კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ - ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას“ ამას მალე ვნახავთ“ - ბექა ოდიშარია
“ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ - ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას“ ამას მალე ვნახავთ“ - ბექა ოდიშარია

“ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არა­ვის დახ­ვრე­ტა­სა და ჩა­მოხ­რჩო­ბას არ ვი­თხოვთ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ამ ხალ­ხმა უნდა აგოს პა­სუ­ხი - ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი უნდა და­ი­კა­ვოს“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, 26 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნებ­ზე ერთ მხა­რეს იქ­ნე­ბა #41, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მშვი­დო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი არის ომის პარ­ტი­ის მო­კავ­ში­რე.

“მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერთხელ მკა­ფი­ოდ ვუ­თხრა, ეს ვი­თომ­და წუ­ხი­ლე­ბი, რო­მე­ლიც აქვთ ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ებ­სა და პარ­ტი­ებს, რომ თურ­მე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბებს მყი­სი­ე­რად ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია ან პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი, მინ­და გი­თხრათ, რომ ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ის ეხ­მი­ა­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ გან­ცხა­დე­ბას “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თუ მისი სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სას. თუ ჩვენ ვართ პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია და თუ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვენ გვა­ზი­ა­ნებს, ნუთუ ვე­რაფ­რით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ერთი ზარი “პრო­რუ­სულ­მა პარ­ტი­ამ“ იმის­თვის, რომ გვე­თხო­ვა “პარტნი­ო­რი რუ­სე­თის­თვის“ და იქ მოღ­ვა­წე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, რომ ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­ო­რე დღეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ეს ხომ 2X2 ოთხია. ჩვენ გვა­ზი­ა­ნებს ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, ჩვენ არ გვსი­ა­მოვ­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად და კეთ­დე­ბა. იქ­ნებ უფრო “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მის პატ­რო­ნებს აწყობთ, რომ ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დეს. მი­ზეზ - შე­დე­გობ­რი­ვია ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კა­ში. ვის აწყობს გან­ცხა­დე­ბე­ბი? გან­ცხა­დე­ბე­ბი აწყობს კო­ლექ­ტი­ურ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და არა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ეს ცალ­სა­ხაა. რუ­სეთს რა აწყობს და რა არ აწყობს, ეს ჩემ­თვის, რა თქმა უნდა, გა­სა­გე­ბია. მას არ აწყობს სტა­ბი­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე რო­გორც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მის სა­ტე­ლი­ტებს; რუ­სეთს არ სურს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, რა­საც კო­ლექ­ტი­ურ­მა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ,“ ხელი შე­უ­წყო. აი, სად ემ­თხვე­ვა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი. რო­დის გახ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის პუ­ტი­ნის #1 მტე­რი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ პუ­ტინს სა­კუ­თა­რი ზრახ­ვე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. გნე­ბავთ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის აღ­დგე­ნით; კო­დო­რის ხე­ო­ბის­თვის ზემო აფხა­ზე­თის დარ­ქმე­ვით; საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბით და მრა­ვა­ლი სხვა. ხელი მო­ა­წე­რა ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა­სა და რე­ზო­ლუ­ცი­ას, რომ ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი. სად გა­მოჩ­ნდა სა­ა­კაშ­ვი­ლის მტრო­ბა პუ­ტი­ნი­სად­მი და რა­ტომ უნდა იყოს პუ­ტი­ნი მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი? მგო­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად პუ­ტინს უნდა უყ­ვარ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლი და შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, რად­გან მან ყვე­ლა­ნა­ი­რი ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი შე­ამ­ზა­და იმის­თვის, რომ რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცი­ას რა­ი­მე ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მარ­თლე­ბა ჰქო­ნო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩე­ვა­ნი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის აქვთ, ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არა­ვის დახ­ვრე­ტა­სა და ჩა­მოხ­რჩო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვი­თხოვთ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ამ ხალ­ხმა უნდა აგოს პა­სუ­ხი. მათი პატ­რო­ნე­ბი მათ აფა­რე­ბენ ხელს. გარ­კვე­უ­ლი ინ­დულ­გენ­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და სხვა­ნი. ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლი­ა­ნი ინ­სტან­ცია ესაა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო. ქარ­თვე­ლი ხალ­ხიც ასე­თი ტი­პის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ, სამ­ყა­რო­ში მო­ბო­დი­ა­ლე დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის მი­მართ, მხო­ლოდ ეძებს ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­თალს. ეს ხალ­ხი უნდა წარ­სდგეს ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, პა­სუ­ხი უნდა აგოს ყვე­ლა და­ნა­შა­ულ­ზე. ამას ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცესს და­ვარ­ქმევთ, თბი­ლი­სის თუ ქუ­თა­ი­სის, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. სი­მარ­თლე უნდა და­ი­დოს, შა­ვით თეთრზე და­ი­წე­როს და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი უნდა და­ი­ჭი­როს. რა ად­გი­ლი ექ­ნე­ბათ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, მის სა­ტე­ლი­ტებს, ამას ვნა­ხავთ მალე, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ქუდ­ზე კაცი გა­მო­ვა და არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს. ერთ მხა­რეს იქ­ნე­ბა #41, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მშვი­დო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი არის ომის პარ­ტი­ის მო­კავ­ში­რე ან კი­დევ იმის გე­ნე­რა­ტო­რი, რომ რა­მე­ნა­ი­რად სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნას იმ პრო­ცე­სებ­ში ჩათ­რე­უ­ლი, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ა­ხერ­ხა და სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა აა­რი­და.

რაც რუ­სე­თის აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­წყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გარ­და ყვე­ლა პარ­ტია ყალ­ბი სი­ა­მა­ყით, თუ ყალ­ბი პო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბით, რა­ინ­დო­ბით, მათ რცხვე­ნო­და მშვი­დო­ბი­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის. მათ რცხვე­ნო­დათ, რომ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ იღუ­პე­ბოდ­ნენ, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი. რცხვე­ნო­დათ, რომ ქარ­თველ ქა­ლებს და ბავ­შვებს არ უწევ­დათ ძა­ძე­ბის ჩაც­მა. მათ ამ სირ­ცხვილს ერ­ჩივ­ნათ, რომ და­ბომ­ბი­ლი­ყო ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი. ამ ორ არ­ჩე­ვანს შო­რის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი, სწორ­ხა­ზოვ­ნად ატა­რებს პო­ლი­ტი­კას, არ აპი­რებს გა­დახ­ვე­ვას არც მარ­ცხნივ და არც მარ­ჯვნივ, მე­ო­რე მხა­რეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ინ­ტე­რესს ემ­სა­ხუ­რე­ბა, გარ­და ქარ­თუ­ლი­სა“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე მათ მიერ და­ი­ნი­ცირ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი თუ მემ­კვიდ­რე პარ­ტია არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა“. გარ­და ამი­სა, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტია აღ­ნიშ­ნავს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას მო­ახ­დენს ტე­რი­ტო­რი­ულ მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზეც. “ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა, რათა მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­წყო­ბა ახალ რე­ა­ლო­ბას­თან მო­ვი­დეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

“ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ - ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას“ ამას მალე ვნახავთ“ - ბექა ოდიშარია

“ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ - ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნება “ნაციონალურ მოძრაობას“ ამას მალე ვნახავთ“ - ბექა ოდიშარია

“ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი - ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე ერთ მხარეს იქნება #41, “ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე.

“მინდა საზოგადოებას ერთხელ მკაფიოდ ვუთხრა, ეს ვითომდა წუხილები, რომელიც აქვთ ოპოზიციურ მედიებსა და პარტიებს, რომ თურმე “ქართული ოცნების“ განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია ან პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მინდა გითხრათ, რომ ასევე წარმატებით ის ეხმიანება ნებისმიერ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის“ თუ მისი სატელიტური პარტიებისას. თუ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია და თუ ეს განცხადებები ჩვენ გვაზიანებს, ნუთუ ვერაფრით განვახორციელეთ ერთი ზარი “პრორუსულმა პარტიამ“ იმისთვის, რომ გვეთხოვა “პარტნიორი რუსეთისთვის“ და იქ მოღვაწე პოლიტიკოსებისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორე დღეს არ გაეკეთებინათ. ეს ხომ 2X2 ოთხია. ჩვენ გვაზიანებს ეს განცხადებები, ჩვენ არ გვსიამოვნებს ყველაზე მეტად და კეთდება. იქნებ უფრო “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პატრონებს აწყობთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდეს. მიზეზ - შედეგობრივია ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკაში. ვის აწყობს განცხადებები? განცხადებები აწყობს კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას“ და არა “ქართულ ოცნებას“, ეს ცალსახაა. რუსეთს რა აწყობს და რა არ აწყობს, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია. მას არ აწყობს სტაბილური საქართველო, ისევე როგორც “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს; რუსეთს არ სურს ტერიტორიული მთლიანობა, რასაც კოლექტიურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ხელი შეუწყო. აი, სად ემთხვევა “ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესები. როდის გახდა სააკაშვილის პუტინის #1 მტერი, როდესაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინს საკუთარი ზრახვები განეხორციელებინა. გნებავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეულების აღდგენით; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევით; საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით და მრავალი სხვა. ხელი მოაწერა ტალიავინის დასკვნასა და რეზოლუციას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები. სად გამოჩნდა სააკაშვილის მტრობა პუტინისადმი და რატომ უნდა იყოს პუტინი მასზე გაბრაზებული? მგონი ყველაზე მეტად პუტინს უნდა უყვარდეს სააკაშვილი და შეიძლება ასეც იყოს, რადგან მან ყველანაირი ნოყიერი ნიადაგი შეამზადა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერვენციას რაიმე ტიპის სამართლებრივი გამართლება ჰქონოდა.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილს, რომ მოსახლეობას არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვთ, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას, ბუნებრივია, არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი. მათი პატრონები მათ აფარებენ ხელს. გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდა სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი. ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ესაა ქართული სასამართლო. ქართველი ხალხიც ასეთი ტიპის მფარველობის ქვეშ, სამყაროში მობოდიალე დამნაშავე პირების მიმართ, მხოლოდ ეძებს ქართულ სასამართლოში სამართალს. ეს ხალხი უნდა წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე, პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე. ამას ნიურნბერგის პროცესს დავარქმევთ, თბილისის თუ ქუთაისის, მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიჭიროს. რა ადგილი ექნებათ “ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ამას ვნახავთ მალე, იმ შემთხვევაში თუ ქუდზე კაცი გამოვა და არჩევანს გააკეთებს. ერთ მხარეს იქნება #41, “ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე ან კიდევ იმის გენერატორი, რომ რამენაირად საქართველო იქნას იმ პროცესებში ჩათრეული, რომელსაც ჯერ კიდევ “ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საკუთარი ქვეყანა აარიდა.

რაც რუსეთის აგრესია უკრაინაში დაიწყო, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, “ქართული ოცნების“ გარდა ყველა პარტია ყალბი სიამაყით, თუ ყალბი პოზიციონერობით, რაინდობით, მათ რცხვენოდა მშვიდობისა და “ქართული ოცნების“ პოლიტიკის. მათ რცხვენოდათ, რომ ქართველი ჯარისკაცები არ იღუპებოდნენ, ისევე როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. რცხვენოდათ, რომ ქართველ ქალებს და ბავშვებს არ უწევდათ ძაძების ჩაცმა. მათ ამ სირცხვილს ერჩივნათ, რომ დაბომბილიყო ქართული ქალაქები და დაღუპულიყვნენ ქართველი ჯარისკაცები. ამ ორ არჩევანს შორის “ქართული ოცნება“ არის მშვიდობისმყოფელი, სწორხაზოვნად ატარებს პოლიტიკას, არ აპირებს გადახვევას არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, მეორე მხარეს ყველა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყველა ინტერესს ემსახურება, გარდა ქართულისა“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ნათქვამია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.