მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის თავდასხმამდე 5 დღით ადრე შევხვდი ზელენსკის და..." - რა თქვა კამალა ჰარისმა ყრილობაზე და რას გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში
"რუსეთის თავდასხმამდე 5 დღით ადრე შევხვდი ზელენსკის და..." - რა თქვა კამალა ჰარისმა ყრილობაზე და რას გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა კა­მა­ლა ჰა­რის­მა “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ეროვ­ნუ­ლი ყრი­ლო­ბის მე­ო­თხე დღეს პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღო. ყრი­ლო­ბა­ზე მან პი­რო­ბა დადო, რომ ყვე­ლა ამე­რი­კე­ლის პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა.

“ვიცი, რომ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი გვი­ყუ­რებს და მინ­და იცო­დეთ: გპირ­დე­ბით, ვიქ­ნე­ბი ყვე­ლა ამე­რი­კე­ლის პრე­ზი­დენ­ტი. ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლი­ათ მერ­წმუ­ნოთ, რომ ქვე­ყა­ნას და პარ­ტი­ას სა­კუ­თარ თავ­ზე მაღ­ლა და­ვა­ყე­ნებ“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

მისი თქმით, იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არის რე­ა­ლის­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლი და აქვს საღი აზრი.

“იმის­თვის რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო ამე­რი­კის წმინ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­დან თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­და­ცე­მამ­დე, მე ვიქ­ნე­ბი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გვა­ერ­თი­ა­ნებს ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი მის­წრა­ფე­ბე­ბის გარ­შე­მო. პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს და უს­მენს, რო­მე­ლიც არის რე­ა­ლის­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლი და აქვს საღი აზრი და ყო­ველ­თვის იბ­რძვის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა კა­მა­ლა ჰა­რის­მა.

  • ჰა­რისს არც მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტი და­ვი­წყე­ბია. მისი თქმით, “დო­ნალდ ტრამ­პი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ თეთრ სახ­ლში მისი დაბ­რუ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უკი­დუ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა“.

ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით, დო­ნალდ ტრამ­პი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ დო­ნალდ ტრამ­პის თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უკი­დუ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა”, - ჰა­რი­სის თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი 2020 წელს, რო­დე­საც წა­ა­გო.

“დო­ნალდ ტრამ­პი ცდი­ლობ­და, თქვე­ნი ხმე­ბი მო­ეს­რო­ლა, რო­დე­საც ვერ შეძ­ლო, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბრბო გაგ­ზავ­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კა­პი­ტო­ლი­უმ­ში, სა­დაც თავს და­ესხნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს,”- აღ­ნიშ­ნა მან და ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ტრამ­პი ნა­სა­მარ­თლე­ვია 34 და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლით.

”ის თაღ­ლი­თო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა და ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის,” - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა. მისი თქმით, ტრამ­პი ქვე­ყა­ნას სა­ხი­ფა­თო პო­ლი­ტი­კის გზა­ზე და­აბ­რუ­ნებს, თუ მას თეთრ სახ­ლში კი­დევ ერთი ვა­დით აირ­ჩე­ვენ.

”უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნეთ დო­ნალდ ტრამ­პი დამ­ცა­ვი რელ­სე­ბის გა­რე­შე. იფიქ­რეთ იმა­ზე, თუ რას გა­ა­კე­თებს ის, თუ კვლავ მივ­ცემთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. იფიქ­რეთ მის აშ­კა­რა გან­ზრახ­ვა­ზე, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს მო­ძა­ლა­დე ექ­სტრე­მის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს და­ესხნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს კა­პი­ტო­ლი­უმ­ში, მის აშ­კა­რა გან­ზრახ­ვა­ზე, და­ა­პა­ტიმ­როს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი და ყვე­ლა, ვი­საც მტრად მი­იჩ­ნევს, მის აშ­კა­რა გან­ზრახ­ვა­ზე, გა­ნა­თავ­სოს ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო ჯარი ჩვე­ნი­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ამე­რი­კა, ჩვენ უკან არ დავ­ბრუნ­დე­ბით”, აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო სტრა­ტე­გი­ას - კა­მა­ლა ჰა­რი­სის თქმით, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, მტკი­ცედ და­უ­ჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას. და­ი­ცავს ის­რა­ე­ლის უფ­ლე­ბა­საც - და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი

  • “ხუთი დღით ადრე, სა­ნამ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხმო­და, შევ­ხვდი პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის, რათა რუ­სე­თის შეჭ­რის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­მეფრ­თხი­ლე­ბი­ნა,“ - გა­იხ­სე­ნა ჰა­რის­მა.

“ხელი შე­ვუ­წყვე გლო­ბა­ლუ­რი პა­სუ­ხის - 50-ზე მეტი ქვეყ­ნის - მო­ბი­ლი­ზე­ბას პუ­ტი­ნის აგ­რე­სი­ის­გან და­სა­ცა­ვად და რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, მე მტკი­ცედ და­ვუ­ჭერ მხარს უკ­რა­ი­ნას და ჩვენს ნატო-ელ მო­კავ­ში­რე­ებს“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

მან ღა­ზას სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ომ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენ­თან ერ­თად 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს, რად­გან ახლა არის დრო, რომ მოხ­დეს მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა.

“ნება მო­მე­ცით მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო: ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ ის­რა­ე­ლის უფ­ლე­ბას და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი და ყო­ველ­თვის უზ­რუნ­ველ­ვყოფ, რომ ის­რა­ელს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვის უნა­რი. იმი­ტომ, რომ ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა აღა­რა­სო­დეს უნდა აღ­მოჩ­ნდეს იმ სა­ში­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ “ჰა­მა­სმა“ 7 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­იწ­ვია“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

ამას­თან, მისი თქმით, და­მან­გრე­ვე­ლია ის, რაც ბოლო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ღა­ზა­ში მოხ­და.

“რამ­დე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო სი­ცო­ცხლე და­ი­კარ­გა. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, მში­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­ბი­ან უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. ტან­ჯვის მას­შტა­ბე­ბი გულ­სატ­კე­ნია. პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი და მე ვმუ­შა­ობთ ამ ომის და­სას­რუ­ლებ­ლად ისე, რომ ის­რა­ე­ლი იყოს და­ცუ­ლი, მძევ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, დას­რულ­დეს ტან­ჯვა ღა­ზა­ში და პა­ლეს­ტი­ნელ­მა ხალ­ხმა შეძ­ლოს, ისარ­გებ­ლოს ღირ­სე­ბის უფ­ლე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბით და თა­ვი­სუფ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა კა­მა­ლა ჰა­რის­მა.

ჰა­რი­სის სი­ტყვით გა­მოს­ვლას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დო­ნალდ ტრამ­პი და გა­ნა­ცხა­და, რომ “კა­მა­ლა ჰა­რისს არ აქვს წარ­მა­ტე­ბა, მას კი - აქვს.“

“ყვე­ლა­ზე დიდი რე­აქ­ცია ის არის, რა­ტომ არ გა­ა­კე­თა ის, რა­საც უჩი­ვის? ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც მან ისა­უბ­რა, რომ აპი­რე­ბენ გა­კე­თე­ბას, არის ის, რისი გა­კე­თე­ბაც მას შე­ეძ­ლო სამ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ. მას დარ­ჩა ოთხთვე­ნა­ხე­ვა­რი, თუ ხუთი თვე. მას შე­უძ­ლია ახ­ლა­ვე წა­ვი­დეს იქ და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც სა­უბ­რობს და ჩი­ვის, ”- გა­ნუ­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა Fox News-ს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რუსეთის თავდასხმამდე 5 დღით ადრე შევხვდი ზელენსკის და..." - რა თქვა კამალა ჰარისმა ყრილობაზე და რას გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში

"რუსეთის თავდასხმამდე 5 დღით ადრე შევხვდი ზელენსკის და..." - რა თქვა კამალა ჰარისმა ყრილობაზე და რას გეგმავს გამარჯვების შემთხვევაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა “დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო. ყრილობაზე მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

“ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, იქნება პრეზიდენტი, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი.

“იმისთვის რომ შევინარჩუნო ამერიკის წმინდა ფუნდამენტური პრინციპები კანონის უზენაესობიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემამდე, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი უმაღლესი მისწრაფებების გარშემო. პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს და უსმენს, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი და ყოველთვის იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

  • ჰარისს არც მისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტი დავიწყებია. მისი თქმით, “დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება“.

ბევრი თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება”, - ჰარისის თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები 2020 წელს, როდესაც წააგო.

“დონალდ ტრამპი ცდილობდა, თქვენი ხმები მოესროლა, როდესაც ვერ შეძლო, შეიარაღებული ბრბო გაგზავნა შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, სადაც თავს დაესხნენ სამართალდამცავებს,”- აღნიშნა მან და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი ნასამართლევია 34 დანაშაულის მუხლით.

”ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს ნაფიცმა მსაჯულებმა და ასევე პასუხისმგებლობა დააკისრეს სექსუალური ძალადობისთვის,” - აღნიშნა ჰარისმა. მისი თქმით, ტრამპი ქვეყანას სახიფათო პოლიტიკის გზაზე დააბრუნებს, თუ მას თეთრ სახლში კიდევ ერთი ვადით აირჩევენ.

”უბრალოდ წარმოიდგინეთ დონალდ ტრამპი დამცავი რელსების გარეშე. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებს ის, თუ კვლავ მივცემთ ძალაუფლებას. იფიქრეთ მის აშკარა განზრახვაზე, გაათავისუფლოს მოძალადე ექსტრემისტები, რომლებიც თავს დაესხნენ სამართალდამცავებს კაპიტოლიუმში, მის აშკარა განზრახვაზე, დააპატიმროს ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტები და ყველა, ვისაც მტრად მიიჩნევს, მის აშკარა განზრახვაზე, განათავსოს ჩვენი აქტიური სამხედრო ჯარი ჩვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ. მაგრამ ამერიკა, ჩვენ უკან არ დავბრუნდებით”, აღნიშნა ჰარისმა.

რაც შეეხება საგარეო სტრატეგიას - კამალა ჰარისის თქმით, როგორც პრეზიდენტი, მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას. დაიცავს ისრაელის უფლებასაც - დაიცვას საკუთარი თავი

  • “ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმოდა, შევხვდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გამეფრთხილებინა,“ - გაიხსენა ჰარისმა.

“ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის - 50-ზე მეტი ქვეყნის - მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს“, - აღნიშნა ჰარისმა.

მან ღაზას სექტორში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რადგან ახლა არის დრო, რომ მოხდეს მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.

“ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი. იმიტომ, რომ ისრაელის მოსახლეობა აღარასოდეს უნდა აღმოჩნდეს იმ საშინელების წინაშე, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გამოიწვია“, - აღნიშნა ჰარისმა.

ამასთან, მისი თქმით, დამანგრეველია ის, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ღაზაში მოხდა.

“რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა. სასოწარკვეთილი, მშიერი ადამიანები, რომლებიც გარბიან უსაფრთხოებისთვის. ტანჯვის მასშტაბები გულსატკენია. პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გაათავისუფლონ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს, ისარგებლოს ღირსების უფლებით, უსაფრთხოებით და თავისუფლებით“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

ჰარისის სიტყვით გამოსვლას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ “კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მას კი - აქვს.“

“ყველაზე დიდი რეაქცია ის არის, რატომ არ გააკეთა ის, რასაც უჩივის? ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა, რომ აპირებენ გაკეთებას, არის ის, რისი გაკეთებაც მას შეეძლო სამწელიწადნახევრის წინ. მას დარჩა ოთხთვენახევარი, თუ ხუთი თვე. მას შეუძლია ახლავე წავიდეს იქ და გააკეთოს ყველაფერი, რაზეც საუბრობს და ჩივის, ”- განუცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-ს.

წყარო

იხილეთ ასევე: