყვებიან თვითმხილველები (ფოტოები)

"დავინახე რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი სისხლის გუბეში იყო" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გერმანიაში თავდასხმის შესახებ და რას ჰყვებიან თვითმხილველები (ფოტოები)

გერმანიაში, ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე არ არის დაკავებული.

  • "ფესტივალზე ვიყავი და დავინახე, როგორ დაეცა უგონოდ ადამიანი ჩემგან სულ რაღაც ერთ მეტრში, მოვბრუნდი და დავინახე, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი სისხლის გუბეში იყო", - ჰყვება ადგილობრივ მედიასთან ერთ-ერთი თვითმხილველი.

Bild-ის ცნობით, პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს.

"გვინდა, რომ დამნაშავის ზუსტი აღწერა გვქონდეს. ეს რთულია, რადგან მოწმეები შოკში არიან და ან ამ წუთებში ვერ საუბრობენ. ვვარაუდობთ, რომ საქმე ერთ თავდამსხმელთან გვაქვს, ის ახლა გაქცეულია და ვერ ვიტყვით, რომ საშიში არ არის", - აცხადებს პოლიციის სპიკერი.

პოლიცია ზოლინგენის მოქალაქეებს ურჩევს, სახლებში დარჩნენ, მათივე თქმით, ამ ეტაპზე თავდამსხმელის მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, შემთხვევა ქალაქ ზოლინგენში მოხდა, როდესაც ზოლინგენის მოსახლეობა ქალაქის 650 წლის იუბილეს აღნიშნავდა.