"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნიცამ ჩაჩავას კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ იმშობიარა. ბავშვს დამეანე დაარქვეს.
გუშინ იტალიური მედია წერდა, რომ კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა, მიზეზად კი მეუღლის მოახლოებული მშობიარობა სხელდება.
მთივე ინფორმაციით, კვარაცხელია "ვერონასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის მერეც სამშობლოში დაბრუნდa.
"როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა", - წერენ იტალიელები.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს "დიეგო მარადონაზე" "ბოლონიასთან" ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე ერთი წლის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
წაიკითხეთ ასევე: