მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამერიკის გარეშე არ მოხდება" - როგორ აფასებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებს ექსპერტები
"ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამერიკის გარეშე არ მოხდება" - როგორ აფასებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებს ექსპერტები

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისევ "ქუდ­ზე კაცი“ მო­იხ­მო.

"26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა იქ­ცეს ნი­ურნ­ბერ­გი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“, სა­დაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა უსამ­შობ­ლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ამ ერ­თი­ა­ნო­ბას სა­თა­ნა­დო გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტანს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

"ქუდ­ზე კაცი“ იხ­მეს ასე­ვე პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, ასე­ვე მმარ­თვე­ლი გუნ­დის დე­პუ­ტატ­მა - მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

"რე­ი­ტინ­გი გვაქვს 60%, ქუდ­ზე კაცი გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ მი­ვი­ღოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, ეს არის ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი და ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს ამ მიზ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად“, - ეს გან­ცხა­დე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ეკუთ­ვნის. რაც შე­ე­ხე­ბა მიზ­ნებს, რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მათი მიზ­ნე­ბი­ცა და ამო­ცა­ნე­ბიც მათ სა­არ­ჩევ­ნო მო­წო­დე­ბა­შია გა­ცხა­დე­ბუ­ლი: მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ. მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა ჩვენს ოს და აფხაზ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად ერ­თი­ა­ნი ღირ­სე­უ­ლი ქვეყ­ნის შე­ნე­ბა“.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი და გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გახ­მო­ვა­ნე­ბულ და­პი­რე­ბებ­სა და და­ნა­ქად­ნებ­ზე სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს გვი­ზი­ა­რე­ბენ.

მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი:

- პირ­და­პირ გე­ტყვით, თქვენს მიერ ნახ­სე­ნე­ბი არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის გან­ცხა­დე­ბას არ გან­ვი­ხი­ლავ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და. იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ ის არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი. სხვა და­ნარ­ჩე­ნებს შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის როლი აქვთ. მრჩევ­ლებ­საც ვერ ვხე­დავ, ვერ ვა­ტყობ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მრჩევ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით სარ­გებ­ლობ­დეს. ძა­ლი­ან ტრი­ვი­ა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­აა - ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი აი­სა­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოქ­მე­დე­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რა­დღე­ბას მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს ვაქ­ცევ. მას დიდი შეც­დო­მა მო­უ­ვი­და, რო­დე­საც ფსო­ნი ტრამპზე დადო. მე ვფიქ­რობ, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ში ტრამ­პის ხსე­ნე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ვი­ნა­ი­დან მიხ­ვდა, რომ ტრამ­პის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ნა­მი­კა პრე­ზი­დენ­ტო­ბით ვერ დას­რულ­დე­ბა. ვფიქ­რობ, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კონ­ტურს შე­ეშ­ვე­ბა, დი­დად არ უყ­ვარს რის­კი. ახლა ძი­რი­თა­დად ოჯა­ხის სიწ­მინ­დე­სა და ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე ისა­უბ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის საკ­ვან­ძო "მე­სი­ჯებს“, ის ადეკ­ლა­რი­რებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბა არ უნდა უნ­დო­დეს. რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი და­სუს­ტე­ბის ტრენ­დი შე­უქ­ცე­ვა­დია და ამ ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო ტენ­დენ­ცი­ას ივა­ნიშ­ვი­ლიც ხე­დავს. იმა­საც ხვდე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის თე­მა­ზე რუ­სეთ-ამე­რი­კის და­ზა­ვე­ბის შემ­დეგ, ერთი ერ­თზე შერ­ჩე­ბა ამე­რი­კულ ელი­ტას, რო­მელ­საც ხელ-ფეხი ექ­ნე­ბა გახ­სნი­ლი, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ივა­ნიშ­ვილს ამე­რი­კის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­ლა­გებ­ლად სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ფერ­ში გა­მო­ად­გე­ბა. მას დე­კო­რა­ცი­ულ დო­ნე­ზე დად­გმუ­ლი, კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო აწყობს.

- დე­კო­რა­ცი­ულ დო­ნე­ზე დად­გმუ­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რაში უნდა გა­მო­ად­გეს?

- იმი­სათ­ვის, რომ ან­ტი­რუ­სუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბით, ლან­გარ­ზე და­დე­ბუ­ლი მი­არ­თვას ამე­რი­კის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, იმ დათ­ქმე­ბით, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულ და პრო­და­სავ­ლურ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის თა­ვად არ­ჩევ­ნე­ბის ფა­ზას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი არ­ჩევ­ნე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, ამე­რი­კუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ზედ­დე­ბუ­ლია. ამე­რი­კე­ლებს არ აინ­ტე­რე­სებთ, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რია რო­გორ ლაგ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­ჩევ­ნე­ბის ფაზა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ა­გო­როს და სა­კუ­თარ საქ­მე­ებ­ში ჩა­ძი­რულ ამე­რი­კას მთლად წი­თე­ლი ნა­ჭე­რი არ უფ­რი­ა­ლოს ცხვირ­წინ. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამე­რი­კის ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დიქ­ტა­ტუ­რის გზა­ზე დამ­დგარ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რად არ აღიქ­ვას. ამის­თვის რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტროს მი­უგ­დებს ოპო­ზი­ცი­ას და ამით შე­ეც­დე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­თა­მა­შე­ბას. არ ვიცი, ეს ფან­დი გაჭ­რის თუ არა, ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ამის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობს.

- რაც შე­ე­ხე­ბა, და­ნარ­ჩენ პო­ლი­ტი­კურ მე­სი­ჯებს, მათ შო­რის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­პი­რე­ბა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის­თვის გა­დაგ­დე­ბუ­ლი სა­ტყუ­ა­რაა?

- რა თქმა უნდა, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სურ­ვი­ლია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ცდი­ლობს სა­არ­ჩევ­ნო თე­მა­ტი­კის ამ კონ­ტექ­სტით დატ­ვირ­თვას, მაგ­რამ მის ხელ­ში არ არის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის კო­ზი­რი. ეს სა­კი­თხი მთლი­ა­ნად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბის ხა­რისხთან. რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბის ბერ­კე­ტე­ბი მხო­ლოდ ამე­რი­კის ხელ­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ხელ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ ეს კო­ზი­რი. მე მაქვს კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კე­ლებს არ სურთ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თი თა­ნახ­მაა დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს. ვფიქ­რობ, რომ კურსკის მოვ­ლე­ნე­ბიც ამ კონ­ტექ­სტში ჯდე­ბა. მე ად­რეც მით­ქვამს, რომ რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბის მიზ­ნით ამე­რი­კა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ აა­მოქ­მე­დებ­და ბერ­კე­ტებს, რათა რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბა დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­და­ტის აქ­ტივ­ში ჩაჯ­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ და ირი­ბად ებ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხსაც. წე­სით, ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა ხვდე­ბო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ამე­რი­კის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბა. ამი­ტომ, თუ ის ღიად ამ­ბობს, რომ მისი პრი­ო­რი­ტე­ტია და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, მა­შინ ფა­რუ­ლად ამე­რი­კას­თან უნდა ცდი­ლობ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას.

ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო, რო­გორც ჩანს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იქ­ნე­ბა მისი რჩე­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­მი­ე­რი ის იქ­ნე­ბა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა ლი­დე­რებს ახა­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამთ. მათი მე­სი­ჯ­ბოქ­სი არ იც­ვლე­ბა - ფსევ­დო რე­ლი­გი­უ­რი, ურა­პატ­რი­ო­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­ხე­ლით აპი­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას. ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ, რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და, გა­რე­ჯი რომ სა­ქარ­თვე­ლოა, ყვე­ლას რო­გორ და­ა­ვი­წყდა. მათი ამო­ცა­ნაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გზით, ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხის ტვი­ნე­ბის გა­მო­რე­ცხვის მცდე­ლო­ბაც. ხალ­ხს პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგს ვერ სთა­ვა­ზო­ბენ და ისევ მტრის ხატ­ზე აგე­ბენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. ერ­თა­დერ­თი სი­ახ­ლე ის არის, რომ და­ვი­ნა­ხე რა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დია ვი­ხი­ლეთ, ორი ტრი­ბუ­ნის სა­ხით. ამით ივა­ნიშ­ვილ­მა გვაჩ­ვე­ნა თუ რო­გორ ეში­ნია - და­სავ­ლე­თის, რუ­სე­თის, ოპო­ზი­ცი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ის...

ახლა გა­ირ­კვა, რომ სა­კუ­თა­რი გუნ­დი­საც ეში­ნია. ე.ი. ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მან გა­მო­ზარ­და ურჩხუ­ლი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს ის შე­ჭა­მოს.

მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა. ე.ი. ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვი­თომ მმარ­თვე­ლი ღია ტრი­ბუ­ნას­თან იდგა და არა­ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და­ჯავ­შნულ შუ­შის სარ­კო­ფაგ­ში იჯდა. ამ კაც­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ სა­კუ­თა­რი ში­შე­ბის და შფო­თე­ბის პა­ტი­მა­რია. მე სულ ვამ­ბობ­დი, ამ ქვეყ­ნის მარ­თვას ორი პა­ტი­მა­რი ცდი­ლობს-მეთ­ქი. მარ­ტო მიშა კი არა, ბი­ძი­ნაც პა­ტი­მა­რია, მისი ოქ­როს გა­ლი­აც სა­პა­ტიმ­როა.

- სი­ტყვის გა­მოს­ვლის წინ ხელი მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძეს ჩა­მო­არ­თვა, ეს მხო­ლოდ შემ­თხვე­ვის ამ­ბა­ვია და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ზე ახ­ლოს იდგა?

- ივა­ნიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვით არა­ფერს აკე­თებს. ის კო­ბა­ხი­ძის გარ­და აღა­რა­ვის ენ­დო­ბა.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მარ­თლაც მო­ი­პო­ვოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა და ივა­ნიშ­ვილ­მა და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყოს, ანუ მის­თვის არა­სა­სურ­ველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას სა­თა­ნა­დო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნოს?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, მას თუ ვინ­მეს დას­ჯა უნ­დო­და, ამას 2013 წელს გა­ა­კე­თებ­და. მისი და­პი­რე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტანს, არის ფარ­სი. ამ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბით ის ხარკს უხ­დის ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნილ აგ­რე­სორ კომ­ფორ­მის­ტებს. რაღა დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“? თით­ქოს სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ უდი­დე­სი ტრა­გიზ­მიც ახ­ლავს. ამ ადა­მი­ანს კარ­გის გა­კე­თე­ბა რომ აღარ შე­უძ­ლია, ეს უკვე ფაქ­ტია. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­გორ უნდა მო­ვიდ­ნენ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით? ესე­ნი ისე უბე­რა­ვენ, უკვე იმა­შიც მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ. ნა­ხეთ, რა სა­ნა­ხა­ვე­ბი იყ­ვნენ, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე? რაც თქვა ივა­ნიშ­ვილ­მა, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა ყვე­ლამ, თით­ქოს მანტრებს ამ­ბობ­დნენ. ამ ერთ კაცს რომ მი­იჩ­ნე­ვენ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის ერ­თა­დერთ გა­რან­ტად, ეს ცალ­კე თე­მაა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­გი­ჟე­თი აქვთ უკვე მო­წყო­ბი­ლი.

- ბა­ტო­ნო გია, რო­დე­საც თქვენ იყა­ვით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდში, მა­შინ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო მის მი­მართ?

- ჩვენ მას­თან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და არა პატ­რონყმუ­რი. ჩვენ ერ­თავ ვმუ­შა­ობ­დით, ვმსჯე­ლობ­დით, ვკა­მა­თობ­დით. მისი სი­ტყვით გა­მოს­ვლის ტექ­სტებს ერ­თად ვად­გენ­დით. შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სი იყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მა­შინ მე­ტყვე­ლებ­და ისე, რო­გორც დღეს ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს, იმე­ტყვე­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამერიკის გარეშე არ მოხდება" - როგორ აფასებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებს ექსპერტები

"ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამერიკის გარეშე არ მოხდება" - როგორ აფასებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებს ექსპერტები

ბიძინა ივანიშვილმა ისევ "ქუდზე კაცი“ მოიხმო.

"26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგი "ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას სათანადო განაჩენს გამოუტანს“, - განაცხადა მან.

"ქუდზე კაცი“ იხმეს ასევე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ასევე მმართველი გუნდის დეპუტატმა - მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ.

"რეიტინგი გვაქვს 60%, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად“, - ეს განცხადება ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება მიზნებს, როგორც პაპუაშვილი ამბობს, მათი მიზნებიცა და ამოცანებიც მათ საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანაა ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი ღირსეული ქვეყნის შენება“.

ანალიტიკოსები მირიან მირიანაშვილი და გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გახმოვანებულ დაპირებებსა და დანაქადნებზე საკუთარ პოზიციებს გვიზიარებენ.

მირიან მირიანაშვილი:

- პირდაპირ გეტყვით, თქვენს მიერ ნახსენები არცერთი პოლიტიკოსის განცხადებას არ განვიხილავ, ბიძინა ივანიშვილის გარდა. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მხოლოდ ის არის გადაწყვეტილებების მიმღები. სხვა დანარჩენებს შემსრულებლების როლი აქვთ. მრჩევლებსაც ვერ ვხედავ, ვერ ვატყობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მრჩევლების დახმარებით სარგებლობდეს. ძალიან ტრივიალური კომბინაციაა - ივანიშვილის განცხადებები აისახება "ქართული ოცნების“ მოქმედებებში. შესაბამისად, ყურადღებას მხოლოდ ივანიშვილის განცხადებებს ვაქცევ. მას დიდი შეცდომა მოუვიდა, როდესაც ფსონი ტრამპზე დადო. მე ვფიქრობ, ივანიშვილის განცხადებებში ტრამპის ხსენება აღარ იქნება. ვინაიდან მიხვდა, რომ ტრამპის პოლიტიკური დინამიკა პრეზიდენტობით ვერ დასრულდება. ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკურ კონტურს შეეშვება, დიდად არ უყვარს რისკი. ახლა ძირითადად ოჯახის სიწმინდესა და ტრადიციულ ფასეულობებზე ისაუბრებს. რაც შეეხება ივანიშვილის საკვანძო "მესიჯებს“, ის ადეკლარირებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაგრამ ჩემი აზრით, სინამდვილეში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არ უნდა უნდოდეს. რუსეთის პოლიტიკური დასუსტების ტრენდი შეუქცევადია და ამ ძალიან თვალსაჩინო ტენდენციას ივანიშვილიც ხედავს. იმასაც ხვდება, რომ უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის დაზავების შემდეგ, ერთი ერთზე შერჩება ამერიკულ ელიტას, რომელსაც ხელ-ფეხი ექნება გახსნილი, პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი პროექტების რეალიზაციისთვის. ივანიშვილს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დასალაგებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერში გამოადგება. მას დეკორაციულ დონეზე დადგმული, კოალიციური ხელისუფლება უფრო აწყობს.

- დეკორაციულ დონეზე დადგმული კოალიციური ხელისუფლება რაში უნდა გამოადგეს?

- იმისათვის, რომ ანტირუსული ტრანსფორმაციებით, ლანგარზე დადებული მიართვას ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, იმ დათქმებით, რომ მომავალში კიდევ უფრო დემოკრატიულ და პროდასავლურ ნაბიჯებს გადადგამს. ივანიშვილისთვის თავად არჩევნების ფაზას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ჩვენი არჩევნები ფაქტობრივად, ამერიკული არჩევნების ზედდებულია. ამერიკელებს არ აინტერესებთ, შიდაპოლიტიკური კულინარია როგორ ლაგდება. შესაბამისად, მისთვის ახლა მნიშვნელოვანია, არჩევნების ფაზა მშვიდობიანად გადააგოროს და საკუთარ საქმეებში ჩაძირულ ამერიკას მთლად წითელი ნაჭერი არ უფრიალოს ცხვირწინ. მისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დიქტატურის გზაზე დამდგარ პოლიტიკურ ლიდერად არ აღიქვას. ამისთვის რამდენიმე სამინისტროს მიუგდებს ოპოზიციას და ამით შეეცდება კოალიციური ხელისუფლების გათამაშებას. არ ვიცი, ეს ფანდი გაჭრის თუ არა, ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი ამის გაკეთებას ცდილობს.

- რაც შეეხება, დანარჩენ პოლიტიკურ მესიჯებს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება საკუთარი ხალხისთვის გადაგდებული სატყუარაა?

- რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველა ქართველის სურვილია და ბიძინა ივანიშვილიც ცდილობს საარჩევნო თემატიკის ამ კონტექსტით დატვირთვას, მაგრამ მის ხელში არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კოზირი. ეს საკითხი მთლიანად დაკავშირებულია რუსეთის დასუსტების ხარისხთან. რუსეთის დასუსტების ბერკეტები მხოლოდ ამერიკის ხელშია. შესაბამისად, ამერიკის პოლიტიკური ელიტის ხელში უნდა ვეძებოთ ეს კოზირი. მე მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ამერიკელებს არ სურთ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენა. სავარაუდოდ, რუსეთი თანახმაა დათმობაზე წავიდეს. ვფიქრობ, რომ კურსკის მოვლენებიც ამ კონტექსტში ჯდება. მე ადრეც მითქვამს, რომ რუსეთის დასუსტების მიზნით ამერიკა საპრეზიდენტო არჩევნების წინ აამოქმედებდა ბერკეტებს, რათა რუსეთის დასუსტება დემოკრატების კანდიდატის აქტივში ჩაჯდეს. ეს ყველაფერი პირდაპირ და ირიბად ებმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც. წესით, ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამერიკის გარეშე არ მოხდება. ამიტომ, თუ ის ღიად ამბობს, რომ მისი პრიორიტეტია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, მაშინ ფარულად ამერიკასთან უნდა ცდილობდეს ურთიერთობის დალაგებას.

ნიშანდობლივი იყო, როგორც ჩანს ირაკლი კობახიძე იქნება მისი რჩეული, შესაბამისად, "ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერი ის იქნება.

გია ხუხაშვილი:

- არც ბიძინა ივანიშვილს და არც "ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს ახალი არაფერი უთქვამთ. მათი მესიჯბოქსი არ იცვლება - ფსევდო რელიგიური, ურაპატრიოტული განცხადებებით, მშვიდობის შენარჩუნებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელით აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორც არჩევნები დასრულდა, გარეჯი რომ საქართველოა, ყველას როგორ დაავიწყდა. მათი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით, ამას ემსახურება ხალხის ტვინების გამორეცხვის მცდელობაც. ხალხს პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობენ და ისევ მტრის ხატზე აგებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ დავინახე რა ცუდ მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, ხელისუფლება. ადამიანური ტრაგედია ვიხილეთ, ორი ტრიბუნის სახით. ამით ივანიშვილმა გვაჩვენა თუ როგორ ეშინია - დასავლეთის, რუსეთის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის...

ახლა გაირკვა, რომ საკუთარი გუნდისაც ეშინია. ე.ი. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მან გამოზარდა ურჩხული, რომელმაც შეიძლება ერთ დღეს ის შეჭამოს.

მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ე.ი. ინსტიტუციური ვითომ მმართველი ღია ტრიბუნასთან იდგა და არაინსტიტუციური, მაგრამ რეალური მმართველი დაჯავშნულ შუშის სარკოფაგში იჯდა. ამ კაცმა საჯაროდ აღიარა, რომ საკუთარი შიშების და შფოთების პატიმარია. მე სულ ვამბობდი, ამ ქვეყნის მართვას ორი პატიმარი ცდილობს-მეთქი. მარტო მიშა კი არა, ბიძინაც პატიმარია, მისი ოქროს გალიაც საპატიმროა.

- სიტყვის გამოსვლის წინ ხელი მხოლოდ კობახიძეს ჩამოართვა, ეს მხოლოდ შემთხვევის ამბავია და იქიდან გამომდინარეობს, რომ უბრალოდ ყველაზე ახლოს იდგა?

- ივანიშვილი შემთხვევით არაფერს აკეთებს. ის კობახიძის გარდა აღარავის ენდობა.

- რამდენად შესაძლებელია, რომ "ქართულმა ოცნებამ“ მართლაც მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ივანიშვილმა დანაპირების შესრულება დაიწყოს, ანუ მისთვის არასასურველ პოლიტიკურ ძალას სათანადო განაჩენი გამოუტანოს?

- გამორიცხულია, მას თუ ვინმეს დასჯა უნდოდა, ამას 2013 წელს გააკეთებდა. მისი დაპირება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ განაჩენს გამოუტანს, არის ფარსი. ამ ცარიელი სიტყვებით ის ხარკს უხდის ჯერ კიდევ შემორჩენილ აგრესორ კომფორმისტებს. რაღა დროს "ნაციონალური მოძრაობაა“? თითქოს სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ უდიდესი ტრაგიზმიც ახლავს. ამ ადამიანს კარგის გაკეთება რომ აღარ შეუძლია, ეს უკვე ფაქტია. ახლა რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, როგორ უნდა მოვიდნენ, საკონსტიტუციო უმრავლესობით? ესენი ისე უბერავენ, უკვე იმაშიც მეპარება ეჭვი, რომ პირველ ადგილზე გავიდნენ. ნახეთ, რა სანახავები იყვნენ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე? რაც თქვა ივანიშვილმა, იგივე გაიმეორა ყველამ, თითქოს მანტრებს ამბობდნენ. ამ ერთ კაცს რომ მიიჩნევენ ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთ გარანტად, ეს ცალკე თემაა. ჩვეულებრივი საგიჟეთი აქვთ უკვე მოწყობილი.

- ბატონო გია, როდესაც თქვენ იყავით ბიძინა ივანიშვილის გუნდში, მაშინ როგორი დამოკიდებულება იყო მის მიმართ?

- ჩვენ მასთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და არა პატრონყმური. ჩვენ ერთავ ვმუშაობდით, ვმსჯელობდით, ვკამათობდით. მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტებს ერთად ვადგენდით. შედეგიც შესაბამისი იყო. ბიძინა ივანიშვილი მაშინ მეტყველებდა ისე, როგორც დღეს ოპოზიცია ცდილობს, იმეტყველოს.