სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომის ბოლოს საათების ქრონიკა: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე რადიოკავშირის ცენტრს, აეროპორტსა და საჰაერო ბაზას დაარტყა; რუსეთმა სუმის რეგიონი 113-ჯერ დაბომბა
ომის ბოლოს საათების ქრონიკა: უკრაინამ  რუსეთის ტერიტორიაზე რადიოკავშირის ცენტრს, აეროპორტსა და საჰაერო ბაზას დაარტყა; რუსეთმა სუმის რეგიონი 113-ჯერ დაბომბა

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც 6 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო, გრძელ­დე­ბა.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნა რუ­სეთ­ში, კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 1260 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრსა და 93 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს აკონ­ტრო­ლებს.

რუ­სეთ- უკ­რა­ი­ნის ომში, რო­მელ­მაც ნა­წი­ლობ­რივ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კურსკის რე­გი­ონ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ყო­ვე­ლი დღე გა­დამ­წყვე­ტია.

  • 22 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნამ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უ­ტია რა­დი­ო­კავ­ში­რის ცენ­ტრს, აე­რო­პორ­ტსა და სა­ჰა­ე­რო ბა­ზას.

ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნამ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. რა­დი­ო­ტექ­ნი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრზე თავ­დას­ხმის გარ­და, დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით ასე­ვე შე­უ­ტია მოს­კო­ვის “ოს­ტა­ფი­ე­ვოს“ აე­რო­პორ­ტს და როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე “მი­ლე­რო­ვოს“ სა­ჰა­ე­რო ბა­ზას.

“მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა 50-მდე დრო­ნი“, - დას­ძი­ნა ბუ­და­ნოვ­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, ოპე­რა­ცია კურსკის ოლ­ქში გრძელ­დე­ბა და უკ­რა­ი­ნა იქ გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს აკონ­ტრო­ლებს.

“ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პარტნი­ო­რებ­მა რე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი თი­თო­ე­უ­ლი პა­კე­ტის­თვის, ყვე­ლა ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბის­თვის. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თავ­დაც­ვის­თვის. ჩვე­ნი ოპე­რა­ცია კურსკის ოლ­ქში - ჩვე­ნი საბ­რძო­ლო მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა, ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა. ვა­კონ­ტრო­ლებთ გარ­კვე­ულ რა­ი­ო­ნებს. მად­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენს ბიჭს, ყვე­ლა ჩვენს ქვე­და­ნა­ყოფს გაც­ვლის ფონ­დის შემ­დგო­მი შევ­სე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან და უმაღ­ლე­სი რა­დას წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თა დე­ტა­ლუ­რი, ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

“გარ­და ამი­სა, დღეს გან­ვი­ხი­ლეთ პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა, რათა მი­ვი­ღოთ რე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­პი­რე­ბუ­ლი 50 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­ყი­ნუ­ლი რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი­დან. უკვე ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა იყო პარტნი­ო­რე­ბის­გან, ახ­ლაც ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზე, მაგ­რამ ჩვენ გვჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ აგ­რე­სო­რის აქ­ტი­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი მუ­შა­ობ­დეს აგ­რე­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დაც­ვა­ში რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის - რათა ეს ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობ­დეს. შე­სა­ბა­მი­სი დის­კუ­სი­ე­ბი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ჭი­როა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

  • “გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სუ­მის რე­გი­ო­ნი 113-ჯერ და­ი­ბომ­ბა“ - იუ­წყე­ბა OVA.

და­ფიქ­სირ­და 256 აფეთ­ქე­ბა. სუმი, ხო­ტი­ნი, იუ­ნა­კოვ­სკა­ია, მი­რო­პოლ­სკა­ია, ბე­ლო­პოლ­სკა­ია, კრას­ნო­პოლ­სკა­ია, ვე­ლი­კო­ფი­სა­რევ­სკა­ია, პუ­ტივლსკა­ია, ნო­ვოს­ლო­ბოდსკა­ია, ბე­რე­ზოვ­სკა­ია, გლუ­ხოვ­სკა­ია, ეს­მანსკა­ია, შა­ლი­გინ­სკა­ია, დრუჟ­ბოვ­სკა­ია, სე­რე­დი­ნო-ბუდსკა­ია ცე­ცხლის ქვეშ მოხ­ვდა.

კრას­ნო­პოლ­სკა­ი­ას თემ­ში, რო­მელ­ზეც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 46 ნაღ­მი ჩა­მო­ვარ­და, სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და,“ - იუ­წყე­ბა bbc.

  • რა ხდე­ბო­და რუ­სეთ­ში

ღა­მის სა­ა­თებ­ში, დრო­ნით თავ­დას­ხმა მოხ­და რუ­სე­თის ვოლ­გოგ­რა­დის ოლ­ქში აე­როდ­რომ­ზე, რის გა­მოც მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რუ­სუ­ლი “ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის" ცნო­ბით, სულ მცი­რე ორი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს.

“ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Baza იუ­წყე­ბა, რომ ერთ-ერთი დრო­ნი აე­როდ­რო­მი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში გა­ა­ნად­გუ­რეს, მე­ო­რე დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი მას­თან შო­რი­ახ­ლო და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ის აალ­და.

სა­უ­ბა­რია “მა­რი­ნოვ­კას“ სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ზე, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს სო­ფელ ოქ­ტაბრსკში, კა­ლაჩ-ნა-დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 კმ-ში. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე, შე­საძ­ლოა, ეს აე­როდ­რო­მი იყო.

