პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ ვისმენთ; “ოცნება“ თესავს ღვარძლს!“ - ლევან ბეჟაშვილი
“ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ ვისმენთ; “ოცნება“ თესავს ღვარძლს!“ - ლევან ბეჟაშვილი

“ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­სა­მარ­თლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ვის­მენთ - “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­სუ­ლე­ლე­ბა უნდა და­ამ­თავ­როს!“ - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ “კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ გა­სა­მარ­თლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ბეჟაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, და­ყო­ფა და ამ გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ “ოც­ნე­ბის­გან“ მსგავ­სი ტექ­სტი ეს­მის - რომ უნდა და­ამ­თავ­რონ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რომ უნდა გა­აქ­რონ რა­და­რე­ბი­დან, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ამ­ზა­დე­ბენ, ყვე­ლას და­ი­ჭე­რენ და ასე შემ­დეგ.

ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რია და რე­ა­ლუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბას ატყუ­ე­ბენ. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­სუ­ლე­ლე­ბა უნდა და­ამ­თავ­როს - არც შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხს ღვარ­ძლით, ბო­რო­ტე­ბით და და­პი­რის­პი­რე­ბით კვე­ბავ­დე - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყოფს, აპი­რის­პი­რებს და თე­სავს ღვარ­ძლს!“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პი­რო­ბას დებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი თუ მემ­კვიდ­რე პარ­ტია არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

“ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ ვისმენთ; “ოცნება“ თესავს ღვარძლს!“ - ლევან ბეჟაშვილი

“ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ ვისმენთ; “ოცნება“ თესავს ღვარძლს!“ - ლევან ბეჟაშვილი

“ყოველი არჩევნების წინ “ქართული ოცნებისგან“ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ ვისმენთ - “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს!“ - ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გასამართლების თაობაზე.

ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით მმართველი პარტიის რეალური მიზანი საზოგადოების დაპირისპირება, დაყოფა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

“საზოგადოებას ყოველი არჩევნების წინ “ოცნებისგან“ მსგავსი ტექსტი ესმის - რომ უნდა დაამთავრონ “ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდა გააქრონ რადარებიდან, სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ყველას დაიჭერენ და ასე შემდეგ.

ყველა კარგად ხვდება, რომ ეს განცხადება მანიპულაციურია და რეალურად მოსახლეობას ატყუებენ. “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გასულელება უნდა დაამთავროს - არც შეიძლება მთელი 12 წლის განმავლობაში ხალხს ღვარძლით, ბოროტებით და დაპირისპირებით კვებავდე - “ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს, აპირისპირებს და თესავს ღვარძლს!“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.