მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ადამიანების დაბერების შესახებ 2 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს - “ეს არ ხდება თანდათანობით, მოლეკულების უმრავლესობამ აჩვენა დაჩქარებული ცვლილებები...“
მეცნიერებმა ადამიანების დაბერების შესახებ 2 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს - “ეს არ ხდება თანდათანობით, მოლეკულების უმრავლესობამ აჩვენა დაჩქარებული ცვლილებები...“

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნი მო­ლე­კუ­ლურ დო­ნე­ზე 44 წლის და შემ­დეგ 60 წლის ასაკ­ში ბერ­დე­ბა.

ჟურ­ნალ Nature Aging-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სინ­გა­პუ­რის “ნა­ნი­ან­გის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მეც­ნი­ე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაკ­ვირ­ვე­ბას კვლე­ვის 108 მო­ნა­წი­ლე­ზე აკე­თებ­დნენ.

მათ ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ლე­კუ­ლე­ბის დო­ნე­ზე - რნმ- ში, ცი­ლებ­სა და მიკ­რო­ბი­ო­მებ­ში შე­ის­წავ­ლეს.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნის და­ბე­რე­ბა არ ხდე­ბა თან­და­თა­ნო­ბით, სწორ­ხა­ზოვ­ნად. პი­რი­ქით, მათ მიერ შეს­წავ­ლი­ლი მო­ლე­კუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ აჩ­ვე­ნა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი, არაწრფი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი 44 და 60 წლის ასაკ­ში.

“ჩვენ თან­და­თა­ნო­ბით არ ვბერ­დე­ბით. ჩვენ­ში და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის­თვის ორი პე­რი­ო­დია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი,“- გა­ნუ­ცხა­და CNN-ს ასის­ტენ­ტმა პრო­ფე­სორ­მა მიკ­რო­ბი­ო­მის მე­დი­ცი­ნა­ში “ნა­ნი­ან­გის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ და კვლე­ვის ავ­ტორ­მა ქსი­ა­ტაო შენ­მა.

მა­გა­ლი­თად, აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­ფე­ი­ნის მე­ტა­ბო­ლიზ­მის უნა­რი შე­სამ­ჩნე­ვად მცირ­დე­ბა - ჯერ და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის ასაკ­ში და კი­დევ ერთხელ და­ახ­ლო­ე­ბით 60 წლის ასაკ­ში.

ალ­კოჰო­ლის მე­ტა­ბო­ლიზ­მში ჩარ­თუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ასე­ვე მცირ­დე­ბა, 40 წლის ასაკ­ში. ამ­რი­გად, ალ­კოჰო­ლი შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო იყოს ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის. ორი­ვე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი პრო­ტე­ი­ნებ­ში, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მოქ­მე­დებს კა­ნის, კუნ­თე­ბის და გულ-სის­ხლძარ­ღვთა ცვლი­ლე­ბებ­ზე.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 60 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან გულ-სის­ხლძარ­ღვთა დარ­ღვე­ვე­ბის, თირკმე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და ტიპი 2 დი­ა­ბე­ტის მი­მართ.

  • კვლე­ვა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო 25-დან 75 წლამ­დე ასა­კის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე. ყვე­ლა მათ­გა­ნი ცხოვ­რობ­და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, იყ­ვნენ ჯან­მრთე­ლე­ბი და წარ­მო­ად­გენ­დნენ სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს.

მათ­გან ყო­ველ სამ-ექვს თვე­ში ერთხელ იღებ­დნენ სის­ხლის, გა­ნავ­ლის, კა­ნის და ცხვი­რის და პი­რის ღრუს ნა­ცხის ნი­მუ­შებს. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, და­ბე­რე­ბის შე­ჩე­რე­ბის სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საყ­რდე­ნია - კვე­ბა, ვარ­ჯი­ში და ჯან­სა­ღი სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მეცნიერებმა ადამიანების დაბერების შესახებ 2 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს - “ეს არ ხდება თანდათანობით, მოლეკულების უმრავლესობამ აჩვენა დაჩქარებული ცვლილებები...“

მეცნიერებმა ადამიანების დაბერების შესახებ 2 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს - “ეს არ ხდება თანდათანობით, მოლეკულების უმრავლესობამ აჩვენა დაჩქარებული ცვლილებები...“

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი მოლეკულურ დონეზე 44 წლის და შემდეგ 60 წლის ასაკში ბერდება.

ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, სტენფორდის უნივერსიტეტისა და სინგაპურის “ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მეცნიერები რამდენიმე წლის განმავლობაში დაკვირვებას კვლევის 108 მონაწილეზე აკეთებდნენ.

მათ ცვლილებები მოლეკულების დონეზე - რნმ- ში, ცილებსა და მიკრობიომებში შეისწავლეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის დაბერება არ ხდება თანდათანობით, სწორხაზოვნად. პირიქით, მათ მიერ შესწავლილი მოლეკულების უმრავლესობამ აჩვენა დაჩქარებული, არაწრფივი ცვლილებები 44 და 60 წლის ასაკში.

“ჩვენ თანდათანობით არ ვბერდებით. ჩვენში დაბერების პროცესისა და ჯანმრთელობის ცვლილებისთვის ორი პერიოდია მნიშვნელოვანი,“- განუცხადა CNN-ს ასისტენტმა პროფესორმა მიკრობიომის მედიცინაში “ნანიანგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში“ და კვლევის ავტორმა ქსიატაო შენმა.

მაგალითად, აღმოჩნდა, რომ კოფეინის მეტაბოლიზმის უნარი შესამჩნევად მცირდება - ჯერ დაახლოებით 40 წლის ასაკში და კიდევ ერთხელ დაახლოებით 60 წლის ასაკში.

ალკოჰოლის მეტაბოლიზმში ჩართული კომპონენტები ასევე მცირდება, 40 წლის ასაკში. ამრიგად, ალკოჰოლი შეიძლება საზიანო იყოს ხანდაზმულებისთვის. ორივე ასაკობრივ ჯგუფში მოხდა ცვლილებები პროტეინებში, რაც სავარაუდოდ, მოქმედებს კანის, კუნთების და გულ-სისხლძარღვთა ცვლილებებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან გულ-სისხლძარღვთა დარღვევების, თირკმელების პრობლემებისა და ტიპი 2 დიაბეტის მიმართ.

  • კვლევა ფოკუსირებული იყო 25-დან 75 წლამდე ასაკის მონაწილეებზე. ყველა მათგანი ცხოვრობდა კალიფორნიაში, იყვნენ ჯანმრთელები და წარმოადგენდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს.

მათგან ყოველ სამ-ექვს თვეში ერთხელ იღებდნენ სისხლის, განავლის, კანის და ცხვირის და პირის ღრუს ნაცხის ნიმუშებს. მეცნიერების თქმით, დაბერების შეჩერების სამი მნიშვნელოვანი საყრდენია - კვება, ვარჯიში და ჯანსაღი სოციალური კავშირები.

წყარო