ავტორი:

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - დაკავებულია 3 პირი

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - დაკავებულია 3 პირი

ფონიჭალაში, გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია სამი პირი.

მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.