მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, აშშ-ს მიერ პედოფილიის ბრალდებით ძებნილი 35-წლამდე მამაკაცი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?
ბათუმში, აშშ-ს მიერ პედოფილიის ბრალდებით ძებნილი 35-წლამდე მამაკაცი დააკავეს -  რა ხდება ცნობილი?

"რუს­თა­ვი 2"- ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქის ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა და 3-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და პირს, რო­მელ­საც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე თვეა ეძე­ბენ.

საქ­მე არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს შე­ე­ხე­ბა.

"ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მო­თხოვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ამო­ღე­ბულ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის, ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ელექტრო­ტექ­ნი­კა.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი აშშ-ში მისი შემ­დგო­მი ექ­სტრა­დი­რე­ბის და ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ცე­მის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

და­ნა­შა­უ­ლი აი­დაჰოს შტა­ტი­ში მოხ­და. აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი კი, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

"კუ­რი­ე­რის" ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 35 წლის არის და ის ამე­რი­კა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლი 2023 წელს არის ჩა­დე­ნი­ლი, ხოლო სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ძებ­ნი­ლად 2024 წლის ივ­ლის­ში გა­მო­ცხად­და. ირ­კვე­ვა, რომ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს, იმ დრო­ის­თვის, სამ­შობ­ლო უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქის შტა­ტებ­ში ექ­სტრა­დი­ცია, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ბათუმში, აშშ-ს მიერ პედოფილიის ბრალდებით ძებნილი 35-წლამდე მამაკაცი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

ბათუმში, აშშ-ს მიერ პედოფილიის ბრალდებით ძებნილი 35-წლამდე მამაკაცი დააკავეს -  რა ხდება ცნობილი?

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ამერიკის მოქალაქის ექსტრადირების საკითხი განიხილა და 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში უმძიმესი დანაშაულისთვის რამდენიმე თვეა ეძებენ.

საქმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს შეეხება.

"ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.

დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით", - განაცხადეს სუს-ში.

დანაშაული აიდაჰოს შტატიში მოხდა. აშშ-ს მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს. მისი ინტერესების დამცველი კი, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

"კურიერის" ცნობით, დაკავებული დაახლოებით 35 წლის არის და ის ამერიკაში არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. დანაშაული 2023 წელს არის ჩადენილი, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ძებნილად 2024 წლის ივლისში გამოცხადდა. ირკვევა, რომ ამერიკის მოქალაქეს, იმ დროისთვის, სამშობლო უკვე დატოვებული ჰქონდა და საქართველოში იმყოფებოდა.

ამერიკის მოქალაქის შტატებში ექსტრადიცია, სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განხორციელდება. წყარო