მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელთა შეჭრისას შსს-ს, FSB-ს და თავდაცვის უწყების შეუთანხმებელ მოქმედებებში რუს გენერალს ადანაშაულებენ - ვინ არის ლაპინი, რომელიც პასუხს აგებდა კურსკის დაცვაზე?
უკრაინელთა შეჭრისას შსს-ს, FSB-ს და თავდაცვის უწყების შეუთანხმებელ მოქმედებებში რუს გენერალს ადანაშაულებენ - ვინ არის ლაპინი, რომელიც პასუხს აგებდა კურსკის დაცვაზე?

რუს­მა გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნიკ­მა ალექ­სან­დრე ლა­პინ­მა, რო­მე­ლიც კურსკის ოლ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბას კუ­რი­რებ­და, უკ­რა­ი­ნის ოპე­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე და­შა­ლა საბ­ჭო, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო რის­კის შემ­ცვე­ლი სა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნის დაც­ვა­ზე - ამის შე­სა­ხებ The Wall Street Journal-ი იუ­წყე­ბა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ალექ­სან­დრე ლა­პინ­მა და­ი­თხო­ვა კურსკის ოლ­ქის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო, რაც და­ეხ­მა­რა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს რე­გი­ონ­ში თით­ქმის შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეს­ვლა­ში.

გა­მო­ცე­მის წყა­როს - რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, "ამ გა­ზა­ფხულ­ზე მოს­კო­ვის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი ალექ­სან­დრე ლა­პი­ნი აცხა­დებ­და, რომ მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ებს აქვთ ძალა და რე­სურ­სე­ბი რუ­სე­თის სა­ზღვრის და­სა­ცა­ვად. ამ გეგ­მამ კი­დევ ერთი ხარ­ვე­ზი და­ა­მა­ტა რუ­სე­თის სა­ზღვრის ისე­დაც სუსტ თავ­დაც­ვა­ში, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე ჩა­მო­ი­შა­ლა, როცა უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რებ­მა ელ­ვი­სე­ბუ­რი შე­ტე­ვა და­ი­წყეს კურსკში".

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებ­და სამ­ხედ­რო და ად­გი­ლობ­რივ შსს-სა და უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

საბ­ჭოს გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის შე­ტე­ვის დროს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, FSB-მ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვერ გა­და­წყვი­ტეს, ვინ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ზე", - ამ­ბობს წყა­რო.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ლა­პინ­მა იცო­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბო­და რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან და მოს­კოვ­შიც გაგ­ზავ­ნა ამის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბე­ბი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ვი­თა­რი ზო­მე­ბი არ მი­ი­ღო და უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მა­ნევ­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომის ტაქ­ტი­კად აღიქ­ვა.

"ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცუდი და­გეგ­მვა და ადა­მი­ა­ნუ­რი ძა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ლა­პი­ნის მე­თა­უ­რო­ბის ქვეშ გა­ერ­თი­ან­და", - წერს გა­ზე­თი.

კერ­ძოდ, 2022 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში სწო­რედ ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ჯგუფს ხარ­კო­ვის რე­გი­ონ­ში, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნულ­მა ჯა­რებ­მა სწრა­ფად გა­არ­ღვი­ეს რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თით­ქმის მთე­ლი რე­გი­ო­ნი.

WSJ აღ­ნიშ­ნავს, რომ უც­ნო­ბია, და­ეხ­მა­რე­ბო­და თუ არა ლა­პი­ნის მიერ დაშ­ლი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო (რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ სამ­ხედ­რო ოფიც­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი) მოს­კო­ვის მხრი­დან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მას, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ორ­გა­ნოს გა­რე­შე, მოს­კო­ვის მცდე­ლო­ბე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის გან­დევ­ნის­თვის ჯე­რაც ქა­ო­ტუ­რი და არა­ე­ფექ­ტუ­რია.

