მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ეგოთი და კომპლექსებით მანიპულირებდა" - ამონარიდები ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ექსმრჩევლის მემუარებიდან
"ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ეგოთი და კომპლექსებით მანიპულირებდა" - ამონარიდები ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ექსმრჩევლის მემუარებიდან

აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, ჰერ­ბერტ რა­ი­მონდ მაკ­მას­ტე­რის წიგ­ნის თა­ნახ­მად, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დო­ნალდ ტრამ­პის “ეგო­თი და კომ­პლექ­სე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და”.

მე­მუ­ა­რებ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით: "ომი სა­კუ­თარ თავ­თან: ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გზა ტრამ­პის თეთრ სახ­ლში“, მაკ­მას­ტე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ რუსი ავ­ტოკ­რა­ტის მხრი­დან ერ­თგვა­რი მაგ­ნი­ტუ­რი გავ­ლე­ნის გამო, აშშ-ს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა უარი თქვა, მო­ეს­მი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან პუ­ტი­ნის უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, მაკ­მას­ტე­რი ამის გამო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. The Guardian- ი წიგ­ნი­დან ამო­ნა­რი­დებს გვთა­ვა­ზობს:

"მას­თან ერთ წელ­ზე მეტი ხნის მუ­შა­ო­ბის შემ­დე­გაც, ვერ ვხვდე­ბი, რა ძალა აქვს პუ­ტინს ტრამპზე,“ - წერს მაკ­მას­ტე­რი მე­მუ­ა­რებ­ში, რო­მე­ლიც 457-დღი­ან და­ძა­ბულ სა­მუ­შა­ოს აღ­წერს, ანუ პე­რი­ოდს, ვიდ­რე 2018 წლის აპ­რილ­ში, ტრამ­პი მას “ტვი­ტით” არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და.

რო­გორც ის იხ­სე­ნებს, ეს აზრი მაკ­მას­ტერ­მა ცოლს - ქე­ითს 2018 წლის მარ­ტში, მას შემ­დეგ გა­უ­ზი­ა­რა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პუ­ტი­ნის აგენ­ტებ­მა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, სერ­გეი სკრი­პა­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს.

რო­გორც მაკ­მას­ტე­რი აღ­ნიშ­ნავს, მა­შინ, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის სხვა ლი­დე­რე­ბი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას გეგ­მავ­დნენ, ტრამ­პი თეთრ სახ­ლში მშვი­დად ათ­ვა­ლი­ე­რებ­და New York Post-ის სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით: "პუ­ტი­ნი ტრამპს აქებს და აშშ-ის პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს“.

წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ტრამპმა სტა­ტი­ის გვერ­დზე შავი მარ­კე­რით სა­მად­ლო­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა და მაკ­მას­ტერს სთხო­ვა, რომ "ამო­ნა­ჭე­რი პუ­ტი­ნამ­დე მი­ე­ტა­ნა".

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ პუ­ტი­ნი ამ ამო­ნა­რიდს ტრამ­პის და­სამ­ცი­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ­და და თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ თავს ასე და­ი­ცავ­და“, - წერს მაკ­მას­ტე­რი.

იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ წე­რი­ლი თეთ­რი სახ­ლის სამ­დივ­ნოს გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ოვა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ტის კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობ­და.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გროვ­დე­ბო­და, რომ კრემ­ლმა და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თა­ვად პუ­ტინ­მა ბრძა­ნა სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლა ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით, მათ ვუ­თხა­რი, რომ ის არ გა­ეგ­ზავ­ნათ.“

რე­ა­ლუ­რად, მაკ­მას­ტე­რის თქმით, პუ­ტი­ნის მიერ ტრამ­პის მი­მართ სიმ­პა­თია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რათა ტრამპსა და მის მრჩევ­ლებს შო­რის უფსკრუ­ლი გა­ჩე­ნი­ლი­ყო. მაკ­მას­ტე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მრჩევ­ლე­ბი რუ­სე­თის მი­მართ უფრო მკაცრ პო­ლი­ტი­კას ემ­ხრო­ბოდ­ნენ.

"პუ­ტი­ნი, რო­გორც კე-გე-ბე-ს ყო­ფი­ლი აგენ­ტი ტრამ­პის ეგო­სა და კომ­პლექ­სებ­ზე კომ­პლი­მენ­ტე­ბით თა­მა­შობ­და. ის ტრამპს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­გორც “ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­ულ პი­როვ­ნე­ბას, უდა­ვოდ ნი­ჭი­ერს” და გა­მოჩ­ნდა, რომ ტრამ­პი ამ მიდ­გო­მის მი­მართ და­უც­ვე­ლი იყო, სჯე­რო­და, რომ მხო­ლოდ მას შე­ეძ­ლო პუ­ტინ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა. ისე­ვე, რო­გორც მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი, ჯორჯ ბუში და ბა­რაკ ობა­მა, ტრამ­პიც ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყო კრემ­ლის დიქ­ტა­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ფაქ­ტი, რომ ვა­შინგტონ­ში სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა კრემ­ლის მი­მართ მკაცრ მიდ­გო­მას ემ­ხრო­ბო­და, პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ სა­პი­რის­პი­რო მიდ­გო­მის­კენ უბიძ­გებ­და“.

მაკ­მას­ტე­რი ამ­ტკი­ცებს, რომ მთე­ლი თა­ვი­სი მსა­ხუ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპო­ლი­ტი­კუ­რი რჩე­ბო­და და მხო­ლოდ აშშ-ის ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუ­ნავ­და, წიგ­ნი კი იმის­თვის და­წე­რა, რომ აეხ­სნა, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში.

მისი თქმით, 2018 წლის აპ­რილ­ში, რო­დე­საც თეთრ სახ­ლში ბო­ლო­ჯერ იყო მი­სუ­ლი, მას­თან ერ­თაც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ. ამ დროს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, მაიკ პენ­სი მას­თან შე­ვი­და და ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლა სთხო­ვა.

"ტრამ­პი საკ­მა­ოდ დახ­ვე­წილდ იქ­ცე­ო­და, მან ჩემი ოთხი ძმის­შვი­ლი­სა და დის­წუ­ლის­კენ გა­იშ­ვი­რა თითი და უთხრა: “ბი­ძათ­ქვე­ნი დიდი კა­ცია, ძა­ლი­ან მა­გა­რი და ჩემ­თვის ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­მუ­შაო გას­წია. დარ­წმუნ­დით, რომ ჩემს შე­სა­ხებ მხო­ლოდ კარ­გი რა­ღა­ცე­ბი და­წე­როს", - იხ­სე­ნებს მაკ­მას­ტე­რი.

წყა­რო

ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ეგოთი და კომპლექსებით მანიპულირებდა" - ამონარიდები ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ექსმრჩევლის მემუარებიდან

"ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ეგოთი და კომპლექსებით მანიპულირებდა" - ამონარიდები ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ექსმრჩევლის მემუარებიდან

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერის წიგნის თანახმად, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის “ეგოთი და კომპლექსებით მანიპულირებდა”.

მემუარებში, სახელწოდებით: "ომი საკუთარ თავთან: ჩემი სამსახურებრივი გზა ტრამპის თეთრ სახლში“, მაკმასტერი აღნიშნავს, რომ რუსი ავტოკრატის მხრიდან ერთგვარი მაგნიტური გავლენის გამო, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა, მოესმინა საკუთარი თანამშრომლებისგან პუტინის უარყოფითი შეფასებები და საბოლოოდ, მაკმასტერი ამის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. The Guardian- ი წიგნიდან ამონარიდებს გვთავაზობს:

"მასთან ერთ წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგაც, ვერ ვხვდები, რა ძალა აქვს პუტინს ტრამპზე,“ - წერს მაკმასტერი მემუარებში, რომელიც 457-დღიან დაძაბულ სამუშაოს აღწერს, ანუ პერიოდს, ვიდრე 2018 წლის აპრილში, ტრამპი მას “ტვიტით” არ გაათავისუფლებდა.

როგორც ის იხსენებს, ეს აზრი მაკმასტერმა ცოლს - ქეითს 2018 წლის მარტში, მას შემდეგ გაუზიარა, რაც ცნობილი გახდა, რომ პუტინის აგენტებმა დიდ ბრიტანეთში რუსული დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.

როგორც მაკმასტერი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც დასავლეთის სხვა ლიდერები მკვლელობის მცდელობაზე მკაცრ რეაგირებას გეგმავდნენ, ტრამპი თეთრ სახლში მშვიდად ათვალიერებდა New York Post-ის სტატიას სათაურით: "პუტინი ტრამპს აქებს და აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს“.

წიგნის მიხედვით, ტრამპმა სტატიის გვერდზე შავი მარკერით სამადლობელი ჩანაწერი გააკეთა და მაკმასტერს სთხოვა, რომ "ამონაჭერი პუტინამდე მიეტანა".

"დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ამ ამონარიდს ტრამპის დასამცირებლად გამოიყენებდა და თავდასხმის საპასუხოდ თავს ასე დაიცავდა“, - წერს მაკმასტერი.

იგი აღნიშნავს, რომ წერილი თეთრი სახლის სამდივნოს გადასცა, რომელიც ოვალური კაბინეტის კომუნიკაციებზე მუშაობდა.

"მოგვიანებით, როდესაც მტკიცებულებები გროვდებოდა, რომ კრემლმა და, დიდი ალბათობით, თავად პუტინმა ბრძანა სკრიპალის მოწამვლა ნერვული აგენტით, მათ ვუთხარი, რომ ის არ გაეგზავნათ.“

რეალურად, მაკმასტერის თქმით, პუტინის მიერ ტრამპის მიმართ სიმპათია აშშ-ის პრეზიდენტის მანიპულირებისკენ იყო მიმართული, რათა ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის უფსკრული გაჩენილიყო. მაკმასტერი აღნიშნავს, რომ მრჩევლები რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას ემხრობოდნენ.

"პუტინი, როგორც კე-გე-ბე-ს ყოფილი აგენტი ტრამპის ეგოსა და კომპლექსებზე კომპლიმენტებით თამაშობდა. ის ტრამპს მოიხსენიებდა, როგორც “ძალიან გამორჩეულ პიროვნებას, უდავოდ ნიჭიერს” და გამოჩნდა, რომ ტრამპი ამ მიდგომის მიმართ დაუცველი იყო, სჯეროდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო პუტინთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ისევე, როგორც მისი წინამორბედები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა, ტრამპიც ზედმეტად თავდაჯერებული იყო კრემლის დიქტატორთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობით. ფაქტი, რომ ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა უმრავლესობა კრემლის მიმართ მკაცრ მიდგომას ემხრობოდა, პრეზიდენტს მხოლოდ საპირისპირო მიდგომისკენ უბიძგებდა“.

მაკმასტერი ამტკიცებს, რომ მთელი თავისი მსახურების განმავლობაში აპოლიტიკური რჩებოდა და მხოლოდ აშშ-ის ინტერესებზე ზრუნავდა, წიგნი კი იმისთვის დაწერა, რომ აეხსნა, რა მოხდა სინამდვილეში.

მისი თქმით, 2018 წლის აპრილში, როდესაც თეთრ სახლში ბოლოჯერ იყო მისული, მასთან ერთაც მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ. ამ დროს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი მასთან შევიდა და ოვალურ კაბინეტში შესვლა სთხოვა.

"ტრამპი საკმაოდ დახვეწილდ იქცეოდა, მან ჩემი ოთხი ძმისშვილისა და დისწულისკენ გაიშვირა თითი და უთხრა: “ბიძათქვენი დიდი კაცია, ძალიან მაგარი და ჩემთვის ფანტასტიკური სამუშაო გასწია. დარწმუნდით, რომ ჩემს შესახებ მხოლოდ კარგი რაღაცები დაწეროს", - იხსენებს მაკმასტერი.

წყარო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"