საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მომიკლა შვილი? გამოვა ციხიდან და მზეს დაინახავს" - უმძიმესი კადრები სასამართლოდან: რა თქვა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა და რა რეაქცია მოჰყვა განაჩენს?
"რატომ მომიკლა შვილი? გამოვა ციხიდან და მზეს დაინახავს" - უმძიმესი კადრები სასამართლოდან: რა თქვა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა და რა რეაქცია მოჰყვა განაჩენს?

მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ და­ნა­შა­უ­ლის გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 20 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა.

"ჩემ მე­უღ­ლეს წა­ვარ­თვი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ჩემი შვი­ლის დე­დას წა­ვარ­თვი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ჩემ შვილს წა­ვარ­თვი დე­დის ყო­ლის, დე­დის სიყ­ვა­რუ­ლის უფ­ლე­ბა, რაც ძნე­ლია. თავს არა­ნა­ი­რად არ ვი­მარ­თლებ, არც თა­ვის არი­დე­ბას ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ მინ­და იცო­დეთ, რომ საღ გო­ნე­ბა­ზე ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი.

ეს არის ჩემი სა­ბო­ლოო სი­ტყვა, და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ. რაც პრო­კუ­რორ­მა ისა­უბ­რა, მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბია უბ­რა­ლოდ. გა­ნა­ჩენს სა­ნამ გა­მო­ი­ტანთ, მინ­და იცო­დეთ თქვენც და ყვე­ლამ, რომ საღ გო­ნე­ბა­ზე ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, გენ­დე­რის ნიშ­ნით მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ არ­სე­ბობ­და, რის გა­მოც კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი ამ ნა­წილ­ში დამ­ნა­შა­ვედ არ იქნა ცნო­ბი­ლი.

ასა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა მოკ­ლუ­ლის დე­დის მხრი­დან, რო­მელ­მაც სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის მერე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. მოკ­ლუ­ლის დედა აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლი გენ­დე­რის ნა­წილ­შიც უნდა ეცნო დამ­ნა­შა­ვედ.

“20 წლის მერე ვინ მო­მიყ­ვანს ჩემ შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავ­რდე­ბუ­ლი] გა­მო­ვა და მზეს და­ი­ნა­ხავს. უვა­დოს ვი­თხოვ­დი და ვი­თხოვ, ეს ასე არ დამ­თავ­რდე­ბა, გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, იმი­ტომ რომ ჩემი შვი­ლი 6 წლის უნა­ხა­ვი მყავ­და და აწი სულ ვე­ღარ ვნა­ხავ. თქვენ იცით რომ სუ­რა­თებს ვე­ფე­რე­ბი?

სცე­ნა­რი, რა­ღაც სპექ­ტაკ­ლე­ბი დად­გეს, ვი­თომ გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და. ჯერ რა­ტომ მიკ­ლავ­და შვილს, მი­თხა­რით მი­ზე­ზი, სულ არ სჭირ­დე­ბო­და ჩემ შვილს დახ­მა­რე­ბა და საშ­ვე­ლად სირ­ბი­ლი. მაგ არა­კაცს ვინ მის­ცა ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის უფ­ლე­ბა? დღეს სა­მარ­ცხვი­ნოდ იბ­რძვი­ან, რომ სას­ჯე­ლი შე­უმ­სუ­ბუ­ქონ. ჩემ­თვის ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა ჯო­ჯო­ხე­თია. რა­ტომ მო­მიკ­ლა შვი­ლი, მი­ზე­ზი მი­თხრას”, - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ვარ­კე­თილ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში მოხ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს და­ნით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 19 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის “კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რატომ მომიკლა შვილი? გამოვა ციხიდან და მზეს დაინახავს" - უმძიმესი კადრები სასამართლოდან: რა თქვა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა და რა რეაქცია მოჰყვა განაჩენს?

"რატომ მომიკლა შვილი? გამოვა ციხიდან და მზეს დაინახავს" - უმძიმესი კადრები სასამართლოდან: რა თქვა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა და რა რეაქცია მოჰყვა განაჩენს?

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა.

"ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი.

ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, - განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

ასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა მოკლულის დედის მხრიდან, რომელმაც სხდომათა დარბაზი განაჩენის გამოცხადების მერე პროტესტის ნიშნად დატოვა. მოკლულის დედა აცხადებს, რომ სასამართლოს ბრალდებული გენდერის ნაწილშიც უნდა ეცნო დამნაშავედ.

“20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემ შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ეს ასე არ დამთავრდება, გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა და აწი სულ ვეღარ ვნახავ. თქვენ იცით რომ სურათებს ვეფერები?

სცენარი, რაღაც სპექტაკლები დადგეს, ვითომ გადარჩენას ცდილობდა. ჯერ რატომ მიკლავდა შვილს, მითხარით მიზეზი, სულ არ სჭირდებოდა ჩემ შვილს დახმარება და საშველად სირბილი. მაგ არაკაცს ვინ მისცა ჩემი შვილის სიცოცხლის ხელყოფის უფლება? დღეს სამარცხვინოდ იბრძვიან, რომ სასჯელი შეუმსუბუქონ. ჩემთვის ყოველი დღის გათენება ჯოჯოხეთია. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, - განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.