საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ მოვითმინე და ახლაც ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად... არ შეიძლება, მაგრამ..." - რას ამბობს თუშიშვილი რინერთან დაპირისპირებაზე და ვის უხდის ბოდიშს?
"ვერ მოვითმინე და ახლაც ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად... არ შეიძლება, მაგრამ..." - რას ამბობს თუშიშვილი რინერთან დაპირისპირებაზე და ვის უხდის ბოდიშს?

3 აგ­ვის­ტოს, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თველ და ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე მსოფ­ლიო მე­დია წერ­და. ქარ­თვე­ლი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი­სა და ფრან­გი ტედი რი­ნე­რის ბრძო­ლას ხმა­უ­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში თუ­შიშ­ვი­ლი ლე­გენ­და­რულ ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტთან ტედი რი­ნერ­თან და­მარ­ცხდა, რის შემ­დე­გაც ტე­დის პრო­ვო­კა­ცი­ულ­მა ჟეს­ტმა გუ­რა­მი აა­ღელ­ვა. თუ­შიშ­ვილს მსაჯ­მა ჰან­სო­კუ-მა­კეც აჩ­ვე­ნა. შე­დე­გად, თუ­შიშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ა­დას გა­მო­ე­თი­შა.

სა­ბო­ლო­ოდ, პა­რი­ზის 2024-ზე ძი­უ­დო­ის­ტთა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რის ბოლო ბრძო­ლა­ში ტედი რი­ნერ­მა კა­რი­ე­რა­ში მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა. ფი­ნალ­ში რი­ნე­რი კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გე­ნელს, კიმ მინ­ჯონგს და­უ­პი­რის­პირ­და და 35 წლის ათ­ლეტ­მა შეხ­ვედ­რა იპო­ნით მო­ი­გო. რი­ნე­რი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 11-ჯერ და ოლიმ­პი­ა­დის 3-ჯერ მო­გე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ძი­უ­დო­ის­ტია, რომ­ლის თქმი­თაც, ის აქ­ტი­ურ სპორ­ტს ამ ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ ანე­ბებს თავს.

მა­შინ ფრან­გუ­ლი მე­დია წერ­და, რომ თუ­შიშ­ვილს ამ­ბი­ცი­ებ­მა სძლია.

+100 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ტედი რი­ნერ­სა და გუ­რამ თუ­შიშ­ვილს შო­რის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის ბო­ლოს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­სი­აც, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის ქცე­ვა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ძი­უ­დოს სუ­ლის­კვე­თე­ბას.

შე­დე­გად თუ­შიშ­ვილს, ძი­უ­დოს ნე­ბის­მი­ერ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლა მა­ნამ, ვიდ­რე ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­სია სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს.

სპორ­ტსმე­ნი ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ამ­ბობს, რომ არ ნა­ნობს, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რებს და სამ­წვრთნე­ლო შტაბს, ასე­ვე ფე­დე­რა­ცი­ას ბო­დიშს უხ­დის...

"რაც შე­ე­ხე­ბა ტედი რი­ნერ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, ჩემი ემო­ცი­ე­ბი ცოტა გა­უ­გე­ბა­რი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც მქო­მა­გობ­და და ჩემ­ზე იმე­დებს ამ­ყა­რებ­და, რო­გორც უბ­რა­ლოდ, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

მინ­და ასე­ვე ჩვენს სამ­წვრთნე­ლო შტაბს, ფე­დე­რა­ცი­ას მო­ვუ­ხა­დო ბო­დი­ში, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც სპორ­ტსმე­ნის­თვის ხდე­ბა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია. სპორ­ტსმე­ნი არ უნდა შე­ე­ხოს არ­ცერ­თი სპორ­ტსმე­ნის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. მე მის­გან, უბ­რა­ლოდ, ეგ ვიგ­რძე­ნი.

და­მარ­ცხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­გის გამო არ გა­მო­მი­ხა­ტია. უბ­რა­ლოდ, მან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ჟეს­ტე­ბით გა­მო­ხა­ტა ეს სი­ხა­რუ­ლი, რო­დე­საც შე­ეძ­ლო, უბ­რა­ლოდ, ამ­დგა­რი­ყო, თა­ვის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ე­ხა­ტა ეს სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა. მან ეს ცი­ნი­კუ­რად მარ­ტო ჩემ­თან გა­მო­ხა­ტა.

ვერ მო­ვით­მი­ნე და ახ­ლაც ასე­თი მო­მენ­ტი რომ იყოს, ანა­ლო­გი­უ­რად... არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ვერ მოვითმინე და ახლაც ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად... არ შეიძლება, მაგრამ..." - რას ამბობს თუშიშვილი რინერთან დაპირისპირებაზე და ვის უხდის ბოდიშს?

"ვერ მოვითმინე და ახლაც ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად... არ შეიძლება, მაგრამ..." - რას ამბობს თუშიშვილი რინერთან დაპირისპირებაზე და ვის უხდის ბოდიშს?

3 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიადაზე ქართველ და ფრანგ ძიუდოისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე მსოფლიო მედია წერდა. ქართველი გურამ თუშიშვილისა და ფრანგი ტედი რინერის ბრძოლას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ტურნირის მეოთხედფინალში თუშიშვილი ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, რის შემდეგაც ტედის პროვოკაციულმა ჟესტმა გურამი ააღელვა. თუშიშვილს მსაჯმა ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად, თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.

საბოლოოდ, პარიზის 2024-ზე ძიუდოისტთა ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო ბრძოლაში ტედი რინერმა კარიერაში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ფინალში რინერი კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელს, კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა და 35 წლის ათლეტმა შეხვედრა იპონით მოიგო. რინერი მსოფლიო ჩემპიონატის 11-ჯერ და ოლიმპიადის 3-ჯერ მოგების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტია, რომლის თქმითაც, ის აქტიურ სპორტს ამ ოლიმპიადის შემდეგ ანებებს თავს.

მაშინ ფრანგული მედია წერდა, რომ თუშიშვილს ამბიციებმა სძლია.

+100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისიაც, რომლის შეფასებითაც, ქართველი ძიუდოისტის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას.

შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა აეკრძალა მანამ, ვიდრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სპორტსმენი ახლახანს გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ არ ნანობს, თუმცა გულშემატკივრებს და სამწვრთნელო შტაბს, ასევე ფედერაციას ბოდიშს უხდის...

"რაც შეეხება ტედი რინერთან დაპირისპირებას, ჩემი ემოციები ცოტა გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს გულშემატკივარს, ვინც მქომაგობდა და ჩემზე იმედებს ამყარებდა, როგორც უბრალოდ, გულშემატკივარი.

მინდა ასევე ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, ფედერაციას მოვუხადო ბოდიში, მაგრამ არის მომენტები, როდესაც სპორტსმენისთვის ხდება ისეთი რაღაცები, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან, უბრალოდ, ეგ ვიგრძენი.

დამარცხებული ვიყავი, მაგის გამო არ გამომიხატია. უბრალოდ, მან დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა ეს სიხარული, როდესაც შეეძლო, უბრალოდ, ამდგარიყო, თავის გულშემატკივართან და თავის ქვეყანაში გამოეხატა ეს სიხარული და ბედნიერება. მან ეს ცინიკურად მარტო ჩემთან გამოხატა.

ვერ მოვითმინე და ახლაც ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად... არ შეიძლება, მაგრამ..."

იხილეთ ასევე: