მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ მოგვაწყდებიან: ამერიკელები, გერმანელები, იტალიელები და ა.შ." - პუტინი მასავით "მაღალი ღირებულებების" მიმდევრებს რუსეთში ბინადრობის უფლების მიღებას უმარტივებს
"ალბათ მოგვაწყდებიან: ამერიკელები, გერმანელები, იტალიელები და ა.შ." - პუტინი მასავით "მაღალი ღირებულებების" მიმდევრებს რუსეთში ბინადრობის უფლების მიღებას უმარტივებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უცხო­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, რუ­სე­თი დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ამის თა­ო­ბა­ზე, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ ხელ­მო­წე­რილ ბრძა­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უცხო­ე­ლე­ბი რუ­სეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კვო­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე და რუ­სუ­ლი ენის, რუ­სე­თის ის­ტო­რი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნის გა­რე­შე“ შეძ­ლე­ბენ.

ნე­ბარ­თვის მო­თხოვ­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა მათი ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კის უარ­ყო­ფა იყოს, კერ­ძოდ, "დესტრუქ­ცი­უ­ლი ნე­ო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის და­წე­სე­ბა, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­ულ რუ­სულ სუ­ლი­ერ და მო­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“.

რო­გორც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო წერს, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სია უკვე დად­გე­ნი­ლია, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო­თა სია, "რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ჯან­საღ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უწე­სე­ბენ“, რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ უნდა შე­ად­გი­ნოს.

თე­ბერ­ვალ­ში, სტრა­ტე­გი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფო­რუმ­ზე, პუ­ტინ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა იტა­ლი­ე­ლი სტუ­დენ­ტის ირი­ნე ჩე­ჩი­ნის იდე­ას, რო­მელ­მაც შეს­თა­ვა­ზა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­დას­ვლის გა­მარ­ტი­ვე­ბა კულ­ტუ­რულ, ტრა­დი­ცი­ულ და ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით. სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და­ე­თან­ხმა ჩე­ჩი­ნის სი­ტყვებს, რომ იმის გა­სა­გე­ბად, თუ რო­გო­რი ხალ­ხი გად­მო­დის სა­ცხოვ­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო.

გან­კარ­გუ­ლე­ბა 2024 წლის 1-ლ სექ­ტემ­ბერს შევა ძა­ლა­ში.

რუ­სე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ირო­ნი­უ­ლად აფა­სებს:

"ალ­ბათ მოგ­ვა­წყდე­ბი­ან 1-ლი სექ­ტემ­ბე­რი­დან: ამე­რი­კე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, იტა­ლი­ე­ლე­ბი და ა.შ., რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს "და­შორ­დნენ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლურ დღის წეს­რიგს", სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე მგო­ნი ამას სჯობ­და ეფიქ­რათ რუ­სუ­ლე­ნო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ, მა­გა­ლი­თად, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში და რუ­სეთ­ში ლე­გა­ლუ­რად გად­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ", - წერს ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

დიდი ნა­წი­ლი კი დიქ­ტა­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა და "დი­ა­დი რუ­სე­თის მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე" წერს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ალბათ მოგვაწყდებიან: ამერიკელები, გერმანელები, იტალიელები და ა.შ." - პუტინი მასავით "მაღალი ღირებულებების" მიმდევრებს რუსეთში ბინადრობის უფლების მიღებას უმარტივებს

"ალბათ მოგვაწყდებიან: ამერიკელები, გერმანელები, იტალიელები და ა.შ." - პუტინი მასავით "მაღალი ღირებულებების" მიმდევრებს რუსეთში ბინადრობის უფლების მიღებას უმარტივებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უცხოელებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან, რუსეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება. ინფორმაცია ამის თაობაზე, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ უცხოელები რუსეთში ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანას "რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დამტკიცებული კვოტების გათვალისწინების გარეშე და რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე“ შეძლებენ.

ნებართვის მოთხოვნის მიზეზი შეიძლება მათი ქვეყნების პოლიტიკის უარყოფა იყოს, კერძოდ, "დესტრუქციული ნეოლიბერალური იდეოლოგიური პრინციპების დაწესება, რომლებიც ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.

როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, ღირებულებების სია უკვე დადგენილია, ხოლო სახელმწიფოთა სია, "რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს არაჯანსაღ ღირებულებებს უწესებენ“, რუსეთის მთავრობამ უნდა შეადგინოს.

თებერვალში, სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს ფორუმზე, პუტინმა მხარი დაუჭირა იტალიელი სტუდენტის ირინე ჩეჩინის იდეას, რომელმაც შესთავაზა რუსეთის ფედერაციაში გადასვლის გამარტივება კულტურულ, ტრადიციულ და ოჯახურ ღირებულებებზე დაყრდნობით. სახელმწიფოს მეთაური დაეთანხმა ჩეჩინის სიტყვებს, რომ იმის გასაგებად, თუ როგორი ხალხი გადმოდის საცხოვრებლად ქვეყანაში, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.

განკარგულება 2024 წლის 1-ლ სექტემბერს შევა ძალაში.

რუსების ნაწილი სოციალურ ქსელებში ამ გადაწყვეტილებას ირონიულად აფასებს:

"ალბათ მოგვაწყდებიან 1-ლი სექტემბერიდან: ამერიკელები, გერმანელები, იტალიელები და ა.შ., რომლებმაც გადაწყვიტეს "დაშორდნენ ნეოლიბერალურ დღის წესრიგს", სასაცილოა ეს ყველაფერი. მე მგონი ამას სჯობდა ეფიქრათ რუსულენოვან მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე, რომლებიც ცხოვრობენ, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და რუსეთში ლეგალურად გადმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

დიდი ნაწილი კი დიქტატორის გადაწყვეტილებას მიესალმება და "დიადი რუსეთის მაღალ ღირებულებებზე" წერს.