გა­მო­ცე­მა წერს, - რა თქმა უნდა, ლა­პინს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ გა­უ­ღია კა­რიბ­ჭე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი შეჭ­რის­თვი­სო. "მი­ზე­ზი იყო ხალ­ხის კრი­ტი­კუ­ლი დე­ფი­ცი­ტი, ისე­ვე რო­გორც შეც­დო­მა, რაც ახა­სი­ა­თებს რუ­სე­თის უმაღ­ლეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას - ის ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ბრძო­ლის ველ­ზე არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას".

  • რა არის ლა­პინ­ზე ცნო­ბი­ლი?

2022 წელს, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის დროს, ლა­პი­ნი მე­თა­უ­რობ­და ცენ­ტრა­ლურ სამ­ხედ­რო ოლქს/რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის ჯგუფს "ცენ­ტრს“. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას მან ჟუ­კო­ვის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლი, რო­მე­ლიც მე­თა­უ­რობ­და წა­რუ­მა­ტე­ბელ შე­ტე­ვას სუმ­სა და ჩერ­ნი­გოვ­ზე.

2022 წლის 4 ივ­ლისს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, ლა­პინს მი­ე­ნი­ჭა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გმი­რის წო­დე­ბა.

ის "ცენ­ტრის" მე­თა­უ­რო­ბი­დან 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მას მერე, რაც მას რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­უ­პი­რის­პირ­და. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში კა­დი­რო­ვი ლი­მა­ნის და­კარ­გვა­ში სწო­რედ ლა­პინს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს აყე­ნებ­და.

2022 წლის­ვე ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, ახ­ლად­მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის ერთ-ერ­თმა მე­თა­ურ­მა, რო­მელ­მაც ლი­მან­თან ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე და­ი­ხია უკან, თქვა, რომ ლა­პი­ნი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და და­ბომბვის­გან გა­მოქ­ცე­უ­ლი სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ებ­ზე, მათ მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.

2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლა­პი­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

2024 წლის მარ­ტში კი იგი და­ი­ნიშ­ნეს ახ­ლად­შექ­მნი­ლი ლე­ნინ­გრა­დის სამ­ხედ­რო ოლ­ქის და ჩრდი­ლო­ეთ ჯა­რე­ბის ჯგუ­ფის მე­თა­უ­რად.

ის სან­ქცი­რე­ბუ­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა ქვეყ­ნის, კა­ნა­დის და აშშ-ის მიერ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უკრაინელთა შეჭრისას შსს-ს, FSB-ს და თავდაცვის უწყების შეუთანხმებელ მოქმედებებში რუს გენერალს ადანაშაულებენ - ვინ არის ლაპინი, რომელიც პასუხს აგებდა კურსკის დაცვაზე?

უკრაინელთა შეჭრისას შსს-ს, FSB-ს და თავდაცვის უწყების შეუთანხმებელ მოქმედებებში რუს გენერალს ადანაშაულებენ - ვინ არის ლაპინი, რომელიც პასუხს აგებდა კურსკის დაცვაზე?

რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ლაპინმა, რომელიც კურსკის ოლქის უსაფრთხოებას კურირებდა, უკრაინის ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე დაშალა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იყო რისკის შემცველი სასაზღვრო რეგიონის დაცვაზე - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

როგორც ირკვევა, 2024 წლის გაზაფხულზე, ალექსანდრე ლაპინმა დაითხოვა კურსკის ოლქის თავდაცვის უწყებათაშორისი საბჭო, რაც დაეხმარა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რეგიონში თითქმის შეუფერხებლად შესვლაში.

გამოცემის წყაროს - რუსული დაზვერვის ოფიციალური პირის თქმით, "ამ გაზაფხულზე მოსკოვის მიერ დანიშნული გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი აცხადებდა, რომ მხოლოდ სამხედროებს აქვთ ძალა და რესურსები რუსეთის საზღვრის დასაცავად. ამ გეგმამ კიდევ ერთი ხარვეზი დაამატა რუსეთის საზღვრის ისედაც სუსტ თავდაცვაში, რომელიც მაშინვე ჩამოიშალა, როცა უკრაინელმა ჯარებმა ელვისებური შეტევა დაიწყეს კურსკში".