თავ­დას­ხმის შემ­დეგ ვოლ­გოგ­რა­დის აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბი შე­წყდა. ამის შე­სა­ხებ RBC აე­რო­პორ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით კი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ოლ­ქებ­ში 28 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

“გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­ე­ვის რე­ჟიმ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ობი­ექ­ტებ­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა სცა­და. მო­რი­გე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა 28 დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, 13 დრო­ნი ვოლ­გოგ­რა­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­აგ­დეს, 7 როს­ტო­ვის ოლ­ქის, 4 ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის თავ­ზე, 2 ვო­რო­ნე­ჟის, 1 ბრი­ანსკის ოლ­ქი­სა და 1 კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნად­გურ­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ომის ბოლოს საათების ქრონიკა: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე რადიოკავშირის ცენტრს, აეროპორტსა და საჰაერო ბაზას დაარტყა; რუსეთმა სუმის რეგიონი 113-ჯერ დაბომბა

ომის ბოლოს საათების ქრონიკა: უკრაინამ  რუსეთის ტერიტორიაზე რადიოკავშირის ცენტრს, აეროპორტსა და საჰაერო ბაზას დაარტყა; რუსეთმა სუმის რეგიონი 113-ჯერ დაბომბა

უკრაინელების მიერ კურსკის მიმართულებით განხორციელებული შეტევა, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო, გრძელდება.

ამჟამინდელი მონაცემებით, უკრაინა რუსეთში, კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

რუსეთ- უკრაინის ომში, რომელმაც ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში გადაინაცვლა, ყოველი დღე გადამწყვეტია.

  • 22 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შეუტია რადიოკავშირის ცენტრს, აეროპორტსა და საჰაერო ბაზას.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებით რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა. რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრზე თავდასხმის გარდა, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით ასევე შეუტია მოსკოვის “ოსტაფიევოს“ აეროპორტს და როსტოვის რეგიონში მდებარე “მილეროვოს“ საჰაერო ბაზას.

“მთლიანობაში გამოყენებული იქნა 50-მდე დრონი“, - დასძინა ბუდანოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოპერაცია კურსკის ოლქში გრძელდება და უკრაინა იქ გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა რეალურად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები თითოეული პაკეტისთვის, ყველა ჩვენი შეთანხმებისთვის. ეს არის ფუნდამენტური თავდაცვისთვის. ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში - ჩვენი საბრძოლო მუშაობა გრძელდება, ნაბიჯები იდგმება. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ბიჭს, ყველა ჩვენს ქვედანაყოფს გაცვლის ფონდის შემდგომი შევსებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჩინოვნიკებთან და უმაღლესი რადას წარმომადგენლებთან გამართა დეტალური, ხანგრძლივი საუბარი თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

“გარდა ამისა, დღეს განვიხილეთ პარტნიორებთან მუშაობა, რათა მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები დაპირებული 50 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივებიდან. უკვე ბევრი პოლიტიკური განცხადება იყო პარტნიორებისგან, ახლაც ბევრს საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური მექანიზმი. აუცილებელია, რომ აგრესორის აქტივებიდან მიღებული თანხები მუშაობდეს აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვაში რეალური დახმარებისთვის - რათა ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში უკრაინისა და უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობდეს. შესაბამისი დისკუსიები ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და საჭიროა გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • “გასული 24 საათის განმავლობაში სუმის რეგიონი 113-ჯერ დაიბომბა“ - იუწყება OVA.

დაფიქსირდა 256 აფეთქება. სუმი, ხოტინი, იუნაკოვსკაია, მიროპოლსკაია, ბელოპოლსკაია, კრასნოპოლსკაია, ველიკოფისარევსკაია, პუტივლსკაია, ნოვოსლობოდსკაია, ბერეზოვსკაია, გლუხოვსკაია, ესმანსკაია, შალიგინსკაია, დრუჟბოვსკაია, სერედინო-ბუდსკაია ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

კრასნოპოლსკაიას თემში, რომელზეც, ხელისუფლების ინფორმაციით, 46 ნაღმი ჩამოვარდა, სამი ადამიანი დაშავდა,“ - იუწყება bbc.

  • რა ხდებოდა რუსეთში

ღამის საათებში, დრონით თავდასხმა მოხდა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში აეროდრომზე, რის გამოც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. რუსული “ტელეგრამარხების" ცნობით, სულ მცირე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

“ტელეგრამარხი" Baza იუწყება, რომ ერთ-ერთი დრონი აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრში გაანადგურეს, მეორე დრონის ნამსხვრევები მასთან შორიახლო დავარდა, რის შედეგადაც ის აალდა.

საუბარია “მარინოვკას“ სამხედრო აეროდრომზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ოქტაბრსკში, კალაჩ-ნა-დონიდან დაახლოებით 20 კმ-ში. სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის სამიზნე, შესაძლოა, ეს აეროდრომი იყო.

თავდასხმის შემდეგ ვოლგოგრადის აეროპორტში ფრენები შეწყდა. ამის შესახებ RBC აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 28 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

“გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 28 დრონი გაანადგურეს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 13 დრონი ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 7 როსტოვის ოლქის, 4 ბელგოროდის ოლქის თავზე, 2 ვორონეჟის, 1 ბრიანსკის ოლქისა და 1 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა.

წყარო

იხილეთ ასევე: