პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა, გაცნობოთ...“ - რას აცხადებს კახა კალაძე 7 სექტემბერს დაგეგმილი, საქართველო-ჩეხეთის მატჩის შესახებ
“ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა, გაცნობოთ...“ - რას აცხადებს კახა კალაძე 7 სექტემბერს დაგეგმილი, საქართველო-ჩეხეთის მატჩის შესახებ

“პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან მო­ვის­მი­ნეთ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის გა­მარ­თვა დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე უსაფრ­თხოა, პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს და უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. ვფიქ­რობ, ყვე­ლა მო­აზ­როვ­ნე, ვი­საც ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის უნა­რი აქვს, ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხე­დავს. ასეთ პო­ლი­ტი­კო­სებს შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს,“ - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 7 სექ­ტემ­ბერს რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მო­ე­წყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე, სა­დაც დიდ ეკ­რან­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მატ­ჩის ყუ­რე­ბა.

“ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, მო­ვის­მი­ნეთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, თით­ქოს მატ­ჩის გა­მარ­თვა დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა, პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. არ შე­ვალ დე­ტა­ლებ­ში, არ გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას ამ სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ზე. ვფიქ­რობ, ყვე­ლა მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის უნა­რი აქვს, ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხე­დავს. ასეთ პო­ლი­ტი­კო­სებს შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით და მეტს ვე­რა­ფერს და­ვა­მა­ტებ.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, გულ­შე­მატ­კივ­რის ქო­მა­გო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის­თვის, ამი­ტომ ყვე­ლა­ნი ვი­სურ­ვებ­დით, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი დას­წრე­ბო­და მატჩს.

ვინც უბი­ლე­თოდ დარ­ჩა, მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ 7 სექ­ტემ­ბერს რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მო­ე­წყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე, იქ­ნე­ბა დიდი ეკ­რა­ნი და ყვე­ლა პი­რო­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა შეძ­ლოს ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ქო­მა­გო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც 27 223 გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზეა გათ­ვლი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, კერ­ძოდ, ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ მატ­ჩი ბო­რის პა­ი­ჭა­ძის ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე გა­მარ­თუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც 54 139 გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზეა გათ­ვლი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატჩზე ყვე­ლა ბი­ლე­თი 1 სა­ათ­ში გა­ი­ყი­და. მატჩზე და­სას­წრე­ბი სულ 25 000 ბი­ლე­თი იყო, რად­გან 7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც მმარ­თველ გუნდში გა­ნა­მარ­ტა­ვენ, ბო­რის პა­ი­ჭა­ძის ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნი “ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია, მდგრა­დო­ბის შე­საძ­ლო პრობ­ლე­მით“. დი­ნა­მო არე­ნამ კი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რეს­ტავ­რა­ცი­ის შემ­დეგ სტა­დი­ო­ნის მდგრა­დო­ბა არ შეც­ვლი­ლა - ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვად შეს­თა­ვა­ზეს გულ­შე­მატ­კივ­რის დაშ­ვე­ბა მხო­ლოდ მე­ო­რე ია­რუს­ზე, რო­მე­ლიც 41 000-მდე მა­ყუ­რე­ბელს იტევს.

ავტორი:

“ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა, გაცნობოთ...“ - რას აცხადებს კახა კალაძე 7 სექტემბერს დაგეგმილი, საქართველო-ჩეხეთის მატჩის შესახებ

“ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა, გაცნობოთ...“ - რას აცხადებს კახა კალაძე 7 სექტემბერს დაგეგმილი, საქართველო-ჩეხეთის მატჩის შესახებ

“პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ სპეკულაციები, თითქოს საქართველო-ჩეხეთის მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს და უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე შესაძლებელი იქნება მატჩის ყურება.

“ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, თითქოს მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულიად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. არ შევალ დეტალებში, არ გავაკეთებ განცხადებას ამ სპეკულაციებზე. ვფიქრობ, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთების უნარი აქვს, ყველაფერს კარგად ხედავს. ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა შესაბამისი განცხადებით და მეტს ვერაფერს დავამატებ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, ამიტომ ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს.

ვინც უბილეთოდ დარჩა, მინდა გაცნობოთ, რომ 7 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, იქნება დიდი ეკრანი და ყველა პირობა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს ემოციების გაზიარება და საქართველოს ნაკრების ქომაგობა“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 27 223 გულშემატკივარზეა გათვლილი. აღნიშნულმა ფაქტმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, კერძოდ, ისინი მოითხოვდნენ მატჩი ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართულიყო, რომელიც 54 139 გულშემატკივარზეა გათვლილი. საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა. მატჩზე დასასწრები სულ 25 000 ბილეთი იყო, რადგან 7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

როგორც მმართველ გუნდში განამარტავენ, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი “ამორტიზებულია, მდგრადობის შესაძლო პრობლემით“. დინამო არენამ კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა - ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.