მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Tesla-მ უჩვეულო ვაკანსია გამოაცხადა: ჰუმანოიდი რობოტების "მწვრთნელი"
Tesla-მ უჩვეულო ვაკანსია გამოაცხადა: ჰუმანოიდი რობოტების "მწვრთნელი"

Tesla-მ უჩ­ვე­უ­ლო ვა­კან­სია გა­მო­ა­ცხა­და. თა­ნამ­შრომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დის ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

მას­კის Tesla გეგ­მავს და­ი­ქი­რა­ოს ათო­ბით მწვრთნე­ლი, რათა მო­ამ­ზა­დონ Optimus ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტე­ბი. მათი მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა 2025 წლის ბო­ლო­საა და­გეგ­მი­ლი.

The Verge-ს ცნო­ბით, "ტეს­ლას" ვებ­სა­იტ­ზე გა­მოჩ­ნდა ვა­კან­სი­ე­ბი "მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის ოპე­რა­ტო­რის Tesla Bot-ის­თვის“. კომ­პა­ნია მზა­დაა გა­და­ი­ხა­დოს $25-დან $48-მდე სა­ათ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კოს­ტუ­მი­სა და VR ყურ­სას­მე­ნის სა­ტა­რებ­ლად. ამ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­ას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა მოძ­რა­ო­ბებს და მოქ­მე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა და გარ­და­იქ­მნე­ბა AI ალ­გო­რით­მე­ბად Optimus რო­ბო­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

კან­დი­და­ტე­ბი უნდა იყ­ვნენ კარგ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რად­გან მო­ე­თხო­ვე­ბათ დღე­ში შვიდ სა­ათ­ზე მეტ ხანს სი­ა­რუ­ლი, თან უნდა ატა­რონ 14 კგ-მდე რო­ბო­ტის ფორ­მა. მო­მა­ვა­ლი რო­ბო­ტის "მწვრთნე­ლის­თვის" სა­ჭი­რო სი­მაღ­ლეა 170-დან 180 სმ-მდე, ვი­ნა­ი­დან თა­ვად რო­ბო­ტის სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 173 სმ-ია. ყურ­სას­მე­ნით მუ­შა­ო­ბამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის­რე­ვა და ამის­თვის კან­დი­და­ტე­ბი მზად უნდა იყ­ვნენ.

კან­დი­და­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ მოქ­ნილ სა­მუ­შაო გან­რიგს სამ ცვლა­ში: 8:00 სა­ა­თი­დან 16:30 სა­ა­თამ­დე, 16:00 სა­ა­თი­დან 00:30 სა­ა­თამ­დე და 00:00 სა­ა­თი­დან 8:30 სა­ა­თამ­დე.

მა­ნამ­დე Tesla-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ილონ მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ Tesla-ს ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის და­სა­წყე­ბად დე­ვე­ლო­პე­რებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცია აქვს.

იდე­ის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვალ­ში ასე­თი ან­დრო­ი­დე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ ქარ­ხნებ­ში და ადა­მი­ა­ნე­ბის ნაც­ვლად სხვა­დას­ხვა მო­სა­წყენ სა­მუ­შა­ოს შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამავდრო­უ­ლად, "ტეს­ლა" ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რო­ბო­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის მი­ზა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის წა­არ­თმე­ვა არ არის.

მსგავ­სი რო­ბო­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 ათას დო­ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა, რაც რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლე­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე ანა­ლო­გებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

Tesla-მ უჩვეულო ვაკანსია გამოაცხადა: ჰუმანოიდი რობოტების "მწვრთნელი"

Tesla-მ უჩვეულო ვაკანსია გამოაცხადა: ჰუმანოიდი რობოტების "მწვრთნელი"

Tesla-მ უჩვეულო ვაკანსია გამოაცხადა. თანამშრომლის მოვალეობაში შედის ჰუმანოიდი რობოტების მომზადება.

მასკის Tesla გეგმავს დაიქირაოს ათობით მწვრთნელი, რათა მოამზადონ Optimus ჰუმანოიდი რობოტები. მათი მასობრივი წარმოება 2025 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

The Verge-ს ცნობით, "ტესლას" ვებსაიტზე გამოჩნდა ვაკანსიები "მონაცემთა შეგროვების ოპერატორის Tesla Bot-ისთვის“. კომპანია მზადაა გადაიხადოს $25-დან $48-მდე საათში სპეციალური კოსტუმისა და VR ყურსასმენის სატარებლად. ამ აღჭურვილობით თანამშრომელი შეასრულებს სხვადასხვა მოძრაობებს და მოქმედებებს, რომლებიც შემდეგ გაანალიზდება და გარდაიქმნება AI ალგორითმებად Optimus რობოტების მოსამზადებლად.

კანდიდატები უნდა იყვნენ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში, რადგან მოეთხოვებათ დღეში შვიდ საათზე მეტ ხანს სიარული, თან უნდა ატარონ 14 კგ-მდე რობოტის ფორმა. მომავალი რობოტის "მწვრთნელისთვის" საჭირო სიმაღლეა 170-დან 180 სმ-მდე, ვინაიდან თავად რობოტის სიმაღლე დაახლოებით 173 სმ-ია. ყურსასმენით მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ამისთვის კანდიდატები მზად უნდა იყვნენ.

კანდიდატებს სთავაზობენ მოქნილ სამუშაო განრიგს სამ ცვლაში: 8:00 საათიდან 16:30 საათამდე, 16:00 საათიდან 00:30 საათამდე და 00:00 საათიდან 8:30 საათამდე.

მანამდე Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტების მასობრივი წარმოების დასაწყებად დეველოპერებს შორის საუკეთესო პოზიცია აქვს.

იდეის მიხედვით, მომავალში ასეთი ანდროიდები იმუშავებენ ქარხნებში და ადამიანების ნაცვლად სხვადასხვა მოსაწყენ სამუშაოს შეასრულებენ. ამავდროულად, "ტესლა" ირწმუნება, რომ რობოტების წარმოების მიზანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების წაართმევა არ არის.

მსგავსი რობოტის ღირებულება 20 ათას დოლარამდე იქნება, რაც რამდენჯერმე ნაკლებია თანამედროვე ანალოგებზე.