უწყებათაშორისი საბჭო იყო სპეციალური ორგანო, რომელიც აერთიანებდა სამხედრო და ადგილობრივ შსს-სა და უშიშროების წარმომადგენლებს.

საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებამ გამოიწვია უკრაინის ჯარების შეტევის დროს რუსეთის უშიშროებისა და თავდაცვის ძალების ქმედებებში კოორდინაციის ნაკლებობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, FSB-მ და თავდაცვის სამინისტრომ ვერ გადაწყვიტეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი თავდასხმის მოგერიების ოპერაციაზე", - ამბობს წყარო.

გამოცემა წერს, რომ ლაპინმა იცოდა, რომ უკრაინული ჯარების რიცხვი იზრდებოდა რუსეთის საზღვრებთან და მოსკოვშიც გაგზავნა ამის თაობაზე ცნობები, მაგრამ ხელისუფლებამ არავითარი ზომები არ მიიღო და უკრაინული სამხედრო მანევრები ფსიქოლოგიური ომის ტაქტიკად აღიქვა.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცუდი დაგეგმვა და ადამიანური ძალის ნაკლებობა ლაპინის მეთაურობის ქვეშ გაერთიანდა", - წერს გაზეთი.

კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში სწორედ ის ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარების ჯგუფს ხარკოვის რეგიონში, როდესაც უკრაინულმა ჯარებმა სწრაფად გაარღვიეს რუსული თავდაცვა და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს თითქმის მთელი რეგიონი.

WSJ აღნიშნავს, რომ უცნობია, დაეხმარებოდა თუ არა ლაპინის მიერ დაშლილი უწყებათაშორისი საბჭო (რომელშიც შედიოდნენ სამხედრო ოფიცრები და ადგილობრივი და რეგიონული უსაფრთხოების წარმომადგენლები) მოსკოვის მხრიდან კოორდინირებული პასუხის გაცემას, მაგრამ რეაგირებაზე პასუხისმგებელი ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე, მოსკოვის მცდელობები უკრაინული ძალების განდევნისთვის ჯერაც ქაოტური და არაეფექტურია.

გამოცემა წერს, - რა თქმა უნდა, ლაპინს მიზანმიმართულად არ გაუღია კარიბჭე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე პირველი შეჭრისთვისო. "მიზეზი იყო ხალხის კრიტიკული დეფიციტი, ისევე როგორც შეცდომა, რაც ახასიათებს რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას - ის ხშირად ვერ აცნობიერებს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას".

  • რა არის ლაპინზე ცნობილი?

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, ლაპინი მეთაურობდა ცენტრალურ სამხედრო ოლქს/რუსული ჯარების ჯგუფს "ცენტრს“. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან ჟუკოვის მედლით დააჯილდოვა საკუთარი შვილი, რომელიც მეთაურობდა წარუმატებელ შეტევას სუმსა და ჩერნიგოვზე.

2022 წლის 4 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ლაპინს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.

ის "ცენტრის" მეთაურობიდან 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს, მას მერე, რაც მას რამზან კადიროვი დაუპირისპირდა. ოქტომბრის დასაწყისში კადიროვი ლიმანის დაკარგვაში სწორედ ლაპინს ადანაშაულებდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა.

2022 წლისვე ოქტომბრის შუა რიცხვებში, ახლადმობილიზებული ქვედანაყოფის ერთ-ერთმა მეთაურმა, რომელმაც ლიმანთან ბრძანების გარეშე დაიხია უკან, თქვა, რომ ლაპინი, რომელიც ცდილობდა დაბომბვისგან გამოქცეული სამხედრო პერსონალი დაებრუნებინა თავიანთ პოზიციებზე, მათ მოკვლით დაემუქრა.

2023 წლის გაზაფხულზე მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ლაპინი გაერთიანებული ძალების მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

2024 წლის მარტში კი იგი დაინიშნეს ახლადშექმნილი ლენინგრადის სამხედრო ოლქის და ჩრდილოეთ ჯარების ჯგუფის მეთაურად.

ის სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის ყველა ქვეყნის, კანადის და აშშ-ის მიერ.

იხილეთ ასევე: